Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantგვაროვნული ნივთის სპეციფიკიდან გამომდინარე იმ პირზეა საუბარი, ვინც მიიღო შესრულება ჩუქების დაპირებიდან გამომდინარე..
იმაზე ვთანხმდებით, რომ მაგ მუხლში მთავარი არის ის, რომ განვსაზღვროთ გამდიდრებული პირი, რომელიც გამდიდრდა მესაკუთრის ხარჯზე. ეს გამდიდრებული პირი ჩუქების დაპირების შემთხვევაში შესრულების (მესაკუთრის გვაროვნული ნივთით) არის არაუფლებამოსილი პირი, რომელიც განკარგავს სხვის ქონებას.. დანარჩენ შემთხვევაში, რასაც არეგულირებს ეს მუხლი უსაფუძვლოდ გამდიდრებული იქნება დასაჩუქრებული..
ივერიელი
Participantაქ მთავარია იმის გარკვევა ვინ გამდიდრდა, რადგან უსაფუძვლო გამდიდრებასთან გვაქვს საქმე. ასევე გვაროვნული ნივთის სპეციფიკაც უნდა გავითვალისწინოთ.. ზოგადად გვაროვნული ნივთის გადაცემა პირისათვის იწვევს მის გამდიდრებას, ანუ გვაქვს ფიქცია, რომ პირი, როცა უსაფუძვლოდ ღებულობს გვაროვნულ ნივთს და დაბრუნების საკითხი დგას დღის წესრიგში, ბრუნდება იმავე რაოდენობის/მოცულობის გვაროვნული ნივთი და არ არის აუცილებელი დაბრუნდეს მაინდამინაც ის გვაროვნული ნივთი, რომელიც გადაეცა ამ პირს.
მაგ: “ა” და “ბ”-მ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც “ა”-მ მიაწოდა “ბ”-ს 100 ტონა კარტოფილი. აღნიშნული ხელშეკრულება მოგვიანებით გაბათილდა (ნებისმიერი მიზეზით). ამ შემთხვევაში “ა”-ს ექნება “ბ”-სგან 100 ტონა კარტოფილის მოთხოვნის უფლება, უსაფუძვლოდ გამდიდრების საფუძვლით (976-ე მუხლი), ანუ ითვლება, რომ “ბ”-მ შეიძინა საკუთრების უფლება ამ 100 ტონა კარტოფილზე (უსაფუძვლოდ გამდიდრდა), როცა “ა”-მ მას გადასცა ეს საქონელი, შესაბამისად თუ “ბ” ვთქვათ “გ”-ს აჩუქებდა ამ 100 ტონა კარტოფილს, ეს იქნებოდა ნამდვილი ხელშეკრულება, რადგან იგი განკარგავდა თავის საკუთრებაში არსებულ საქონელს.
ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავაანალიზოთ თხოვება და სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.. ასევე ვინდიკაციისა და 976-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები (ცალკე ინდ. ნივთსა და ცალკე გვაროვნულ ნივთან დაკავშირებით) კონტაჰენტებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში.
ივერიელი
Participantგასაგებია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ ნივთზე არაუფლებამოსილი პირი განკარგავს სხვის მოძრავ ნივთს უსასყიდლოდ, მაშინ ასეთი განკარგვა ბათილია, თუმცა, როცა საქმე ეხება გვაროვულ ნივთს, აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე და სხვა ლოგიკა დევს.
ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე, როცა “ა” ჩუქების დაპირებიდან გამომდინარე ვალდებულია გადასცეს “ბ”-ს გვაროვნული ნივთი.. მან აღნიშნული განახორციელა და გადასცა მას “გ”-ს გვაროვნული ნივთი. 990-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ვინ გამდიდრდა? ამ მოსაზრების მიხედვით, რომელზეც დავწერე ზემოთ გამდირდა “ა”, რადგან მან თავისი ვალდებულების შესრულების დროს დაზოგა თავისი ქონება “გ”-ს ქონების ხარჯზე, ხოლო “ბ” არ გამდიდრებულა, რადგან იგი ისედაც უფლებამოსილი იყო მიეღო აღნიშნული შესრულება ნებისმიერ შემთხვევაში (ვიყენებთ სკ-ის 382-ე მუხლს).
ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, რომ გვქონდეს, მაშინ “გ”-ს ექნებოდა “ბ”-სგან ამ ნივთის დაბრუნების უფლება, მაგრამ ვინაიდან სახეზეა გვაროვნული ნივთი, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არაერთი გვაქვს, “გ” უფლებამოსილია მოითხოვოს არა თავისი ვთქვათ 100 ტონა ყურძენი, არამედ იმავე ჯიშისა და ხარისხის 100 ტონა ყურძენი იმ პირისაგან, რომელიც გამდიდრდა და ეს პირი ამ შემთხვევაში იქნება არა “ბ”, არამედ “ა”..
