მარკეტინგის კურსები
BLH-ის ციფრული მარკეტინგის კურსები განკუთვნილია, როგორც მოქმედი მარკეტინგის მენეჯერებისათვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ამ სფეროში პრაქტიკული ცოდნის მიღება.
რატომ BLH-ის სარეკლამო კურსები?
- ფიზიკური შეხვედრები – ჩვენი სარეკლამო კურსები ტარდება მხოლოდ ფიზიკურ გარემოში, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ ინტერაქციას.
- პრაქტიკული მუშაობა – მარკეტინგული კურსების საფუძველია რეალურ კლიენტებსა და პროექტებზე მუშაობა.
- გარანტირებული სტაჟირება მარკეტინგულ სააგენტოში – ჩვენი კურსები მოიცავს სტაჟირების ელემენტს, თქვენ რამდენიმე კვირის გახდებით ჩვენი სააგენტოს სტაჟიორი.
- პორტფოლიოს შექმნა – კურსის ფარგლებში თქვენ საშუალება გექნებათ შექმნათ სამუშაო პორტფოლიო.
- სერთიფიკატი – თითოეულ ჩვენს კურსზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
ჩვენი გამოცდილება:
კომპანია BLH 2014 წლიდან ახორციელებს სრული სპექტრის მარკეტინგულ მომსახურებას, რაც მოიცავს:
- სოციალური მედიის მართვა
- SEO ოპტიმიზაცია
- იმეილ მარკეტინგი
- მარკეტინგული სტრატეგია & დაგეგმარება
- საიტების დამზადება
- აპლიკაციების შექმნა
ციფრული მარკეტინგის კურსები
ციფრული მარკეტინგის ბაზარი მზარდია, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ამავდროულად არსებობს კადრების დეფიციტი ამ მიმართულებით.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ განვახორციელოთ სხვადასხვა კურსი, რომლის მიზანია ჩვენი პრაქტიკული ცოდნა გადავცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ და სურთ ამ სფეროში მოღვაწეობა ან შესაბამისი უნარების გამომუშავება.
რას მოიცავს ჩვენი ციფრული მარკეტინგის კურსები:
- კურსები სოციალურ მედიაში
- ვორდპრესის შემსწავლელი კურსები
- ფეისბუქის ადმინისტრირების კურსები
- იმეილ მარკეტინგის კურსი
თეორიული საკითხების გარდა, ჩვენ გთავაზობთ რეალურ პრაქტიკულ ელემენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო სიღრიმისეულად შეისწავლოთ თითოეული საკითხი და დაეუფლოთ რეალურ თვისებებს, რომლებსაც გამოიყენებთ საკუთარ საქმიანობაში.
კურსის ფარგლებში მოგეცემათ დავალებები, რომელთა საფუძველზეც შეფასდება თქვენი პროგრესი და გაიცემა სერთიფიკატი.
დეტალური ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ მეილზე – info@blh.ge ან დაგვიკავშირდით 577 97 47 17
სოციალური მედიის კურსები
კომპანია BLH-ის სოციალური მედიის კურსები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ჩამოყალიბდეს პროფესიონალ კადრად და მიიღოს რეალური ცოდნა სოციალურ მედია მარკეტინგში.
მომვრავდა კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა თემატიკის მქონე მარკეტინგულ ტრეინინგებსა და კურსებს.
ხშირად, ასეთი კურსები არ იძლევა საშუალებას მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, ისინი გვაგონებენ უნივერსიტეტის ლექციებს – სიტყვები მოფრინავს და მიფრინავს.
რას გულისხმობს ჩვენი სოციალური მედიის კურსი?
კომპანია BLH 2014 წლიდან საქმიანობს ციფრული მარკეტინგის სფეროში, ჩვენი თითოეული მარკეტინგული სერვისი მრავალწლიან პრაქტიკას და საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება.
ამ ეტაპზე ჩვენ უარი ვთქვით მასობრივი ტრეინინგების ჩატარებაზე, ნაცვლად ამისა, ვახორციელებთ ინდივიდუალურ კურებს სოციალური მედიის მიმართულებით.
კურსზე, რომლის ხანგრძლივობა 1 თვეა, მიღება ხდება კანდიდატის რეზიუმესა და გასაუბრების საფუძველზე.
რა სარგებელს მიიღებთ?
თქვენ 1 თვის განმავლობაში გახდებით ჩვენი გუნდის წევრი, მიიღებთ მონაწილეობას რეალური კლიენტების მომსახურების პროცესში, დახვეწავთ სოციალური მედია მარკეტინგისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
ვისთვის არის განკუთვნილი?
ჩვენი კურსები განკუთვნილია მარკეტინგის მენეჯერებისთვის,რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ პრაქტიკული ცოდნა სოციალური მედია მარკეტინგის სფეროში, ასევე დამწყები მარკეტერებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ სფეროში.
გრაფიკი: გრაფიკი განისაზღვრება ინივიდუალურად, 1 თვის განმავლობაში, კვირაში 2 დღე.
სარეკლამო კურსის ღირებულება: 800 ლარი
მსგავსი სტატია: სოციალური მედიის მართვა