რა არის უნაღდო ანგარიშსწორება?

Online-Paymentუნაღდო ანგარიშსწორება

თუ მოვალე კრედიტორის მიმართ ფულად ვალდებულებას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მაშინ აღნიშნული ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს ბანკის მეშვეობით.

იურიდიული და ფიზიკური პირები უფლებამოსილნი არიან ბანკში გახსნან საანგარიშსწორებო ანგარიში და მასზე შეიტანონ ფულადი თანხები, ხოლო ამ ანგარიშიდან, მის მფლობელს შეუძლია განახორციელოს ფულადი გადახდები სხვადასხვა დანიშნულებით.

ანგარიშის გასახსნელად დაინტერესებული პირი (შემდგომში კლიენტი) დებს სპეციალურ ხელშეკრულება ბანკთან (საანგარიშსწორებო ხელშეკრულება).

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ბანკი ინახავს კლიენტის ფულად სახსრებს, რიცხავს მათ ანგარიშზე შემოსულ თანხებს, ასრულებს ანგარიშის მფლობელთა საგადახადო განკარგულებებს და სხვა ოპერაციებს.

საბანკო ოპერაციების ობიექტი ყველა შემთხვევაში არის უნაღო ფულადი სახსრები (შეიძლება უცხოურ ვალუტაშიც), რაც ნიშნავს, რომ ფიზიკურად ფული არ ჩანს.

ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხები ბანკს შეუძლია თავისი მიზნებისათვის გამოიყენოს, თუმცა ამავდროულად ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტისთვის თავის ანგარიშზე არსებული სახსრების შეუფერხებელი განკარგვის შესაძლებლობა. ერთადერთი შემთხვევა, როცა ბანკი უფლებამოსილია არ შეასრულოს კლიენტის მითითება სახსრების განკარგვის თაობაზე დაკავშირებულია ანგარიშის დაყადაღებასთან.

ანგარიშისწორების შესახებ ხელშეკრულება სასყიდლიანია, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრება მხარეთა პასუხისმგებლობის საფუძვლები ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის.

უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები:

1. საგადასახადო დავალება.

2. აკრედიტივი.

3. საინკასო დავალება

4. საჩეკო ანგარიშსწორება.

საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მხოლოდ მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

მაგ: თაღლითების ჯგუფმა გააყალბა სადებეტო ბარათი და კლიენტის ანგარიშიდან ჩამოჭრა თანხები, ასეთ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია კლიენტს დაუბრუნოს ფულადი სახსრები.

ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, როცა ფულადი თანხების ჩამოწერა ანგარიშიდან ხორციელდება მფლობელის ნებართვის გარეშე. აღნიშნული ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ანგარიშის მფლობელისა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებულია აღნიშნულის შესაძლებლობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ ბანკისთვის შეტყობინება, რომ მესამე პირი უფლებამოსილია მიიღოს ფულადი თანხა გარკვეულ სიტუაციაში.

საგადახდო დავალების გაუქმება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელია, სანამ დასრულდება გადარიცხვის პროცესი. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშზე უნდა დაბრუნდეს განსაკარგი ფულადი თანხა.

თუ გადარიცხვა უკვე განხორციელდა, მაშინ ბანკი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ანგარიშის მფლობელს, რომ იგი ვერ გააუქმებს საგადასხაადო დავალებას, რადგან გადარიცხვის პროცესი დასრულებულია. კომერციული ბანკებს გააჩნიათ კლიენთა პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულება, მათ შეუძლია ასეთი ინფორმაციის გაცემა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში. (აღნიშნულ საკითხს არეგულირებს კომერციული ბანკების შესახებ კანონი).

აღნიშნული ვალდებულება ძალაში, კლიენტთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.