Forum Replies Created

Viewing 10 posts - 281 through 290 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: ქირავნობა/იჯარა #29099
    BLH
    Keymaster

    დამქირავებელი & მოსარგებლის გამიჯვნა

     

    (სუსგ. N-3/678-01)

     

    ფაქტობრივი გარემოებები: სახლი პირადი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ზე. აღნიშნულ სახლის ნაწილში მდგმურის უფლებით შესახლდა . მეუღლესთან ერთად. რამდენიმე წლის შემდეგ ფაქტობრივად შეისყიდა აღნიშნული ბინის ნაწილი. მხარეებს შორის ვერ გაფორმდა ბინის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ნაგებობა დაკანონებული არ იყო. სახლს გაუკეთა რეკონსტრუქცია.

     

    შემდგომში მემკვიდრემ ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნული ბინა და მანვე სარჩელი შეიტანა სასამართლოში ოჯახის ბინიდან გამოსახლებისა და ქირის დაკისრების შესახებ.

     

    უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება:

     

    სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ერთი და იგივე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. მოცემულ შემთხვევაში «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” 1998 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონი სამოქალაქო კოდექსთან მიმართებაში სპეციალური და ახალი კანონია. ამ კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა), მაშინ ასეთი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

     

    ამრიგად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საცხოვრებელი სადგომის დათმობის ურთიერთობა მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა არ არის.

     

    დიდი პალატა თვლის, რომ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მფლობელისა და მესაკუთრის უფლება-მოვალეობებს. მოსარგებლეთა მიერ მათ სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებულ საცხოვრებელ სადგომებზე განხორციელებულ მიშენება-დაშენებასთან, ასევე, მათი სახსრებით შესრულებულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით წამოჭრილი სამოქალაქო დავები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლების, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების და მიწის შესახებ კანონმდებლობის დაცვით, სამუშაოების წარმოების დროისათვის მოქმედი იმ ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, რომლებიც არეგულირებდა მშენებლობისა და მიშენება-დაშენების საკითხებს. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული საქმის თავისებურებების გათვალისწინებით.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29039
    BLH
    Keymaster

    ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება

    (N-ას-678-638-2012)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც, მისი განმარტებით, ადასტურებს ვალდებულების შესრულებას წარმოადგენს ანგარიშფაქტურებს. ანგარიშფაქტურა თავისი სამართლებრივი ბუნებით იქნება საგადასახდო მიზნებისათვის და არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი. შესაბამისად, ანგარიშფაქტურა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ კანონით გათვალისწინებულ დოცუმენტს, ასევე, აღსანიშნავია, რომ ანგარიშფაქტურის ორივე მხარეს ერთი და იმავე კომპანიის წარმომადგენლები აწერენ ხელს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამკვეთის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულების ფაქტი.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29037
    BLH
    Keymaster

    სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობა

     

     (N-ას-1353-1277-2012)

     

    აღნიშნულ საკითხზე, ძალიან ხშირად უშვებენ სასამართლოები შეცდომას, რაც ასახულია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემულ რეკომენდაციებში.

     

    მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ პირგასამტეხლოს ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით შემოსული საჩივრის განხილვისას, კანონით დადგენილი წესით არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი საბანკო გარანტიის პირობები.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. მან მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და შეფასებებზე მიუთითა, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ შემოწმებულ იქნეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება. ზემოაღნიშნული გარემოება კი, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საქმის უკან დაბრუნების საფუძველია.

     

    BLH
    Keymaster

    განსხვავება ნარდობისა და შრომის ხელშეკრულებებს შორის

     (უსგ. N-3-1352-02)

    საქმის მასალებით დადგენილია, რომ ..-სა და სს „…-შორის 2001. 12 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს შეადგენდა საკონსულტაციო მომსახურება, დანართის II ნაწილის მიხედვით კი კონსულტანტ ..- ევალებოდა ხრამჰესი 1 და 2-თან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე „…-ის მენეჯმენტის ყველა გონივრული მოთხოვნის განხორციელება.

    ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2002. 28 თებერვლამდე. ხელშეკრულების მე-8 მუხლით კომპანია უფლებამოსილი იყო ვადამდე შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება კონსულტანტისათვის ერთი კალენდარული თვით ადრე წერილობითი შეტყობინების მიცემის გზით, სადაც მიუთითებდა ვადამდე შეწყვეტის მიზეზს.

    სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეთა შორის დადებული გარიგება ნარდობის ხელშეკრულებად. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

    სკ 629- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. პალატა თვლის, რომ შრომის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. შრომის ხელშეკრულებით მუშაკი ვალდებულია, შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.

    პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ნარდობისაა, იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი, მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება, შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს), ის სამუშაოს ასრულებს შრომის შინაგანაწესის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში კონსულტანტი (ექსპერტი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას ექვემდებარება ადმინისტრაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში.შრომითი ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს მუშაკის შრომის შედეგი, ისევე როგორც ნარდობის ხელშეკრულების შემთხვევაში. მუშაკი ხშირად ასრულებს სამუშაოს პირადად და საკუთარი რისკით.

    BLH
    Keymaster

    ნარდობის საფასური

    (სუსგ. ას-648-616-2013)

    მიუხედავად იმისა, რომ ნარდობის ხელშეკრულება სასყიდლიანია, შეთანხმება ანაზღაურების თაობაზე არ მიეკუთვნება ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს.

    ამ პრეზუმფციაზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი, რომლის თანახმად ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.

    თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.

    ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ნარდობის ხელშეკრულება ანაზღაურებითაა მოსალოდნელი, ხოლო ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის და არც ტარიფები არ არსებობს, მაშინ მხედველობაში მიიღება ჩვეულებრივი ანაზღაურება.

    “ჩვეულებრივ ანაზღაურებაში” იგულისხმება სამუშაოს შესრულების ადგილას დამკვიდრებული ანალოგიური შესასრულებელ სამუშაოსათვის ანაზღაურება. კანონი არ შეიცავს ისეთ დანაწესს, რომელიც მხოლოდ ცალკეული პროცესუალური საშუალებით (მაგალითად, წერილობითი მტკიცებულებებით და სხვა) შესაძლებელი იქნება ამ ფაქტების დადასტურება, შესაბამისად, ამ ფაqტების დადასტურებისათვის მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენენ დასაშვებ მტკიცებულებას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ ანაზღაურებაზე, კონკრეტულ შემთხვევაში მოწმედ დაკითხული მენარდის (მოწმის) ჩვენება წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას.

    BLH
    Keymaster

    ნარდობით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების მტკიცებულება

    სუსგ. ას-323-307-2011

    “საგულისხმოა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656- მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღებაჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღებაჩაბარების ფორმაზე,მაგრამ მიღებაჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.”

    BLH
    Keymaster

    უძრავ ნივთთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფორმა

    (სუსგ № ას-215-520-04)

    სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ შპს საინვესტიციო სამშენებლო კომპანია „კ-სსა“ და თ. ც-ეს შორის 1998წ. 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, გამოეყო და პირად საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ტერიტორიაზე მშენებარე ინდივიდუალური მრავალბინიანი სამსადარბაზოიანი საცხოვრებელი სახლის მე-2 სადარბაზოში, მე-2 სართულზე ხუთოთახიანი ბინა № 18, რის საფასურად თ.ც-ეს კომპანიისათვის უნდა გადაეხადა 74400 აშშ დოლარი.

    2000წ. 10 თებერვალს შპს საინვესტიციო სამშენებლო კომპანია „კ-სმა“ ანალოგიური ხელშეკრულება გააფორმა ი.დ-თან იმ განსხვავებით, რომ ბინის ნომრად მითითებული იყო 3/2, ხოლო ღირებულებად 84000 აშშ დოლარი.

