ვებ საიტის სიჩქარის მნიშვნელობა
ვებ საიტის სიჩქარე გულისხმობს იმ დროს, რომელიც ვებ ბრაუზერს სჭირდება სერვერიდან ინფორმაციის მისაღებად.
ბუნებრივია, რაც უფრო სწრაფია ვებ საიტის სიჩქარე მით უფრო პოზიტიურად აისახება აღნიშნული მის ფუნქციონირებაზე.
ამ სტატიაში განვიხილავთ, იმ ღონისძიებებს, რომლებიც შეგვიძლია განვახორციელოთ საიტის სიჩქარის გასაზრდელად.
რატომაა მნიშვნელოვანი ვებ საიტის სიჩქარე?
SEO ოპტიმიზაცია
საიტის სიჩქარეს დიდი გავლენა გააჩნია საძიებო სისტემებზე, მაგალითად Google-ის ალგორითმში, ვებ-საიტის სიჩქარე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, გუგლის საძიებო სისტემაში საიტის პოზიციის განსაზღვრისას.
მომხმარებლის ქცევა
ვებ საიტის სიჩქარე მნიშვნელოვანია ასევე მომხამრებელთა ქცევის კუთხით, კერძოდ რაც უფრო დაბალია საიტის სიჩქარე, მით უფრო უკმაყოფილოა მომხამრებელი და ნაკლები დროით რჩება საიტზე, რაც საბოლოო ჯამში სხვადასხვა კუთხით ნეგატიურად აისახება თქვენი ვებ საიტის ფუნქციონირებაზე.
როგორ გავზარდოთ ვებ საიტის სიჩქარე?
არსებობს სხვადასხვა გზები ვებ-საიტის სიჩქარის გასაზრდელად, უპირველეყოვლისა, უნდა შეამოწმოთ ის მიზეზები, რაც განაპირობებს თქვენი ვებ საიტის დაბალ სიჩქარეს.
ამისთვის ესტუმრეთ მოცემულ ლინკს, ჩაწერეთ თქვენი დომენი და სულ რამდენიმე წუთში თქვენ დეტალურად გეცოდინებათ, თუ რა უნდა გამოასწოროთ.
ფაილების დაპრესვა
ფაილების დაპრესვა გულისხმობს საიტის კოდისთვის ზომის შემცირებას, კერძოდ CSS, HTML და JavaScript ფაილების ზომის შემცირებას, რომელთა ზომა 150 ბაიტზე მეტია. ამისათვის, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი პროგრამები, როგორიცაა Gzip.
შენიშვნა: არ გამოიყენოთ ეს პროგრამა ფოტოების ოპტიმიზაციისთვის.
CSS, Javascript და HTML -ის მინიფიკაცია
ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი სწორედ საიტის კოდის მინიფიკაციაა, რისი განხორციელებაც ვებ-საიტის სიჩქარეზე არსებითად მოქმედებს. ამ მიზნით ძალიან ეფექტურია პროგრამა YUI Compressor -ის გამოყენება.
ქეშირება
ვებ ბრაუზერებში დროებით ილექება სხვადასხვა ინფორმაცია (ფოტოები, Javascript ფაილები, stylesheet-ები და ა.შ.), აღნიშნული საშუალებას იძლევა, რომ საიტზე დაბრუნებული ვიზიტორის შემთხვევაში, არ მოხდეს ვებ-გვერდის მთლიანად თავიდან ჩატვირთვა.
ხშირად ქეშირება საიჭროებს შესაბამის ადმინისტრირებას, ამისთვის არსებობს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ ქეშირების პროცესი უფრო ეფექტური იყოს, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს საიტის სიჩქარის მომატებსაც.
სერვერთან უკუკონტაქტის დრო
სერვერთან უკუკონტაქტს გააჩნია გავლენა საიტის სიჩქარეზე.
სერვერის უკუკონტაქტზე გავლენას ახდენს საიტის ვიზიტორთა რიცხვი და იმ რესურსების გამოყენების მოცულობა, რომელსაც თითოეული გვერდი იყენებს.
თითოეულ ჰოსტინგს გააჩნია შესაბამისი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საკითხის მოგვარებას.
თუ სერვერთან უკუკონტაქტი 200ms-ზე დაბალია, მაშინ აუცილებლად დაუკავშირდით თქვენ ჰოსტინგს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ფოტოების ოპტიმიზაცია
ფოტოების ოპტიმიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ვებ-საიტის სიჩქარის ასამაღლებლად.
მაღალი ხარისხის და დიდი მოცულობის ფოტოების ჩატვირთვა დიდ პერიოდს საჭიროებს, რაც აისახება მთლიანად ვებ-საიტის სიჩქარეზეც.
ამიტომაც, საჭირო ფოტოების ზომის შემცირება და შესაბამისი ფორმატის განსაზღვრა.
თუ ვორდპრესის საიტით სარგებლობთ აღნიშნულში დაგეხმარებათ სხვადასხვა პლაგინი, ისეთი როგორიცაა მაგალითად Kraken-ი.
ჩვენი მომსახურება
თუ ვერ ახერხებთ თქვენი ვებ საიტის სიჩქარის გამოსწორებას და შესაბამისად საიტის ფუნქციონირებას ეშლება ხელი, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენი მომსახურება, არა მხოლოდ საიტის სიჩქარის, არამედ საიტის სრული ოპტიმიზაციის ჩათვლით.