რას წარმოადგენს ინოვაციური კონფლიქტები?

rcრა არის ინოვაციური კონფლიქტები?

ინოვაციური კონფლიქტის ობიექტია გარკვეული სიახლე, რომლის ირგვლივაც ხდება ურთიერთდაპირისპირება ნოვატორებსა და კონსერვატორებს შორის.

რაც უფრო მაშტაბურია სიახლე, მით უფრო მეტი პირია ჩართული ინოვაციურ პროცესში და შესაბამისად მეტია კონფლიქტური შემთხვევებიც. ხოლო, რაც უფრო რადიკალურია სიახლე, მით უფრო დიდი წინააღმდეგობა აწყდება მას.

ინოვაციური კონფლიქტების მიზეზები პირობითად ხუთ ჯგუფში შეგვიძლია გავაერითიანოთ:

  1. ობიექტური მიზეზები კონფლიქტის საფუძველია ნოვატორებისა და კონსერვატორების ინტერესთა ურთიერთშეუთანხმებლობა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებს ახლავს თან.
  1. საორგანიზაციო მიზეზები – კონფლიქტის საფუძველია სიახლის უკონფლიქტოთ შეფასების, გავრცელებისა და დანერგვის მექანიზმების გაუმართაობა.
  1. ინოვაციური მიზეზები კონფლიქტის საფუძველია თავად სიახლის მახასიათებლები.
  1. პიროვნული მიზეზებიკონფლიქტის საფუძველია ინოვაციის პროცესის მონაწილეთა ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებები.
  1. სიტუაციური მიზეზები – ერთჯერადი ინოვაციური სიტუაციის თავისებურებიდან გამომდინარეობს.