მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საჯარო სამსახური
Tagged: მოსამსახურე, სამსახური, საჯარო, საჯარო მოსამსახურე.
- This topic has 7 replies, 2 voices, and was last updated 7 years, 5 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 26, 2015 at 22:42 #29521BLHKeymaster
ამ თემაში განვიხილავთ საჯარო სამასხურთან დაკავშირებულ საკითხებს.
აგვისტო 27, 2015 at 00:05 #29527BLHKeymasterრა არის საჯარო სამსახური და ვინ არიან საჯარო მოხელეები?
საჯარო სამასახური წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.საბიუჯეტო დაწესებულება არის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება. საჯარო სამსახური ორი სახისაა: 1) სახელმწიფო სამსახური; 2) სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში. (იხ. სტატია სრულიად).
აგვისტო 27, 2015 at 14:40 #29528CrassusParticipantვინ შეიძლება გახდეს საჯარო მოხელე?
სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. (იხ. სტატია სრულიად).
აგვისტო 27, 2015 at 14:45 #29530BLHKeymasterროგორ ხდება საჯარო სამსახურში მიღება?
მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით. იხ. სტატია.
აგვისტო 27, 2015 at 14:48 #29532BLHKeymasterპირის დანიშვნის პროცედურა საჯარო სამსახურში?
პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა საჯარო სამსახურის შესახებ 30-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. (იხ. სტატია).
აგვისტო 27, 2015 at 14:48 #29533CrassusParticipantროგორ ხდება საჯარო სამსახურში დაწინაურება?
მოხელის სამსახურეობრივი დაწინაურება შესაძლებელია ორი პირობის არსებობის შემთხვევაში. (იხ. სტატია)
აგვისტო 27, 2015 at 15:00 #29535BLHKeymasterრას ნიშნავს საჯარო მოხელის ატესტაცია?
მოხელის ატესტაციის დანიშნულებაა მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შემოწმება მის მიერ დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან. (იხ. სტატია)
აპრილი 16, 2017 at 12:28 #38093BLHKeymasterშსს-ს მოსამსახურის პასუხისმგებლობა და სამსახურიდან დათხოვნის წესი
„პოლიციის შესახებ“ (27.07.1993 წ.)საქართველოს კანონის 30-ე მუხლი და 22-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განმარტება საქმეზე #ბს-664-649(კ14)
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შსს-ს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელია სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის
სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეცდომა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე #3/3943-13) სარჩელი შსს გენერალური ინსპექციის დასკვნის, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის ახალი გადაწყვეტილებით (#3B/850-14), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შს სამინისტროს (მინისტრის) ბრძანება; მოპასუხეს _ საქართველოს შსს-ს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არც ბრძანება და არც გენერალური ინსპექციის დასკვნა არ შეიცავს მსჯელობას მასზედ, რომ ჩადენილი გადაცდომა არის მძიმე, რომ გადაცდომამ გამოიწვია მძიმე შედეგები, აგრეთვე მოსარჩელეს გააჩნია უარყოფითი საქმიანი და პირადი რეპუტაცია და ამ პირობათა ერთიანობის ფონზე იგი იმსახურებს ყველაზე მკაცრ სასჯელს.
სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნები და განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას.
მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი კი ამავე კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს სამინისტროს მოსამსახურის პასუხისმგებლობის სახეებს, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნა წარმოადგენს სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეს.
აღნიშნული სახდელის გამოყენების წესი კი მოცემულია 22-ე მუხლში, რის გამოც სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელია: სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისა და ფიცის გატეხისათვის, პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელისათვის. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, თავად უნდა განსაზღვროს გამოყენებული პასუხისმგებლობის ადეკვატურობა და მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.