კონკურსის პროცედურა საჯარო სამსახურში მოსახვედრად

wordcloud3საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარება

პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა საჯარო სამსახურის შესახებ 30-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

კონკურსის გამოცხადება

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ცხადდება საჯარო კონკურსი, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან.

კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მინიმალური მონაცემებს:

ა)კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობის  დასახელება;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

გ) შესასრულებელი სამუშაო;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

კონკურსის მონაწილის შეფასება

საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატების შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირების აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ერთ_ერთი კანდიდატის წამოყენებისა ან კანდიდატების წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

საკონკურსო – საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

ჩაშლილი კონკურსი

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.