მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
Tagged: ავარია, ანაზღაურება, ბინიდან, დაზიანება, ზიანი, მიყენებული, წყლის ჩამოსვლა
- This topic has 0 replies, 4 voices, and was last updated 9 years, 4 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
თებერვალი 24, 2015 at 15:43 #4101
Edika
Participantა-ს ბრალი არ გვაქვს. ა-ს შეუძლია გ-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა?
თებერვალი 24, 2015 at 16:00 #4103ივერიელი
Participant@Edika said:
ა-ს ბრალი არ გვაქვს. ა-ს შეუძლია გ-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა?თუ მხოლოდ მანქანა დაზიანდა და პირადად “ა” არ დაზიანებულა, მაშინ ვერ მოითხოვს “გ”-სგან ვერაფერს.. რადგან მანქანის მესაკუთრე- “ბ” არის უფლებამოსილი პირი მოითხოვოს მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, “ა”-ს ექნება “ბ”-სგან ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები.
თებერვალი 24, 2015 at 17:00 #4111Edika
Participantას-143-136-2010 უზენაესი სასამართლო ამბობს რომ ა-საც შეუძლია მანქანის გამოზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაო. სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი.
თებერვალი 24, 2015 at 17:20 #4113ივერიელი
Participant@Edika said:
ას-143-136-2010 უზენაესი სასამართლო ამბობს რომ ა-საც შეუძლია მანქანის გამოზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაო. სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი.კონკრეტულად რისი? კონკრეტულ გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს კიდეც… ასე ზოგადად ვერ ილაპარაკება ამაზე.
თებერვალი 24, 2015 at 17:50 #4114Edika
Participantმეტი რა კონკრეტული გარემოება გინდა. იქირავმა ტიპმა მანქანა, დაუზიანა სხვამ და სასამართლო ამბობს რომ დამქირავებელსაც ააქვს ამ მანქანის გამო მიკენებულოი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაო. კონკრეტულ გარემოებებში მაგალითად დაწერე რა შემთხვევაში აქვს.
თებერვალი 24, 2015 at 18:02 #4116ივერიელი
Participantვთქვათ მანქანას მიადგა 1.000 ლარის ზიანი (ანუ მანქანის შეკეთება ჯდება 1.000 ლარი) ამ 1.000 ლარის მოთხოვნის უფლება აქვს დამქირავებელსო, ასე თქვა სასამართლომ?
თუ ასე თქვა, ვერ დავეთანხმები, რადგან მანქანა ეკუთვნის “ბ”-ს და შესაბამისად ამ უკანასკნელს მიადგა ქონებრივი ზიანი, ხოლო დამქირავებელს შეიძლება სხვა ტიპის ზიანი მიადგეს, მაგ: ამ მანქანის დამტვრევის გამო ვერ განახორციელა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობები და ვერ მიიღო სარგებელი. აი ასეთ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს ამ სარგებლის ანაზღაურება.
თებერვალი 24, 2015 at 18:07 #4119Edika
Participantკი მასეთქვა ზუსტადთქო რას გეუბნები აბა. 😀 ნახე შენთვითონ თუ არ გჯერა. ოღონდ ქირავნობა არა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ქირავნობა იჯარა ერთია ამ შმეთხვევაშ.
თებერვალი 24, 2015 at 21:12 #4121ივერიელი
Participantმოკლედ მაგ გადაწყვეტილებაში ორი პოზიცია…
სააპელაციო იძახის, რახან ” ო. ფ-ძესა და ხ-ძეს შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება – ხ-ძე იყო ნივთის მესაკუთრე, ხოლო ო. ფ-ძე – მოიჯარე. ო. ფ-ძე ავტომობილით სარგებლობისათვის მესაკუთრეს უხდიდა საზღაურს, ხოლო ავტომობილს კი იყენებდა მოგების მიღების მიზნით, Dშესაბამისად, ნივთისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ნივთის მესაკუთრეს, რომელიც ვალდებულია გასწიოს იჯარის საგნის კაპიტალური რემონტის ხარჯები და უზრუნველყოს ნივთიდან ნაყოფის მიღების შესაძლებლობა.”
ხოლო უზენაესი იძახის, “საკასაციო პალატა თვლის, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს ის მოსაზრებაც, რომ ვინაიდან ავტომობილი არ ეკუთვნის მოსარჩელეს, მას უფლება არ აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მიერ მითითებული მოსაზრება არ ემყარება კანონის არცერთ ნორმას. ასეთს ვერ უთითებს სასამართლოც.”
მე პირადად სააპელაციოს პოზიციას ვეთანხმებ და ვფიქრობ, რომ ზიანი მიადგა მესაკუთრეს და შესაბამისად ეს უკანასკნელია უფლებამოსილი მოითხოვოს ამ ზიანის ანაზღაურება და არა მოიჯარე. უზენაესის პოზიცია საინტერესოა, მაგრამ არანაირ არგუმენტს არ ეფუძნება და შესაბამისად ან უნდა დაეწერეთ ბოლომდე რას გულისხმობდნენ ან საერთოდ არაფერი არ უნდა დაეწერათ ამ საკითხზე.
თებერვალი 24, 2015 at 21:44 #4123Edika
Participantხო ვერც მე ვერ გავიგე რას ემყარება უზენაესის პოზიცია, მაგრამ მაინც საინტერესოა :D. რომ გეტყვის ვინმე დამქირავებელს არ ააქვს მოთხოვნის უფლებაო და რომ წააძრობ ამ გადაწყვეტილბეას :D.
თებერვალი 25, 2015 at 20:08 #4156Edika
Participant1)ა, რომელიც წარმოადგნდა საჯარო მოხელეს, სამუშაო საათებში, ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა სამსახურის მანქანით. გზაში მიმავალი ქვეითს დაეჯახა.დავა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა განიხილოს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო წესით?
2)ას-1041-1309-09 სახლი რომელიც ეკუთვნოდა ა-ს, ბ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა ზიანი 5000 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ა-მ ეს სახლი მიჰყიდა გ-ს. აქვს თუ არა გ-ს ბ-სგან ზიანის (5000 ლარის) მოთხოვნის უფლება ავტომატურად? (უფროსწორად გნჩინება იყო კანონერ ზალაში შესული, რომლითაც უფლებამონაცვლედ იყო ცნობილი და ამ განჩინების საფუძველზე უზენაესმა თქვა რომ ააქვს მოთხოვის უფლებაო). ჩემი აზრით არასწორია ვალდებულებითი ურთიერთობის ფარდობითი ბუნებიდან გამომდინარე. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება რომ ყოფილიყო კიდე ჰო.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.