    სასამართლო პროცესზე მოდავე მხარეებმა დააზუსტეს სადავო ბინის ნომერი და მიუთითეს, რომ მისი მისამართია … ქ.თბილისში.

    სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ამ ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან დავა შეეხებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობას უძრავ ნივთთან დაკავშირებით, მაგრამ ხელშეკრულება არ იყო დამოწმებული ნოტარიულად, ანუ არ იყო დაცული ფორმა ხელშეკრულების დადების შესახებ, ამიტომ იგი ბათილი იყო და არ წარმოშობდა ბინის გადაცემის ვალდებულებას.

    სკ-ის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებით სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. სკ-ის 193-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე- ორე ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ნივთის მესაკუთრეც.

    ზემოთ აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ცხადია, რომ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებულია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან, ვინაიდან ამ უკანასკნელზე საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრავს არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებას.

    აქედან გამომდინარე, თუკი მიწის მესაკუთრე ამხანაგობაა ან სხვა პირია, შპს საამშენებლო კომპანია „კ-სი“ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის აგებით ვერ გახდება ვერც მიწის ნაკვეთის და ვერც ამ ნაწილის მესაკუთრე. მას ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება ექნება, შეასრულოს სამუშაო და შექმნას ნარდობის საგანი, საცხოვრებელი ბინა. ნარდობის ხელშეკრულება ვერ გახდება ნარდობის საგანზე მენარდის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. თუკი დადგინდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს საამშენებლო კომპანია „კ-სია“, მაშინ შეიძლება ადგილი ჰქონდეს უძრავი ქონების ნასყიდობას და გამოიყენება შესაბამისი წესები.

    აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკ-ის 623-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობისას გამოიყენება ნასყიდობის წესები, თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი — ბინა გვაროვნულ ნივთს არ წარმოადგენს, ამიტომ საცხოვრებელი სახლის აშენების ნარდობის ხელშეკრულება ყოველთვის არ საჭიროებს სანოტარო ფორმის დაცვას.

    BLH
    Keymaster

    განსხვავება ნარდობასა და ნასყიდობას შორის

    (სუსგ. №ას-409-1073-03)

    სკ-ს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. მენარდე ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. სამუშაო შეიძლება შესრულდეს, როგორც მენარდის, ისე შემკვეთის მასალითა და საშუალებით. სამუშაოს შესრულებისას მენარდის მასალით დამზადებულ ნაკეთობაზე, საჭირო ხდება, რომ ნარდობის ხელშეკრულება განვასხვაოთ ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან.

    თუ რომელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული, ნარდობისა თუ ნასყიდობის ამ საკითხის გადაწყვეტას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულების შესახებ ნორმები განსხვავდებიან იმ ნორმებისაგან, რომლებიც აწესრიგებენ ნასყიდობას. ეს განსხვავებები მდგომარეობს შემდეგში:

    პირველ რიგში ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, როგორც წესი, ინდივიდუალურად განსაზღვრული ნაკეთობის დამზადება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი კი უმრავლეს შემთხვევაში არის გვაროვნული ნივთი.

    გვაროვნული ნივთი ეს ისეთი ნივთებია, რომლებიც განისაზღვრებიან ზომით, წონით ან რაოდენობით. ასეთია რაოდენობრივად მასობრივი ნივთები: ფული, ფასიანი ქაღალდები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და სხვა.

    მეორე რიგში, ნარდობის ხელშეკრულების პირობები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია სამუშაოთა შესრულების პროცესში მხარეების ურთიერთობის განსაზღვრისაკენ, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითად შინაარს წარმოადგენს ხელშეკრულების საგნის გადაცემა მეორე მხარისათვის – მყიდველისათვის.

    ნარდობა მოიცავს არა მარტო სამუშაოს შედეგს, არამედ მის შესრულებასაც. ე.ი. ნარდობის სახელშეკრულებო მოწესრიგება მოიცავს სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობასაც. ნასყიდობაში კი ასეთი რამ არ არის, რამეთუ ხელშეკრულება განსაზღვრავს მხოლოდ სამუშაოს შედეგს (თვითონ ნივთის დამზადება მდებარეობს ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ). აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა, ასევე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სხვა პირობების განმარტება (ხელშეკრულების სახელწოდება, მხარეები, ანგარიშსწორების წესი, გადაცემა, ვისი მასალითა და საშუალებებით მზადდება ნივთი, მიწოდებული მასალის რაოდენობა არსებითია თუ არა და ა.შ.).

    მოცემულ საქმეზე მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებელი აშენებს მრავალსართულიან საკუთარ საცხოვრებელ სახლს …, მე-9 საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დამკვეთმა შეუკვეთა საცხოვრებელი ფართი ამ მშენებარე 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში. ე.ი. შემკვეთმა შეუკვეთა კონკრეტულ მისამართზე მდებარე მშენებარე სახლში, კონკრეტულ სართულზე მდებარე განსაზღვრული ფართის ბინები. სადავო ხელშეკრულებები მოიცავს სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობასაც, კერძოდ, ბინებს გაუკეთდებათ რკინის კარები, დამკვეთის სურვილისამებრ გაკეთდება შიდა ტიხრები, ბინაში გაიყვანენ ცენტრალურ დგარებს, სახლს დაუმონტაჟდება ლიფტი, შეილესება, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსი მოიცავს არა მარტო სამუშაოს შედეგს, არამედ მის შესრულებასაც. ასევე დადგენილია, რომ შემკვეთებმა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადეს შეთანხმებული თანხა, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთ გარემოებად, რომ სამუშაო შესრულდა შემკვეთის საშუალებებით.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის აღიარებულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობის — ნარდობის არსებობა და, შესაბამისად,გამოყენებულ უნდა იქნეს ნარდობის ხელშეკრულების შესახებ მომწესრიგებელი ნორმები. აღნიშნული ნორმები არ აწესებს ხელშეკრულების ფორმას, რის გამოც ნარდობის ხელშეკრვლების ფორმის საკითხი ექვემდებარება გარიგების ფორმის შესახებ საერთო ნორმებს. სკ-ს 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

    in reply to: შრომის სამართალი #28982
    BLH
    Keymaster

    ფილიალის ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის გათავისუფლება

    (სუსგ. ას-707-1080-06)

    სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საწარმოს ლიკვიდაციად  ვერ იქნება მიჩნეული საწარმოს ფილიალის ლიკვიდაცია, ვინაიდან ფილიალი არ არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, არამედ ის ამავე კანონის მე-16 მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საწარმოს განცალკევებულ ქვედანაყოფს, გარკვეული დამოუკიდებლობის მქონე მის შემადგენელ ნაწილს და მისი ლიკვიდაცია არ იწვევს საწარმოს საქმიანობის შეწყვეტას ანუ ლიკვიდაციას;

    სასამართლომ ჩათვალა, რადგან საწარმომ ფილიალების ლიკვიდაციისთანავე შემოიღო ახალი მენეჯმენტი და შექმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, მას ჰქონდა მოსარჩელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა; სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საწარმოს ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილ ახალ სტრუქტურულ ერთეულში … თანამდებობაზე ლიკვიდირებული ფილიალის მუშაკების დანიშვნისას არ გამოიკვლია მათთან შედარებით მოსარჩელეს გააჩნდა თუ არა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება; ამასთან, …. თანამდებობაზე მიღებული იქნა ახალი თანამშრომელი.

    in reply to: შრომის სამართალი #28977
    BLH
    Keymaster

    დამსაქმებლის ერთგულების ვალდებულება

    დასაქმებულის ერთგულების ვალდებულება გულისხმობს დასაქმებულის ვალდებულებას არ გამოიყენოს შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია სხვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. (იხ. სტატია სრულიად)

     

Viewing 10 posts - 281 through 290 (of 606 total)