მთავარი გვერდი forums მარკეტინგის ფორუმი სეო ოპტიმიზაცია – პირველი გუგლში

Viewing 5 posts - 1 through 5 (of 5 total)
  • Author
    Posts
  • #38032
    BLH
    Keymaster

    სეო ოპტიმიზაცია – პირველი გუგლში

    როგორ გავხდეთ პირველი გუგლში?

    საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტში ძიებისას იყენებს Google-ის საძიებო სისტემას, მათგან 75% უბრალოდ არ გადადის შედეგების მეორე გვერდზე.ამიტომაც მნიშვნელოვანია ყოველთვის იყოთ პირველი გუგლში.

    ხოლო თუ პირველი გვერდის ტოპ 3-ში იქნებით, თქვენ საიტზე გადმოსვლის შანსი იქნება 33%, თითოეული ძიებისას.

    პირველობა გუგლში მიიღწევა საქმიანობით, რომელსაც ეწოდება სეო ოპტიმიზაცია.

    SEO ოპტიმიზაცია ორ მიმართულებად შეგვიძლია დავყოთ:

    1. გარე ოპტიმიზაცია (off page SEO);
    2. შიდა ოპტიმიზაცია (On page SEO);

    წინამდებარე თემაში, ჩვენ განვიხილავთ სეო ოპტიმიზაციის ყველა ასპექტს, ასევე სიახლეებს, რომლებიც მუდმივად ახასიათებს ამ სფეროს.

    იხილეთ SEO-სთან დაკავშირებული ჩვენი სტატიები:

    SEO-ს ევოლუცია

    SEO და წარმატება ბიზნესში

     

    #38739
    BLH
    Keymaster

    ვებ-საიტის შიდა ოპტიმიზაცია

    რას ნიშნავს ვებ-გვერდის შიდა ოპტიმიზაცია? ეს არის პროცესი, რომელიც უზრუნველყობს თქვენ ვებ-საიტს შინაარსობრივად მისაღები იყოს, როგორც საძიებო სისტემის, ისე მომხმარებლის ინტერესებისადმი.

    ამის მიღწევა შესაძლებელია თუ თქვენი საიტი შინაარსობრივად და ფუნქციურად იქნება გამართული.

    ამისთვის საჭიროა, საიტი იყოს სწრაფი, აღქმადი, საინტერესო და ინფორმაციული, გარდა ამისა იგი უნდა აკმაყოფილებდეს გუგლის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

    საიტის შიდა ოპტიმიზაციის ელემენტებია:

    1. საიტის სიჩქარე

    2. ეფექტური კონტენტი

    3. ფოტოების ოპტიმიზაცია

    4. ჰედერები

    5. ლინკები

    6. საიტის აღქმა

    7. მკვდარი ლინკები

    8. ადაპტირება მობილური მოწყობილობებისადმი

    9. ქივორდები

    10. სოციალურ მედიასთან ინტეგრაცია

     

     

    #38742
    BLH
    Keymaster

    საიტის სიჩქარის გაზრდა

    საიტის სიჩქარის გაზრდა რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი:

    ნელი საიტი არ მოსწონს გუგლს

    ძალიან ნელი საიტი არის სიგნალი გუგლისთვის, რაც ნეგატიურად აისახება საიტის პოზიციებზე საძიებო სისტემაში.

    ნელი საიტი არ მოსწონთ ვიზიტორებს

    ვიზიტორებს განსაკუთრებით არ მოსწონთ ნელი საიტები, ისინი მალევე ტოვებენ მათ, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი სიგნალია გუგლისთვის, თქვენი საიტის პოზიციების ჩამოსაქვეითებლად.

    მოცემულ სურათზე ნათლად ჩანს ნელი საიტის გავლენა მომხმარებლის ქცევაზე:

    რამდენია ნელი?

    კვლევების მიხედვით მომხმარებელთა 40% დატოვებს საიტს, თუ გვერდის ჩატვირთვას სჭირდება 3 წამზე მეტი.

    უფრო მეტიც, ამ მომხმარებელთა 80% აღარ დაბრუნდება თქვენ საიტზე.

    ამდენად, საიტის სიჩქარე სერიოზულ გავლენას ახდენს SEO-ზე და ზოგადად თქვენ ბიზნეს საქმიანობაზე, ამიტომაც საიტის შიდა ოპტიმიზაციის დროს, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მიმართული საიტის სიჩქარის ოპტიმიზაციისკენ.

    შეამოწმეთ თქვენი საიტის სიჩქარე მოცემულ ბმულებზე:

    https://developers.google.com/speed/pagespeed/insights/

    https://gtmetrix.com/

    შეაფასეთ რა მდგომარეობაშია იგი და მიიღეთ შესაბამისი ზომები დღესვე!

    დაკავშირებული სტატია: საიტის სიჩქარის მნიშვნელობა გუგლისთვის.

     

    #38886
    BLH
    Keymaster

    ფოტოების ოპტიმიზაცია

    საიტის შიდა ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ფოტოების ოპტიმიზაცია.

    ფოტოები და სურათები არსებით ფუნქციას ასრულებენ ნებისმიერი საიტისთვის.

    საიტის სწრაფი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ფოტო-სურათების ოპტიმიზაცია.

    ამ კუთხით მნიშვნელოვანია ორი ელემენტის გამოყოფა: ფაილის ფორმატი და ზომა.

    დიდი ზომის ფოტოები ანელებენ საიტის სიჩქარეს, რაც, როგორც ზემოთ განვიხილეთ დიდ ზიანს აყენებს საიტის პოზიციებს გუგლში.

    #38983
    BLH
    Keymaster

    ქივორდების გამოყენება

    ქივორდები (Keywords) არის ფრაზები, რომლებსაც თქვენი პოტენციური ვიზიტორები ეძებენ საძიებო სისტემაში.

    გუგლის ალგორითმს, რომ გადავავლოთ თვალი, ქივორდებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ SEO-სთვის.

    მნიშვნელოვანია მათი გამოყენება გონივრულად, რადგან მათი ზედმეტად გამოყენება ავნებს საიტს, ხოლო ნაკლები გამოყენება აკლებს. ბუნებრივობა – ეს არის გამოსავალი.

    მიუთითეთ ქივორდები, ტექსტის სათაურში, ჰედერებში, თაგებში და ა.შ.

Viewing 5 posts - 1 through 5 (of 5 total)
  • You must be logged in to reply to this topic.