სამსახურებრივი დაწინაურების წესი საჯარო სამსახურში

run-finishდაწინაურების წესი საჯარო სამსახურში  

მოხელის სამსახურეობრივი დაწინაურება შესაძლებელია ორი  პირობის არსებობის შემთხვევაში:

თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით;

 და

დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.

მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისთვის საჭიროა ამ მოხელის ნების გამოვლენა, რომელიც მან უნდა გასცეს წერილობითი ფორმით.

ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე ინიშნება ის მოხელე, რომელსაც ატესტაციის შედეგების მიხედვით უფრო მაღალი შეფასება აქვს.

მოხელის დაწინაურების შემზღუდველი გარემობა

მოხელე არ შეიძლება სამსახურებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

საჯარო სამსახურთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები იხილეთ BLH-ის საჯარო სამსახურის შესახებ ფორუმზე.