ივერიელი
Participantჩუქების დროს მდიდრდება დასაჩუქრებული და ჩუქების დაპირებისას გვაროვნული ნივთის გადაცემის დროს მდიდრდება ჩუქების დამპირებელი, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაირკვევს ჩუქების თუ ჩუქების დაპირების ფარგლებში ხდება გვაროვნული ნივთის გადაცემა.
ივერიელი
Participantსამოქალაქო კოდექსის 990-ე მუხლის პირველი ნაწილი
“1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.”
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე არაუფლებამოსილი პირის ქმედება გულისხმობს ნივთის გაჩუქებას ან ჩუქების დაპირებით გამოწვეული პირადი ვალდებულების სხვისი ქონებით შესრულებას.
არის მოსაზრება, რომ თუ პირი თავისი ვალდებულების (ჩუქების დაპირება) შესასრულებლად გადასცემს მესამე პირს გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულ ქონებას, რომლის გასხვისების უფლებაც მას არ ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია, დაუბრუნოს ამ ნივთზე უფლებამოსილ პირს ის სარგებელი, რომელიც მან უსაფუძვლოდ მიიღო სხვისი ქონების მესამე პირისათვის გადაცემის ხარჯზე, ხოლო ის პირი, რომელმაც მიიღო შესრულება არ ითვლება უსაფუძვლოდ გამდიდრებულად.
მაგ: “ა”-ს ჩუქების დაპირების ხელშეკრულებით უნდა გადაეცა “ბ”-სთვის 100 ტონა ყურძენი. “ა” შეიპარა “გ”-ს ვენახში, დაკრიფა ყურძენი, რომელიც გადასცა “ბ”-ს. ამ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებული არის “ა”, რადგან მან თავისი ვალდებულება შეასულა “გ”-ს ხარჯზე და შესაბამისად დაზოგა თავისი ქონება “გ”-ს ხარჯზე, ხოლო “ბ” არ არის გამდიდრებული, რადგან იგი ისედაც უფლებამოსილი იყო მიეღო აღნიშნული 100 ტონა ყურძენი “ა”-სგან აქედან გამომდინარე მისი გამდიდრების ფაქტი არ გვაქვს.
ივერიელი
Participantშრომითი ქმედუნარიანობა და სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი
ფიზიკური პირი უფლებამოსილია, თავისი ნების საფუძველზე, ჩაერთოს შრომით ურთიერთობაში 16 წლის ასაკიდან, სწორედ ამ ასაკიდან ხდება იგი შრომითი ქმედუნარიანი.
16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს.
14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება დაუშვებელია, გარდა სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობებისა, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
აკრძალულია არასრულწლოვანთან (18 წლამდე) შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.
ივერიელი
Participantშრომის ხელშეკრულების ფორმა
მოცემული სტატია ეხება შრომის ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. შრომის ხელშეკრულების ფორმის საკითხი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია შრომით სამართალში, რადგან თუ არ იქნება დაცული კანონის მიერ შრომითი ხელშეკრულებისათვის დადგენილი ფორმა, ფორმადაუცველი შრომითი ხელშეკრულება იქნება ბათილი.
ივერიელი
Participantსამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისებურება
სუსგ. № ას-1009-1268-04
„სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, რაც არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვანად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსნება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზე შეთანხმდნენ).“
ივერიელი
Participantნივთის გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობა
სუსგ№ ას-154-579-06 21
“517-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, უპირატესი შესყიდვის უფლება გარკვეულწილად ზღუდავს სახელშეკრულებო თავისუფლებას, თუმცა ეს შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირსა და ვალდებულ პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობებზე და, შესაბამისად, აღნიშნული უფლების დარღვევით თანასაკუთრებაში არსებული ნივთის გასხვისება მესამე პირზე ამ გარიგების ბათილობას არ იწვევს.
ამდენად, ვალდებული პირის მიერ ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობის დარღვევა არ იწვევს იმავე ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას. ასეთ შემთხვევაში კანონით შესაძლებელია ვალდებული (უფლების დამრღვევი) პირისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.”
ივერიელი
Participantნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა
სუსგ. № 3კ\383 31 მარტი 2000 წელი.
“პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული შპს „გ.“-დან სარეალიზაციოდ წამოღებული მობილური ტელეფონების ღირებულება 4 724 ლარი უნდა გამოაკლდეს მათ დავალიანებას, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა მათი ბრალით არ იყო გამოწვეული \მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე.
სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის პირველი ნაწილით „გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან „გაფუჭების რისკი“. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გატაცებული მობილური ტელეფონების ღირებულება უნდა გადახდეს კასატორებს.”
-
AuthorPosts
