ბანერის დამზადება

ბანერის დამზადება

კომპანია BLH გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის და ხარისხის ბანერის დამზადებას. 

ბანერები ძალიან პოპულარული და ეფექტური სარეკლამო საშუალებაა საქართველოში, იგი გამოიყენება, როგორც ცალკეულ საიტებზე განსათავსებლად, ასევე სხვადასხვა სარეკლამო მიზნებისთვის.

ბანერის დამზადება

 

რატომაა ეფექტური ბანერების დამზადება ?

ბანერები საკმაოდ იაფი ჯდება, ხოლო მათი გამოყენება მაქსიმალური შედეგის მიღების საშუალებას იძლევა, მათ შორის პროდუქციისა და მომსახურების რეკლამირებისას.

ბანერები ასევე ეფექტურად გამოიყენება ბრენდირებისთვის და ინტერნეტ რეკლამირებისთვის.

ბანერის შექმნა და განთავსება

ბანერის შექმნა მარტივი საქმე როდია, მნიშვნელოვანია თითოეული ელემენტის სწორედ შერჩევა და შეხამება.

ბანერის დიზაინი 

ბანერის დიზაინი მაქსიმალურად მიმზიდველი უნდა იყოს, მასში გამოიყენება კორპორატიული ფერები, ლოგო და სარეკლამო შინარსის მქონე დეტალები.

მნიშვნელოვანია არ იყოს ბანერის დიზაინი გადატვირთული და ასრულებდეს იმ მიზანს, რომელიც მის წინაშე არის დასმული, მაგალითად: მომხმარებელთა საიტზე გადაყვანა, ბრენდის პოპულარიზაცია და ა.შ.

ტექსტური მასალა

ტექსტი უნდა იყოს მოკლე, გასაგები და მხოლოდ იმ მესიჯის მატარებელი, რა მიზანსაც ემსახურება ბანერი. ზედმეტი სიტყვები და ფრაზები ნეგატიურად აისახება ბანერის ეფექტურობაზე.

მნიშვნელოვანია ტექსტის ფონტი და ფერებიც, რადგან სწორედ ეს ელემენტები ახდენდნ ზეგავლენას მომხარებლებზე, იქამდე, სანამ ისინი გაეცნობიან თავად ტექსტს.

ანიმაციური ბანერის დამზადება

დინამიკა უფრო მეტად იზიდავს თვალს, ვიდრე უბრალო სტატიკური სურათი, ამიტომაც ანიმაციური ბანერები, როგორც წესი ბევრად უფრო ეფექტური შედეგის მომტანია, ვიდრე უბრალო ფოტო-ბანერები.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, 15 წამამდე ანიმაცია ყველაზე კარგად წარმოაჩენს თქვენ სარეკლამო იდეას.

ანიმაციური ბანერების გამოყენება ასევე შესაძლებელია, როგორც ვებ-საიტზე, ისე ფეისბუქ გვერდის ქოვერზე განსათავსებლად.

ფსიქოლოგიური ელემენტები

ფერები, ობიექტების განლაგება, ფასების ჩვენება და სხვა, ამ ყველაფრის განხორციელებისას ფსიქოლოგიური ხრიკების გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურს ხდის თქვენ სარეკლამო ბანერს.

მაგალითად: წითელ ფერში ფასის ჩვენება, ზრდის მამაკაცი მომხმარებელზე გაყიდვებს 20%-ით.

გსურთ ბანერების შექმნა? დაგვიკავშირდით ახლავე.

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub