შეთავსებითი სამუშაოს შეზღუდვა

green_jobsშეთავსებითი სამუშაოს შეზღუდვა

ზოგადი წესის მიხედვით, პირი უფლებამოსილია ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს  სხვა ანაზღაურებადი სამუშაო შეასრულოს, თუმცა  დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს. ასეთი შეზღუდვის დაწესება შესაძლებელია თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:

ა) შეთავსებით სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს დასაქმებულის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას

ან/და

ბ) პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

სხვა საფუძვლით შეთავსებითი სამუშაოს შეზღუდვა დაუშვებელია.