საპოლიციო ღონისძიებები: გადაადგილებისა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა

admin-ajax.phpგადაადგილების და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა

პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ასევე შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა.

მაგ: თუ პოლიციელმა დაინახა, რომ მთვრალი პირი ჯდება მანქანაზე, პოლიციელი უფლებამოსილია არ დაუშვას მისი მანქანაზე დაჯდომა და არ მისცეს მას მანქანის ტარების უფლება.

ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა ხორციელდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელისათვის ჩამორთმევით, მისი გადატანა-გადაზიდვის ან სხვაგვარი შეზღუდვით.

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს შეზღუდოს პირის გადაადგილება?

პოლიციელს შეუძლია შეზღუდოს პირის გადაადგილება:

თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

თუ პირი არ ემორჩილება პოლიციელის მიერ მართლზომიერ ბრძანებას, მისი კონკრეტულ ადგილზე არ შეშვებისა ან ადგილის დატოვების აკრძალვის შესახებ.

დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა? 

პოლიციელი უფლებამოსილია შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ნივთის დაზიანებისათვის.

პირის გადაადგილებისა და ნივთის გადატანა-გადაზიდვის დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ აღარ არსებობს ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი, ანუ აღარ არსებობს საფრთხე  საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის.