რა არის ნარდობის ხელშეკრულება?

Business man hand signing on document at deskრა არის ნარდობის ხელშეკრულება? 

ნარდობის ხელშეკრულების მხარეები – მენარდე და შემკვეთი, შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

ნარდობის ხელშეკრულების საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს:

ა) ნივთების შექმნა- (მაგ: სახლის აშენება, ტანსაცმლის დამზადება, საჭმლის დამზადება და ა.შ.);

ბ) არამატერიალურ-ქონებრივი სიკეთის შექმნა ( მაგ: კომპიუტერული პროგრამის შექმნა);

გ) ნივთების შეცვა/აღდგენა- (მაგ: რემონტი, შეკეთება, გადაკეთება, შეცვლა და ა.შ.)

დ) სხვა ნებისმიერი ტიპის სამუშაო, რომელსაც გააჩნია შედეგი.

ნარდოობის ხელშეკრულებისას მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. მენარდე სამუშაოს ასრულებს, პირადად და საკუთარი რისკით.

მაგ: მენარდე არ არის ვალდებული გაითვალისწინოს შემკვეთის მითითება, რომ გარკვეული მასალა იყიდოს კონკრეტულ ადგილას, თუ იგივე ხარისხისა და თვისებების მქონე მასალის ყიდვა მენარდეს შეუძლია სხვაგან. შემკვეთს არ შეუძლია მიუთითოს მენარდეს, რომელ საათებში ჯობია იმუშაოს.

ნარდოობის ხელშეკრულება შეიძლება მიზნად ისახავადეს რთული სამუშაოების შესრულებას.

მაგ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას. რთული სამუშაოების შესრულებისას ნარდობის ხელშეკრულებას თან ერთვის სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია(ნარდობის საგნის ტექნიკური დახასიათება), გარდა ამისა ხელშეკრულების ფასის განსაზღვირსათვის საჭიროა სპეციალური დოკუმენტის-ხარჯთაღირცხვის შედგენა.