SEO-ს ევოლუცია

seoooSEO-ს ევოლუცია

რა არის SEO დღეს?

SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) ყოველწლიურად დიდი ტემპებით ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ SEO–ს განვითარების ტენდენციის გათვალისწინებით, იგი უკვე აღარ ასახავს იმ როლს, რომელიც ამ ცნების ქვეშ მოიაზრებოდა ახლო წარსულში.

რამდენიმე წლის წინ, SEO-ს საქმიანობა მოიცავდა სრულიად ტექნიკურ ელემენტებს: ვებ ლინკების მშენებლობა, მეტა აღწერებისა და სათაურების მართვა, ვებ საიტის აუდიტი  და ა.შ.

აღნიშნული ფუნქციები დღესაც ხორციელდება, თუმცა მათ ემატება სხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობის ელემენტები, რომლებიც უპირველესყოვლისა დაკავშირებულია კონტენტ მარკეტინგის ოპტიმიზაციასთან.

უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, თანამედროვე SEO-ს მიზანია შექმნას ეფექტური სისტემა, ვებ სივრცეში კონტენტის ეფექტური მიწოდების კუთხით. ამდენად, SEO-ს ფუნქციაა შექმნას მომხმარებელსა და ვებ საიტის კონტენტს შორის დამაკავშირებელი გზები.

What-is-SEOრატომ შეიცვალა SEO-ს როლი?

როგორც უკვე აღინიშნა, წარსულში SEO მოიცავდა მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტის საკითხებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ ვებ საიტის საძიებო სისტემაში გამოჩენას.

თუმცა დღეს უფრო მეტი აქცენტი კეთდება კონტენტზე და ნაკლები ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა ნაკლებად, ვიდრე ახლო წარსულში იყო. აღნიშნული ცვლილების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

პირველ რიგში საძიებო სისტემები განვითარდა, ისინი გაცილებით კარგად  იცნობენ JavaScript-ს, AJAX-ს და სხვა ტექნოლოგიას, შესაბამისად თქვენი კონტენტი უფრო მარტივად არის მისაწვდომი.

მეორე მხრივ, განვითარდა კონტენტ მენეჯმენტის სისტემები, რომლებსაც უკვე გამზადებული SEO სისტემები აქვთ ჩაშენებული, რაც მარტივად შესაძლებელს ხდის SEO ელემენტების ინტეგრაციას და ძირითადი ტექნიკური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას. ამავდროულად Google Search console-ის მეშვეობით ტექნიკური პრობლემები, რომელთა გარკვევასაც რამდენიმე საათი ჭირდებოდა, მომენტალურად ამოსაცნობი ხდება.

და ბოლოს, SEO უფრო ინტეგრირებული ხდება ვებ საიტის დამზადების პროცესისადმი, კერძოდ SEO-ს ელემენტების გათვალისწინება ვებ საიტის შექმნის პროცესში ბევრად უფრო აქტუალურია ვიდრე აქამდე, რაც დაკავშირებულია კონტენტის როლის ზრდასთან საძიებო სისტემების ალგორითმებისათვის.

ამდენად დღევანდელი SEO-ს უფრო კომპლექსური ცნებაა. მისი მიზანია მეტი და კმაყოფილი მომხმარებელი. ამისათვის საჭიროა ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა სფეროების კარგად ცოდნა და მათი როლის გათავისება, რათა მოხდეს SEO-ს წინაშე არსებული მიზნების მიღწევა სისტემურად. ერთ-ერთ უმნშვნელოვანესი ელემენტი ციფრულ მარკეტინგში არის კონტერტ მარკეტინგი, რომელიც საჭიროებს არა იმდენად ტექნიკურ ცოდნას, რამდენადაც კრეატივსა და წერის უნარს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ SEO-ს არსი და როლი იცვლება, რაც საჭიროებს ამ საქმის სპეციალისტების უნარებისა და ცოდნის ცვლასაც. ვინც აყვება ამ ტენდენციებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს, რადგან ეს სპეციალობა ძალიან მოთხოვნადია მსოფლიოს მაშტაბით.

SEO არის ეფექტური გზის შექმნა კონტენტ მარკეტინგისთვის. ამ ორი ელემენტის კომბინაცია ქმნის ვებ სივრცის დაპყრობის წინაპირობებს, თქვენი ბიზნესისთვის.