Forum Replies Created

Viewing 10 posts - 201 through 210 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სააღსრულებო საკითხები #3998

    ზედმეტად აღტკინებული ხარ შენ როგორც ვატყობ 😀  მე უკვე საკმარისად არგუმენტები დავწერე, ამ საკითხზე საინტერესო დისკუსიის გასამართად.. კარგად და ყურადღებით, რომ ჩაიხედო ზაკ-ის 3.4-ე მუხლში, შენვე მოიფიქრებ არგუმენტებს, იმ აზრის გასამტკიცებლად, რომ სააღსრულებო წარმოება შეიძლება არ წარმოადგენდეს საჯარო მმართველობის განხორციელებას 🙂

     

    ფაქტია, რომ მაგ მუხლში 6 საფუძვლეია საგამონაკლისო და აქედან მინიმუმ 4 წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების ისეთ საქმიანობას, რომელიც საჯარო მმართველობა არაა.

     

    რაც შეეხება მართლმსაჯულებისთან კავშირს.. გამოძიება ისეთივე ხარისხით არის დაკავშირებული მართლმსაჯულებასთან, როგორც აღსრულება… აღსრულების ეტაპი არის უმნიშვნელოვანესი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.. მე შენგან ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერც ერთი ნორმალური არგუმენტი, რატომ უნდა გამოირიცოს ის აზრი, რაც მე წამოვჭერი 🙂

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3991

    @ReneDescartes said:
    სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ შეიძლება მოხდეს აღსრულება?  სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება და ა.შ. საჯარო მმართველობის სუბსტრაქციული ცნების მიღმაა.  ეგენი საჯარო მმართველობას  არ წარმოადგენენ და რატო ჩაიწერებოდა გამონაკლისის სახით?

    რომელ გვერდძე ნახე ადეიშვილში მაინტერესებს.

     

    შენი აზრით არ ვიცი, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეხება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი ? 😀

     

    ხოდა სისხის სამართლებრივი დევნა, გამოძიება და ა.შ. , რომ საჯარო მმართველობას არ განეკუთვნება, მაშინ რატომ წერია გამონაკლისში?

     

    ადეიშვილს, მაგ მუხლის კომენატრში უწერია,  რომ მართმსაჯულებასთან მჭირდოთ დაკავშირებულობის გამო არ ვრცელდება ზაკ-იო….

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3986

    ზაკ-ის 3.4-ე მუხლში სხვა გამონაკლისებიც არის, რომლებიც საერთოდ არ წარმოადგენს საჯარო მმართველობას.. მაგ: სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება, პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშვნა..

     

    მე მგონია, რომ სააღსრულებო წარმოებაში მართლმსაჯულების ელემენტი განაპირობებს სწორედ მის დამოუკიდებლობას და ზაკ-ის 3.4-ე მუხლთ განსაზღვრულ გამონაკლისში ყოფნას.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3982

    მაშინ, რას ემსახურება ზაკ-ის მე-3.4-ე მუხლი… ?

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3976

    @ReneDescartes said:

    არაა…. მაგ საფუძვლით არაა.. სზაკის 3ე მუხლით ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას.

     

    მე მგონია, რომ მაგ საფუძვლიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღსრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს, რომელიც მიმართულია მართმსაჯულების შედეგის რეალიზაციისკენ, რაც კონსტიტუციური ფუნქციაა და შესაბამისად, აღმასრულებელი, როგორც გამომძიებელი, რომელიც მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მოხელეს წარმოადგენს- პოლიციის მოხელეს, თუმცა მისი მოქმედება არ არის საჯარო მმართველობის განხორციელება, ისევეა აღმასრულებლის შემთხვევაშიც.

     

    იგივე პოზიცია ამოვიკითხე ადეიშვილის ზაკ-ის კომენატრებში…

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3966

    @Edika said:
    რატო არ გვაქვს მაგ ელემენტი? სააღსრულებო კანონი ადმინისტრაციული სფერო არაა?

     

    ზაკის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “გ” და “გ(პრიმა)” პუნქტების მიხედვით ზაკის ნორმები არ ვრცელდება სააღსრულებო საქმიანობაზე.. გამოდის, რომ სააღსრულებო საქმიანობა არის სახელმწიფო ორგანოთა ისეთი ფუნქციის განხორციელება, რომელიც არაა საჯარო მმართველობა, ისევე, როგორც დანაშაულის გამოძიების პროცესი.

    in reply to: საოჯახო სამართალი #3846

    @Edika said:
    სულითავადმყოფი თუა მაშინ ქმედუუნაროდ აღიარებაზე მიმართავ სასამართლოს უდავო წარმოების წესით, დაენიშნება მეურვე და მერე შეიძლება. კომაში ყოფნა ჭკუასუსტობაში რამდენად გავა არ ვიცი. არამგონია.

     

    სამოქალაქო კოდექსის მე-12, 1290-ე და 1293-ე მუხლები ნახე, ბოლო რედაქცია ოღონდ.

    in reply to: საოჯახო სამართალი #3844

    სამართლებრივად დაასაბუთე რატომ ვერ იზამენ?  ასევე წარმოიდგინე იგივე შემთხვევა, ოღონდ კომის მაგივრად სულიერად დაავადდება ეს პირი

     

    მეორე შემთხვევაში, კომაშია ფიზიკურად ვერ ღებულობს, რა უნდა ქნან ოჯახის წევრებმა, რომ სამკვიდრო მიიღონ?

     

     

    საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მიხედვით ყვითელ ნათებას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, მაგ: როცა წითელთან ერთად არის მაშინ იკრძალება მოძრაობა და თან იტყობინება, რომ მწვანე უნდა აინთოს, ხოლო როცა მარტოა, მაშინაც იკრძალება მოძრაობა და იტყობინება, რომ ინთება სხვა მაშუქი.. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ყვითელ ნათებას გააჩნია აკრძალვის მნიშვნელობა რეალაქტი ვერ იქნება ჩემი აზრით. თუმცა არსებობს ერთი შემთხვევა, როცა ყვითელი ნათება არის რეალაქტი, ეს არის შემთხვევა, როცა იგი ციმციმებს. ასეთ შემთხვევაში იგი ინფორმაციულ ფუნქციებს ასრულებს და აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შესაძლო საფრთხის შესახებ.

    რაც შეეხება მწვანე ნათებას, ამ შემთხვევაშიც კანონი განასხვავებს მწვანე ნათებას და მწვანე მოციმციმე ნათებას.. მწვანე მოციმციმე ნათება არის რეალაქი, რადგან ინფორმაციული ბუნების არის და იტყობინება ამკრძალავი ნიშნის ანთების შესახებ, ხოლო მწვანე ნათება ინდ. აქტია, რადგან უფლებას რთავს საგზაო მონაწილეს იმოძრაოს გზაზე და უფლების მინიჭება რეალაქტს არ შეუძლია.

    in reply to: საოჯახო სამართალი #3831

    საინტერესო შემთხვევა პრაქტიკიდან..

     

    “ა” გარდაიცვალა, მას დარჩა ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე “ბ”, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო “ა”-ს ბინა.. 4 წლის შემდეგ “ბ” ჩავარდა კომაში, რომელიც უკვე გრძელდება 5 წელია. მის ოჯახს უნდა ბინის გაყიდვა, რა უნდა ქნას?

     

     

    მეორე შემთხვევა “ა” გარდაიცვალა, მას დარჩა ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე “ბ”, რომელიც კომაშია.

Viewing 10 posts - 201 through 210 (of 449 total)