როგორ ავიცილოთ ბრენდის სახელის გატეხვა?

images

როგორ ავიცილოთ ბრენდის სახელის გატეხვა?

ბრენდის შექმნა შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ბრენდის შესაქმნელად, საჭიროა ისეთი პროდუქტის ან/და მომსახურების შექმნა, რაც მომხმარებელს დააინტერესებს და გაიტაცებს, ამავდროულად საჭიროა ისეთი ბრენდირებული ვიზუალის შექმნა, რომლის დანახვა მომხმარებლის მხრიდან დადებით ემოციას გამოიწვევს და გრძელვადიანად აღიბეჭდება მის გონებაში.

ბრენდის შექმნისგან განსხვავებით, მისი დაკარგვა გაცილებით მარტივია. წარმოგიდგენთ ბრენდის სახელის გატეხვის გამომწვევ გავრცელებულ მიზეზებს და რჩევებს, თუ როგორ ავიცილოთ ბრენდის შელახვა.

დაკავშირებული სტატია: ბრენდირების ხუთი ელემენტი.

branding-matters

 1.    საკუთარი ბრენდის ზედმეტი ქება

წარმოიდგინეთ ხართ წვეულებაზე და ხედავთ ბიჭი როგორ ეცნობა გოგოს: „მე ვარ უჭკვიანესი, საუკეთესოდ ჩაცმული და ყველაზე სიმპატიური ბიჭი ამ წვეულებაზე“  როგორი იქნება იმ გოგოს და თქვენი რეაქცია? უარყოფითი არა?

ანალოგიურის თქმა შეიძლება კომპანიაზე, რომელიც გამუდმებით უსვამს ხაზს, რომ საუკეთესოა, ყველაზე ინოვაციური და წამყვანია ბაზარზე. ამდენად ზედმეტი თავის ქება ნეგატიურ გავლენას იქონიებს ზოგადად ადამიანებზე და განსაკუთრებით პოტენციურ კლიენტებზე.

რჩევა: გააკეთეთ ისე, რომ თქვენზე თქვენმა კლიენტებმა ილაპარაკონ და შეგაფასონ, მაგ: თხოვეთ მომსახურების შეფასება, რომელსაც თქვენ ფეისბუკ ან ვებ გვერდზე განათავსებთ.

2. ზედმეტის დაპირება და საქმის არაჯეროვნად შესრულება

არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი კლიენტისათვის, როგორც რაიმეს დაპირება და შემდეგ ამ დანაპირების არ შესრულება. მაგ: თუ 24 საათიან მომსახურებას სთავაზობთ კლიენტს და საღამოს 8 საათზე ამთავრებთ მუშაობას. სთავაზობთ რეკლამაში ფასდაკლებას და რეალურად მოსული კლიენტი ხედავს იგივე ფასებს.

რჩევა: დაპირდით ნაკლები, გააკეთეთ მეტი. არ მოატყუოთ კლიენტი.

AdobeStock_83093898 [Converted]3.    კლიენტებთან ურთიერთობის ხარისხი

ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერის მომხმარებელი ვარ. მათი კლიენტთან ურთიერთობის სერვისი ერთი შეხედვით იდეალურია – ვრეკავ, მალევე მპასუხობენ, ზრდილობიანი და სასიამოვნო ხმის მქონე ადამიანები, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩემს კითხვაზე პასუხი არ აქვთ და შეიძლება 1 საათიც მამყოფონ ტელეფონზე ჩამოკიდებული, ელემენტარული საკითხის გარკვევის დროს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კი არასწორ პასუხს მცემენ, რაც საბოლოო ჯამში ჩემ გაბრაზებას იწვევს. შედეგად კი, ჩემი როგორც მოხმარებლის თვალში ამ კომპანიის ბრენდს ძალიან დაბალი შეფასება აქვს.

რჩევა: ყველაზე დიდი ყურადღება მიაქციეთ კლიენტებთან ურთიერთობას. თუ ვერ ქირაობთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომლებიც ყოველ დღე გასცემენ კლიენტების შეკითვებს პასუხს ტელეფონზე, შეცვალეთ კლიენტთან ურთიერთობის ფორმა- მაგ: ტელეფონი შეცვალეთ ელექტრონული ფოსტით.

20160309065812-shutterstock-236672323

 4.    სხვადასხვა  ბრენდის  შექმნა

ერთი ბრენდის ქონა კარგია, ორმოცი ბრენდის ქონა  უკეთესი?  ეს ასე არ არის.

რაც უფრო მეტი ბრენდი გაქვთ, უფრო ძნელია რომელიმე მათგანის წარმატებულად ქცევა.  რამდენიმე კურდღლის მადევარი საბოლოო ჯამში ვერც ერთს დაიჭერს.

რჩევა: საუკეთესოა ერთი ბრენდის ქონა, რომელიც იქცევა კომპანიის სახედ. შესაძლებელია კომპანიის ზრდასთან ერთად რამდენიმე ქვე-ბრენდის გაკეთებაც.

5.    სხვა ბრენდის შელახვის მცდელობა

როცა სხვა კომპანიის ბრენდზე ახორციელებთ შეტევას, ამით უფრო ძლიერს ხდით მას. მაგ: პეპსის რეკლამები ხშირად კოკა-კოლას წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ამით ხშირ შემთხვევაში კოკა-კოლას ზიანის მაგივრად სარგებელი მოაქვს, უფასო რეკლამის სახით.

რჩევა: არასდროს ახსენოთ კონკურენტი ბრენდის სახელი ან არ მიანიშნოთ პირდაპირ მის შესახებ თქვენს რეკლამაში.

6. CEO-ს გამოყენება ბრენდის სახედ

აღმასრულებელი ხელმძღვანელის გამოყენება ბრენდის სახედ ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანი სტრატეგიაა.

როდესაც აღმასრულებელი დირექტორი უინტერესო და არაფოტოგენურია, მისი ჰაბიტუსი და უინტერესო ბუნება ბრენდზეც ნეგატიურად აისახება.

ხოლო, როდესაც იგი ისეთივე ქარიზმატული, მომხიბვლელი და საინტერესო ადამიანია, როგორც სტივ ჯობსი. ამ შემთხვევაში, მისი წასვლისთანავე ბრენდს სერიოზული დარტყმა ხვდება.

რჩევა: თქვენ ბრენდი უნდა ეფუძნებოდეს კლიენტთა გამოცდილებას და არა კონკრეტულ პერსონებს.

shutterstock_228901486

გსურთ მიიღოთ ბრენდირების მომსახურება პროფესიონალებისგან?

კომპანია BLH-ის დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა ბრენდის შექმნისა და მათი ცნობადობის ზრდის კუთხით. (იხ. ჩვენი ბრენდირების მომსახურება) ჩვენ წარმატებით ვემსახურებით სხვადასხვა ბიზნესს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, ლოჯისტიკა, განათლება და სხვა (იხჩვენი კლიენტების გვერდი).

თუ გსურთ პროფესიონალებს მიანდოთ თქვენ ბრენდირების საკითხები, დაგვიკავშირდით ჩვენ, ნებისმიერ დროს, როგორც მობილური ტელეფონის, ისე ელ. ფოსტის საშუალებით.

1

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub