Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterგადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
(განჩინება N-ას-1162-1091-2012 )
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორად დასადგენად საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები და სხვა მტკიცებულებები არ შეაფასა სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე არასწორად გამოიყენა სსკ-ის 251-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხელშეკრულების შინაარსის დადგენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მის ფორმალურ ნიშნებზე ყურადღების გამახვილება, ასევე მნიშვნელოვანია მხარეთა ნებისა და ფაქტობრივად არსებული უფლება-ვალდებულებების გამორკვევა-შეფასება. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 251-ე მუხლი და გადაავადა გადაწყვეტილების აღსრულება გონივრული ვადით მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები მხარის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს აღსრულების გადავადებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.
BLH
Keymaster@ReneDescartes said: განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი 1. ‘ა’-ს და მაღაზია ‘ტ’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რის თანახმადაც მაღაზიას დაეკისრა ვალდებულება გადაეცა ‘ა’-სთვის ტელევიზორი საკუთრებაში, მიეტანა მის საცხოვრებელ ადგილზე და მოეხდინა პროგრამული უზრუნველყოფა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 600 ლარს, საიდანაც 400 ლარი ტელევიზორის და ადგილზე მიტანის ღირებულება იყო, ხოლო 200 ლარი პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება. მაღაზიამ მართალია გადასცა ტელევიზორი ‘ა’-ს, მაგრამ არ მოახდინა მისი პროგრამული უზრუნველყოფა. იმის გამო, რომ ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ამ მაღაზიას შეეძლო, ‘ა’ განაცხადა, რომ მაინც ვერ გამოიყენებდა ტელევიზორს სათანადო პროგრამის არ ქონის გამო და მოითხოვა ხელშეკრულებისდან გასვლა და გადახდილი 600 ლარის დაბრუნება. კითხვა: 1. რა ტიპის ხელშეკრულება(ები) დაიდო? 2. განახორციელებს, თუ არა ‘ა’ თავის მოთხოვნას?
შერეული ხელშეკრულება დაიდო: ნასყიდობა და მომსახურება (ნარდობა), 340-ე, 405-ე და352-ე მუხლებიდან გამომდინარე ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოიშვა მთლიანად ხელშეკრულების მოშლის უფლება.
2. 3 სოლიდარულ მოვალეს ჰქონდათ ‘ბ’- წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. 2 მოვალის მიმართ ხალდაზმულობის ვადის გასვლის გამო ‘ბ’-მ მოთხოვნა დაიკმაყოფილა მხოლოდ მესამე მოვალისგან, რომლის მიმართაც არ იყო გასული ხანდაზმულობის ვადა. თავის მხრივ ამ მოვალემ, (‘ბ’-ს დაკმაყოფილების შემდეგ) წაუყენა მოთხოვნა დანარჩენ ორ მოვალეს. შეძლებს, თუ არა ის მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილებას.?
შეძლებს რა თქმა უნდა, რეგრესის წესით, სკ-ის 476-ე და 473-ე მუხლების საფუძველზე.
BLH
Keymasterმიწაზე ქონების გადასხადის განაკვეთი
მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის მიზნით მიწა დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
- ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები;
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
- ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა.
მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად:
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს მთავრობის მიერ განსაზღვრული საბაზისო განაკვეთის 150%-მდე ოდენობის ფარგლებში.
- ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე: ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს მთავრობის მიერ განსაზღვრული საბაზისო განაკვეთის 150%-მდე ოდენობის ფარგლებში.
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს საბაზისო განაკვეთის50-მდე ოდენობის ფარგლებში; საბაზისო განაკვეთია 0.24 ლარი.
- ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა: ერთ ჰექტარზე არა უმეტეს 3 ლარი საბაზისო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას ადგენს კოდექსი.
მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით. მიწის სხვადასხვა კატეგორეიბზე საბაზისო განაკვეთს, კოდექით დადგენილ ფარგლებში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. (იხ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №50 „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საბაზისო განაკვეთების ზღვრული ოდენობები მოცემულია სსკ-ს 204-ე მუხლში.
BLH
Keymasterსააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი
(სუსგ. ას-1579-1578-2011)
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 390-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ მათზე მითითებით შემოიფარგლა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ, თუმცა, ამგვარი დასაბუთებით არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, ეს შეფასებები და დასკვნები შეიძლება, არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე მითითებით. სასამართლო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
ანალოგიურია საქმე N-ას-656-617-2012
BLH
Keymasterქონების გადასახადის განაკვეთი ფიზიკური პირებისათვის
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;
დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.
შემოსავლებში არ შეიტანება:
ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
გ) საგადასხადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ე) საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ(1)“ და „ბ(2)“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;
საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
BLH
Keymasterქონებაზე გადასახადის განაკვეთი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის
საწარმო/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.
ამ ოდენობის ფარგლებში ზუსტ განაკვეთს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობა.
დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება. საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით.
მაგ: საწარმო დარეგისტრირდა 2015 წლის 10 სექტემბერს. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენდა 100.000 ლარს, ხოლო ცვეთა შეადგენდა 20.000 ლარს.
2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენდა 200.000 ლარს, ხოლო ცვეთა შეადგენდა 40.000 ლარს.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქონების გადასახადი განისაზღვრა 1%-ის ოდენობით.
2016 წლის ქონების გადასხადის გამოთვლა: (100.000-20.000) + (200.000-40.000)/ 2 * 1%= 1.200 ლარი.
BLH
Keymasterუძრავ ნივთის შეტანა საწარმოს კაპიტალში
(სუსგ. N-ას-333-318-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, უძრავი ქონების სპს-ს საწესდებო კაპიტალში შეტანის ფაქტი დადგენილად მიიჩნია ინდივიდუალური აუდიტის მიერ საწესდებო კაპიტალში არაფულად შენატანად განსაზღვრული ქონების შეფასების აქტის, გასული წლების საზოგადოების ქონებრივი დეკლარაციებისა და საზოგადოების ყოფილი ბუღალტრის ჩვენების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 183-ე მუხლი კატეგორიულად ადგენს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა მეშვეობითაც უნდა დადასტურდეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენა. ასეთი მტკიცებულებებია წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სამოქალაქო კანონმდებლობა უძრავი ქონების შეძენის სხვა წესს არ იცნობს. მეწარმის მიერ საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შესატანად და მასზე საკუთრების უფლების შესაძენად რაიმე განსხვავებულ წესს არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, შეუძლებელია, საკუთრების გადასვლა ერთი პირიდან მეორეზე განხორციელდეს რაიმე სხვა წესით, გარდა სკ-ის 183-ე მუხლით დადგენილი წესისა.
BLH
Keymasterვალის არსებობის აღიარება
(სუს. განჩინება N-ას-413-391-2012)
სააპელაცო სასამართლომ მხარეთა მიერ შედგენილი ხელწერილი სკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად არასწორად შეაფასა. როგორც თვით მოსარჩელე მხარის განმარტებით დასტურდება, ხელწერილით განისაზღვრა მხარეთა შორის უკვე არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე და სამომავლოდ შესასრულებელი ვალდებულების ფარგლები.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და ამ გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია, ადრე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მიღება წინა ვალდებულების შინაარსის გათვალისწინებით, ასეთი აღიარება კაუზალურ აღიარებას წარმოადგენს და იგი თვისობრივად განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული აბსტრაქტული აღიარებისაგან. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 412-ე მუხლით, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
BLH
Keymasterაქციებს შეიძლება ჰქონდეთ შედეგი (ხმის) უფლებები
1. შეზღუდული- შეზღუდული ხმის უფლების შემთხვევაში აქციონერს, ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით, ხმის უფლება ეზღუდება (restricted voting rights).
2. ნაწილობრივი- ნაწილობრივი ხმის უფლება (farctional voting rights) მხოლოდ სრული ხმის ნაწილია, მაგალითად, ერთი აქციიდან მხოლოდ ნახევარი ხმა გამომდინარეობს
3. მრავალჯერადი- მრავალჯერადი ხმის უფლების მქონე აქცია (multiple voting rights) მაგ: ერთ აქციას აქვს ორი ხმის უფლება.
4. პირობითი- პირობითი უფლების მაგალითია აქცია, რომლის მესაკუთრეს ხმის უფლება გარკვეული გარემოებების წარმოშობას უკავშირდება. მაგ.; აქციონერს ხმის უფლება აღუდგეს, თუ კორპორაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დივიდენდს არ გასცემს.
ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას.
BLH
Keymasterსააქციო კაპიტალის სტრუქტურა
მ.შ.კ-ის მიხედვით სააქციო კაპიტალის სტრუქტურა შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
- განცხადებული აქციები– აქციათა განცხადება გულისხმობს საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტში აქციების სახეობებისა და აქციათა დასაშვები საერთო ოდენობის აღწერას (authorized shares).
- გამოშვებული აქციები– გამოშვების ეტაპზე ეტაპზე აქცია იქმნება, როგორც საკუთრებისა და ფლობის ობიექტი, მიუხედვად იმისა, არის თუ არა იგი კონკრეტული აქციონერის საკუთრებაში (authorized and issued shares).
- განთავსებული აქციები– აქციონერისათვის აქციების გადაცემით (განთავსებით) ისინი უკვე გაცემულ აქციებად გარდაიქმნება (authorized, issued and outsanding shares).
ნებადართული (დასაშვები) აქციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სს-ის საერთო კრება (მ.შ.კ. 59.3). ნებადართული აქციების მაქსიმალური რაოდენობა და კლასი უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში.
ნებადართული აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აქციების რაოდენობასა და სახეობებს (კლასებს). გადაწყვეტილება ასევე შეიძლება შეიცავდეს აქციების განთავსების ვადებს, მინიმალურ ფასს და სხვა დამატებით პირობებს.
აქციათა განთავსებას ახორციელებს გამგეობა (დირექტორი) (ან სხვა უფლებამოსილი პირი ან ორგანო) (მ.შ.კ 59.6.)
საერთო კრების გადაწყვეტილება შესაძლოა ასევე განსაზღვრავდეს, რომ დადგენილი პირობებით აქციების განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი აქციები უქმდება და ნებადართული აქციების რაოდენობის შესაბამისად მცირდება.საზოგადოების დირექტორი ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საზოგადოების წესდებაში, საერთო კრების გადაწყვეტილება საჭირო არ არის (მ.შ.კ. 59.7).
პრაქტიკაში, როგორც წესი, განცხადებული სააქციო კაპიტალის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება, აქციების გამოშვება კი დირექტორთა ბორდის გამგებლობაშია (ზოგჯერ გამოშვებისთვის საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობაც).
-
AuthorPosts
