საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი უქმდება

get_imgსაპოლიციო გამოსახლება უქმდება

კანონი ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე, საქართველოს პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას აღსრულების ეროვნული ბიურო და საბანკო სექტორი აპროსტესტებენ.

ბიუროს თავმჯდომარის იოსებ ბაღათურიას განცხადებით, კანონპროექტი როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, უკან გადადმული ნაბიჯია.

“ეს პრობლემებს შექმნის საკუთრების უფლების რეალიზაციის ფარგლებში, ვერ მოხდება მესაკუთრის უფლების დაცვის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს და მესაკუთრეს”, – აცხადებს იოსებ ბაღათურია.

კანონპროექტი ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებულია. კანონის მიღების შემდეგ საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი გაუქმდება და ამის განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობითა და თანხმობით იქნება შესაძლებელი.