მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საბანკო სამართალი
- This topic has 62 replies, 4 voices, and was last updated 10 years ago by
Edika.
-
AuthorPosts
-
თებერვალი 23, 2015 at 15:07 #4075
Edika
Participantსააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25.2-ე მუხლის მიზანია განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელდეს პროცენტების დარიცხვა და იცავს მოვალეს ამით, რაც არ ნიშნავს იმას რომ მიყენებული ზიანი არ უნდა აუნაზღაურდეს კრედიტორს.
თებერვალი 23, 2015 at 15:17 #4078ივერიელი
Participant@Edika said: 25.2 მიზანია განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელდეს პროცენტების დარიცხვა და იცავს მოვალეს ამით, რაც არ ნიშნავს იმას რომ მიყენებული ზიანი არ უნდა აუნაზღაურდეს კრედიტორს.
და როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად აღნიშნული?
ვთქვათ სააღსრულებოთ საქმის გადაცემის შემდგომ 5 თვის შემდეგ მოხდა ფაქტობრივი აღსრულება… მეც და შენც ვთანხმდებით, რომ ამ 5 თვის მანძილზე დარიცხული პროცენტიც უნდა ანაზღაურდეს… მაგრამ გეუბნება ინტრიგანი აღმასრულებელი, რომ როცა შენ განცხადება შემოიტანე სააღსრულებო წარმოების შესახებ, მაშინ შეწყდა დარიცხვაო.. რა უნდა გააკეთო?
თებერვალი 23, 2015 at 15:33 #4079Edika
Participantგადაწყვეტილებაში შეიძლება ჩაიწეროს რომ პროცენტის დარიცხვა გაგრძელდეს კრედიტორის დაკმაყოფილებამდე, მაგრამ არაუმეტეს 33 თვის პროცენტისა. წერენ საერთოდ ასე გადაწყვეტილებებში, ხდება ასე. მერე თუ გადაწყვეტილებაში წერია აღნიშნული აღმასრულებელი ვინ ჩემი ფეხებია :D, არ ააქ უფლება აღმასრულებელს შეწყვიტოს პროცენტების დარიცხვა მიუხედავად 25,2 მუხლისა. სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოც რომ იყოს მაინც არ ააქვს უფლება აღმასრულებელს.
თებერვალი 23, 2015 at 15:40 #4080ივერიელი
Participantხო, მაგრამ პრაქტიკაში ეგრე არ ხდება… თანაც გაუგებარია მაშინ კონკრეტულად რა შემთხვევებში უნდა მოხდეს მაგ დანაწესის გამოყენება და როდის არა.. და რას ვშვებით, როცა გადაწყვეტილებში წერია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაირიცხოს ფაქტობრივად აღსრულებალმდე? :))
თებერვალი 23, 2015 at 15:49 #4081Edika
Participantპრაქტიკაში ამბობენ რომ გადაწყვეტილებაში რაც არ უნდა ეწეროს მაინც წყდება პროცენტების და ჯარიმების დარიცხვაო, მარა იმას კი არ უკვირდებიან რო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო როა. სწორია მერე პრაქტიკა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს? აბა მაშინ მიუღებელი შემოსავლის მიღების უფლებას კარგავს კრედიტორი და ეგაა. იმგვარად უნდა განიმარტოს ყველლავარიანტში რომ ვალდებულების არსს არ ეწინააღმდეგებოდეს.
თებერვალი 23, 2015 at 15:54 #4082ივერიელი
Participantხოდა შენ როგორ განმარტავდი მაგ მუხლს.. აი მოიყვანე მაგალითი, როდის შეწყვიტავდი სარგებლის დარიცხვას და როდის არა….
თებერვალი 23, 2015 at 16:31 #4083Edika
Participantარაკონსტიტუციურია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ 25.2-ე მუხლი, იგივე ინტრიგან აღმასრულებელს შეუძლია უპასუხის რომ აღმასრულებელი თავისი საქმიანობის დროს ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით რომელთანაც წინააღმდეგობაშ მოდის ეგ მუხლი. კონსტიტუცია იერარქიულად უფრო მაღლა დგას.
თებერვალი 23, 2015 at 16:40 #4084ივერიელი
Participantანუ თუ სწორედ მივხვდი, შენი პოზიციააა, რომ აღნიშნული მუხლის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება, რადგან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას?
თებერვალი 23, 2015 at 16:45 #4085Edika
Participantერთ ერთი ფაქტორია ყოველშემთხვევაში.
მარტი 11, 2015 at 17:33 #4754BLH
Keymaster№ას-1280-1300-2011 განმარტება კრედიტის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში ბანკის უფლებამოსილების შესახებ:
“თუკი მსესხებელი არამიზნობრივად გამოიყენებდა მეორედ გაცემულ კრედიტს, აღნიშნული შეიძლება გამხდარიყო ბანკის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი.”
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.
