ბილ გეითსის 11 ცხოვრებისეული წესი

bill-gatesბილ გეითსის 11 ცხოვრებისეული წესი

ბილ გეითსმა ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს, გაუზიარა მათ 11 ცხოვრებისეული კანონი, რომლებსაც, მისი აზრით, ახალგაზრდები ვერასდროს ისწავლიდნენ სკოლის კედლებში:

  • ცხოვრება უსამართლოა – შეეგუე ამ ფაქტს.
  • სამყაროს არ აინტერესებს თუ რას გრძნობ ან რა აზრის ხარ საკუთარ თავზე. იგი ელოდება შენგან მიღწევებს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნები დაფასებული.
  • სკოლის დამთავრების შემდეგ შენი ხელფასი არ იქნება საშუალოზე მაღალი, შენ ვერ გახდები მსხვილი კომპანიის დირექტორი და ვერ ივლი სამსახურში ლიმუზინით, მანამ, სანამ ამას არ დაიმსახურებ.
  • თუ კი ფიქრობ,რომ შენი მასწავლებელი მკაცრი და მომთხოვნია – დაელოდე როდის გაიცნობ შენს დამსაქმებელს.
  • მაკდონალდსში ბურგერების წვა და აწყობა – ეს არ არის შენ ღირსებაზე ნაკლები. შენი მამა-პაპები ამ სამსახურსაც კი „კარგ შანსად“ შეიცნობდნენ.
  • ნუ იჩქარებ ყოველ შენს წარუმატებლობაში დაადანაშაულო მშობელი. ნუ წუწუნებ და ნუ დარბიხარ აქეთ-იქით,ისწავლე შენს შეცდომებზე.
  • შენს დაბადებამდე შენი მშობლები არ იყვნენ ისეთი მოსაწყენი და უინტერესოები, როგორებიც გეჩვენებიან დღეს .ისინი გახდნენ ესეთები შენთვის უდარდელი ახალგაზრდობის მოწყობის პროცესში.
  • შენი სკოლა შეიძლება ადამიანების არ ყოფდა გამარჯვებულებად და წაგებულებად, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ცხოვრებაზე. რეალური ცხოვრება სასტიკად უსწორდება დამარცხებულებს და შესაბამის ჯილდოს აძლევს გამარჯვებულებს.
  • რეალური ცხოვრება არაა დაყოფილი სემესტრებად, საზაფხულო არდადეგებები მასში არ არსებობს და ძალიან ცოტაა ისეთი დამსაქმებლი, რომელიც დაინტერესებულია დაგეხმაროს საკუთარი „მე“-ს პოვნაში. შენ ამის ძებნა მოგიწევს სამსახურიდან თავისუფალ დროს.
  • არ აგერიოს რეალური ცხოვრება, იმისგან, რასაც ტელევიზორში აჩვენებენ . ცხოვრებაში ადამინებს დროის გატარება უწევთ ძირითადად არა კაფეებში და გართობაში, არამედ მუშაობაში.
  • არ დაჩაგრო და დაამყარე კარგი ურთიერთობა „სათვალიან ბოტანიკოსებთან“, რადგან სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ შენი უფროების მომავალში.