როგორ კეთდება ეფექტური რეკლამა?
კომერციული რეკლამები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ყოველ დღე, ჩვენ ძირითადად ვხვდებით უინტერესო, ცრუ და უარსო რეკლამებს. მხოლოდ რეკლამათა 5% წარმოადგენს კომერციულად ეფექტიანი რეკლამის ნიმუშს.
და მაინც, როგორ კეთდება ეფექტური რეკლამა ? წარმოგიდგენთ რეკლამათა სამ კატეგორიას, რომელიც ხიბლავს ადამიანებს:
1. ჭკვიანური რეკლამა
ბევრი მხიარული რეკლამა გვინახავს, თუმცა რეკლამის მიზანია მოწონების გარდა შეასრულოს რეკლამის მთავარი ფუნქცია- მოიზიდოს კლიენტები, რასაც ასეთი მხიარული რეკლამების უმეტესობა ვერ ახერხებს.
შეგვიძლია გამოვყოთ ე.წ. ჭკვიანური რეკლამები, რომლებიც ერთი მხრივ იზიდავენ ადამიანების ყურადღებას და მეორე მხრივ გადასცემენ კომერციულ გზავნილს.
ჭკვიანური რეკლამის მაგალითი:
2. ღრმა აზრის მქონე
ადამიანები ცნობისმოყვარენი არიან, მათ აინტერესებთ ახალი იდეებისა და კონცეფციების გაცნობა, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც განაპირობებს ფიქრს, იმაზე რისიც გვჯერა. თუ თქვენი რეკლამის უკან არ დგას აზრი, რომელიც დააფიქრებს ადამიანებს, მაშინ იგი ვერ მოახდენს ძლიერ კომერციულ ეფექტს.
მაგალითი:
3. დადებითი ემოციების აღმძვრელი
„ადამიანები დაივიწყებენ თქვენს ნათქვამს, ადამიანები დაივიწყებენ თქვენს საქციელს, თუმცა მათ ყოველთვის ემახსოვრებათ თქვენგან მიღებული გრძნობები“ (Maya Angelou).
იგივე ითქმის რეკლამაზეც, თუ თქვენი რეკლამის არსი შეძლებს ადამიანთა ემოციების აღძვრას, თქვენი რეკლამა წარმატებული იქნება.
მაგალითი: