SEO და ბიზნესის წარმატება
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ვებ საიტის ოპტიმიზაციასთან (SEO) დაკავშირებულ საკითხებს: რისთვის გვჭირდება და რა გავლენას ახდენს SEO ჩვენი ბიზნესის წარმატებაზე.
წინამდებარე სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩამოგიყალიბდებათ საბაზისო ცოდნა SEO-ს შესახებ, რაც სამომავლოდ მომგებიანი იქნება თქვენი საქმიანობისათვის.
თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი, ბიზნესის წარმატებისა და შემოსავლის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ბიზნეს საქმიანობამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. შესაბამისად, თუკი საკუთარი საქმის წამოწყებას ან გაფართოვებას გეგმავთ აუცილებელია ჯერ კარგად შეისწავლოთ ინტერნეტ რესურსები!
ონლაინ სივრცეში კონკურენცია დიდია! არსებობს უამრავი ვებ-გვერდი, რომელიც შესაძლოა მომხმარებელს სწორედ იმავე პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობდეს, რასაც თქვენ.
ხშირად ჩნდება კითხვა, რა კრიტერიუმებით არჩევს Google ( ან სხვა საძიებო სისტემა) რომელი ვებ-გვერდი შესთავაზოს დაინტერესებულ პირს და რა სისტემას იყენებს ამისათვის.
ამ კითხვაზე პასუხი ერთია : SEO! საძიებო სისტემებში თქვენი ვებ გვერდის ადგილის განსაზღვრის დროს მოქმედებას შესაბამისი საძიებო სისტემის ალგორითმი, სწორედ ამ ალგორითმის შესაბამისად უნდა მოხდეს ვებ საიტის ოპტიმიზაცია.
SEO-ს შესახებ ალბათ ყველას გაუგია, თუმცა ზედაპირული წარმოდგენის შექმნა, მაშინ როდესაც მაღალი სიმაღლეების დაპყრობას აპირებ საკმარისი როდია.
ეფექტური SEO-ს დამსახურებით თქვენ შეძლებთ საკუთარი ბიზნესის ცნობადობის გაზრდასა და მისი წარმატების უზრუნველყოფას!
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ SEO-ს ძირითად ელემენტებს და მისი მუშაობის პრინციპებს. გავიგებთ, თუ როგორ ეფეექტს ახდენს იგი თანამედროვე ბიზნესის საქმიანობაზე.
ვებ-საიტის შიდა ოპტიმიზაცია
რას ნიშნავს ვებ-გვერდის შიდა ოპტიმიზაცია? ეს არის პროცესი, რომელიც უზრუნველყობს რომ თქვენი გვერდი შინაარსობრივად მისაღები იყოს, როგორც საძიებო სისტემისთვის, ისე მომხმარებლისთვისაც.
ამის მიღწევა შესაძლებელია თუ თქვენს ვებ გვერდზე არსებულ ტექსტში სწორად იქნება გამოყენებული შესაბამისი სიტყვები, ფრაზები, თეგები და სხვა, ამავდროულად მომხმარებლის მოსახიბლად კონტენტი შინაარსობრივად უნდა იყოს საინტერესო. სწორად ვებ-გვერდზე არსებული ტექსტები ეხმარება გუგლს შეაფასოს თქვენი გვერდი და მომხმარებელიც თქვენთან გადმოამისამართოს.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ Google-ი აანალიზებს იმ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია კონკრეტულ საიტზე, ამოწმებს მისი სათაურის შესაბამისობას შიგთავსთან და სხვა. იმისათვის რომ Google-ის კრიტერიუმები დააკმაყოფილოთ და რეიტინგით კონკურენტებს გადაუსწროთ აუცილებელია, რომ სწორედ შეარჩიოთ,განალაგოთ ვებ გვერდის ინფორმაცია, ტექსტები და სიტყვები.
ვებ საიტის გარე ოპტიმიზაცია
ვებ საიტის გარე ოპტიმიზაცია განსხვავდება მისი შიდა ოპტიმიზაციისაგან. ამ დროს წარმატების მისაღწევად „გარე ფაქტორების“ დახმარება გვჭირდება.
როდესაც Google-ში ესა თუ ის თემა იძებნება, გუგლი ამოწმებს იმ ვებ-გვერდების ავტორიტეტს, სადაც საჭირო ინფორმაცია შეიძლება მოიპოვებოდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რასაც გუგლი ყურადღებას აქცევს არის იმ საიტების ოდენობა და მნიშვნელობა, რომლებთან კავშირიც (ლინკების მეშვეობით) აქვს თქვენს საიტს. შესაბამისად აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უფრო მაღალია თქვენი ავტორიტეტი, მით უფრო მაღალ რეიტინგს მოგანიჭებთ გუგლი.
კეთილსინდისიერი გზები
ვებ-საიტის ოპტიმიზაციის შედეგად, მაღალი შეფასების მიღებისთვის დიდი შრომაა საჭირო! აუცილებელია თქვენი ვებ-გვერდი აკმაყოფილებდეს საძიებო სისტემების მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებს. ამისათვის რამდენიმე ლეგალური ტაქტიკა არებობს. ერთ-ერთი ასეთი ტაქტიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა თემატურად დაკავშირებული ლინკების მითითებაა.
ამასთან, შეიძლება დაკავშირებული ინფორმაცია არა სხვა საიტს, არამედ თქვენსავე საიტსაც უთითებდეს. მაგალითად: თქვენ გაქვთ რესტორანი და წერთ სტატიას, როგორ მოვამზადოთ კერძები ბოსტნეულისგან, ამ დროს უთითებთ თქვენსავე ბლოგს, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე.
ეფექტური კონტენტის შექმნაზე დადებითად მოქმედებს საკვანძო სიტყვების სწორად გამოყენება, ვებ-გვერდზე სხვადასხვა ინფორმაციული ლინკების „ჩაშენება“ და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება განხილულ იყოს, როგორც დამატებითი ინფორმაციის წყარო მომხმარებლისათვის. ამავდროულად სასარგებლოა შესაბამისი თაგების განსაზღვრაც, რომლებიც დაკავშირებულია საიტის კონტენთან.
თუმცა ყველაზე ძლიერი ტაქტიკა თანამედროვე SEO-ში არის ეფექტური კონტენტის დაწერა, განსაკუთრებით თუ ასეთი კონტენტი პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს პროდუქტებთან.
მაგ: თუ ვებ საიტის მეშვეობით ყიდით კერძო სახლებს, თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ სტატიები ეზოს მოწყობის, რემონტის გაკეთების, ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების და სხვა მსგავსი თემების შესახებ.
რაც უფრო საინტერესო იქნება ასეთი სტატიები და რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს მათ, მით უფრო მეტი ადამიანი ესტუმრება თქვენს ვებ გვერდს საძიებო სისტემებიდან, რაც საბოლოო ჯამში მეტი კლიენტის გამჩენას შეუწყობს ხელს.
არაკეთილსინდისიერი გზები
ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიჩნია რომ წარმატებისათვის უფრო მარტივი და სწრაფი გზებიც არსებობს. მათ ამისათვის საძიებო სისტემების მოტყუება გადაწყვიტეს! არალეგალური გზებით გუგლში მოწინავე პოზიციის დასამკვიდრებლად სხვადასხვა ტექნიკაც კი შემუშავდა. ასეთია მაგალითად საკვანძო სიტყვებით მანიპულირება , უხილავი ტექსტების შექმნა, ინფორმაციაზე ყალბი გვერდების გამოყენება და სხვა.
შესაძლოა აღნიშნულმა მეთოდებმა სწრაფი და მაღალი შედეგები მოგიტანოთ, მაგრამ ასეთი მეთოდებით ვებ-გვერდის წარმატების მიღწევა გაუმართლებელი და ძალიან სარისკოცაა, ვინაიდან, საბოლოოდ, ამგვარი ქმედების შედეგად შეიძლება თქვენი ვებ-გვერდიც დაკარგოთ და არსებული ბიზნესიც!
როგორ ეფექტს ახდენს SEO თქვენს ბიზნესზე
როგორ იმოქმედებს SEO თქვენს ბიზნესზე დამოკიდებულია იმაზე, რომელი სტრატეგიის გამოყენებას აირჩევთ. არალეგალური გზით მოპოვებული პირველობა არასტაბილურია, მაშინ როდესაც კეთილსინდისიერი გზებით მიღწეული წარმატება მყარი და სტაბილური შემოსავლის წყარო შეიძლება გახდესა. მართალია ეს დიდ დროსთან და ფინანსებთანაა დაკვშირებული, თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირს!
არაკეთილსინდისიერი გზებით ვებ-საიტის ოპტიმიზიაციამ შეიძლება განაპირობოს, ის რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ ვებ საიტი საერთოდ აღარ იძებნებოდეს საძიებო სისტემაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე, კომპანიათა უმრავლესობა, სწორედ არაკეთილსინდისიერი გზებით ახორციელებს ვებ საიტების ოპტიმიზაციას, რამაც სავალალო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ვებ საიტისა და ბიზნესისთვის.
ბოლოსიტყვაობა
თანამედროვე ეპოქაში ბიზნესის წარმოებისათვის აუცილებელია, გავიაზროთ რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ რესურსების ათვისება და მათი სწორედ მართვა.
ვებ საიტის ოპტიმიზაცია და ეფექტური კონტენტ მარკეტინგის წარმოება არის მყარი საწყისი, რომელსაც აუცილებლად მოყვება თქვენი ბიზნესის წარმატება და განვითარება!
ამდენად, გადაწყვეტიება, რომელსაც ახლა მიიღებთ, მომავალში თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარი გახდება.