პოლიციური პრევენციული ღონისძიებები – პირის იდენტიფიკაცია

admin-ajax.phpპირის იდენტიფიკაცია

პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:  

ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;

ბ) ფოტოსურათის გადაღება;

გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;

დ) სიმაღლის გაზომვა;

ე) ხმის ჩაწერა;

ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

რას ემსახურება პირის იდენტიფიკაცია?

პოლიციელის მიერ პირის იდენტიფიკაციის განხორციელება ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწერსრიგის დაცვის მიზანს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოება – პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა;

საზოგადოებრივი მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;

როგორია პოლიციელის მოქმედების თავისუფლების ფარგლები?

პოლიციელი უფლებამოსილია განახორციელოს პირის იდენტიფიკაცია მხოლოდ მაშინ თუ:

შეუძლებელია ან განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული პირის ვინაობის დადგენა „პირის ვინაობის დადგენის“ შესახებ პოლიციური ღონისძიების მეშვეობით (იხ. სტატია )

მაგ: პირი უარს აცხადებს თავისი ვინაობის გამხელის შესახებ.

და

პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის.

ან

არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.

მაგ: იგი დაინახეს შემთხვევის ადგილთან ახლოს, როგორ ელაპარაკებოდა სამართალდამრღვევს.

პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.

ფორმალური მხარე

პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება.

პირის იდენტიფიკაციის ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.