Viewing 10 posts - 71 through 80 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #1849

    ამდენად, გადაწყვეტილებები, რაც მე მოვიყვანე კონკრეტულ რაღაცას ამბობენ: თუ ინდივიდუალური ქონების გასხვისებით მიღებული თანხით, (ან ნებისმიერი ინდივიდუალური სახსრებით) მოხდა სხვა ქონების შეძენა ქორწინების პერიოდში, მაშინ აღნიშნული ქონება იქნება ინდივიდუალური, ხოლო შენ მანამდე მოიყვანე გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ თუ ქორწინების პერიოდში მოხდა ქონების შეძენა ეს ქონება ყველა ვარიანტში თანასაკუთრებაა მიუხედავად იმისა მისი შეძენა მოხდა თუ არა ინდივიუალური ქონების გასხვისებიდან შემოსული ფულით.

     

    #1854
    Edika
    Participant

    ამ გადაწყვეტილებებშიც (ას-33-483-06 და ას-33-489-06) ჩამოყალიბებულია მოსაზრება, რომ რომ ვინაიდან მეორე მეუღლეს მონაწილეობა არ ქონდა მიღებული მატერიალურად ქონების შეძენაში იმიტომ არ ჩაითვალა თანასაკუთრებადო.

    #1857

    თანასაკუთრის განკარგვა- ბავშობის მეგობრისთვის მიყიდვა

    მეუღლეებმა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც აღირიცხა ერთ ერთის სახელზე. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ბინა მიჰყიდა თავის გვერდითა მეზობელს რომელთანაც ბავშვობის მეგობრობა აკავშირებდა იცნობდნენ ერთმენეთს ოჯახებით. აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა გამყიდველის მეუღლემ, ითვლება თუ არა შემძენი კეთილსინდისიერად?

    #1860
    Edika
    Participant

    ამ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება  N-ას-1659-1647-2011, სადაც სასამართლომ თქვა რომ შემძენმა იცოდა ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა ქორწინების პერიოდში და შესაბამისად იცოდა რომ 1/2-ზე ვრცელდებოდა მეორე მეუღლის საკუთრება, არ გაითვალისწინა შემძენმა წინდახედულობა, რის გამოც  185-ე მუხლის მიხედვით ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენადო.

    ამას უნდა დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ ბინის მყიდველი იყო, იმ მეუღლის ბავშობის მეგობარი, რომელიც ყიდიდა ბინას, შესაბამისად მას უნდა სცოდნოდა, რომ ბინა წარმოადგენდა თანასაკუთრებას

    #1863

    გეთანხმები, მაგ პოზიციაშ, თუმცა აქვე დავწროთ მეორე პოზიციაც, რაც შეიძლება მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნდეს, კერძოდ1160-ე მუხლი  დამატებით იცავს შემძენის ინტერესებს (185-ე მუხლზე ფართოდ) და აფუძნებს კონკრეტულ პრეზუმფციას, რომ თუ ერთი მეუღლე განკარგავს თანასაკუთრებაში არსებულ ნივთს, მაშინ არსებობს პრეზუმფცია, რომ მეორე მეუღლე თანახმაა, ანუ თუ მყიდველმა იცის, რომ მეორე მეუღლესაც გააჩნია უფლებები ამ ნივთზე, ეს გარემოება ვერ გახდება მყიდველის არაკეთილსინდისიერად ცნობისა და ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.

    ამ პოზიციისგასამყარებლად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: ას-909-949-2011  და ას-307-643-05, ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ განმარტა, რომ თუ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მხოლოდ ერთი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მაშინ მისი განკარგვის შემთხვევაში, მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს განკარგვის ხელშეკრულების ბათილობას.

    #1867
    Edika
    Participant

    სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი იძახის, რომ გასხვისება მაინც ნამდვილია როცა მეორე მეუღლემ არ იცოდა ან არ ეთანხმებოდა გარიგებასო. მაგრამ როცა შემძენმა იცოდა ამ “არ იცოდა ან არ ეთანხმებოდა”-ს შესახებ მაინც ნამდვილად უნდა ჩაითვალოს განკარგვა? ანუ 1160-ე გულისხმობს ისეთ შემთხვევასაც როცა შემძენმა იცის რომ მეორე მეუღლემ (თანამესაკუთრემ) არ იცოდა ან არ ეთანხმებოდა ამ გარიგებას?

    #1868

    შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ 1160-ე მუხლთან დაკავშირებული პრობლემური შემთხვევები:

    ა) როცა შემძენმა იცის, რომ არსებობს მეუღლე და რომ მას გააჩნია უფლებები ნივთზე. ასეთ შემთხვევაში ბათილი შეიძლება არ იყოს განკარგვა.

    ბ) როცა შემძებნა იცის, რომ არსებობს მეუღლე და რომ მას გააჩნია უფლებები ნივთზე, ასევე მან იცის, რომ მეუღლე ეწინააღმდეგება ნივთის გასხვისებას. ამ შემთხვევაში ბათილია სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 115-ე, 185-ე და სხვა მუხლების მიხედვით, რადგან გარიგების საფუძველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და შემძენი არაკეთილსინდისიერია.

     

    #1894
    Edika
    Participant

    თანასაკუთრების შვილზე გადაფორმება

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (N-ას-63-58-2013)

    იქორწინეს, შეეძინათ შვილი,  ქორწინებიდან 20 წლის შემდეგ შეიძნიეს სახლი, რომელიც დარეგისტრირდა ცოლის სახელზე. ამის შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა და იმ მოტივით რომ წილს მოითხოვდა ქმარი ცოლმა გადააფორმა სახლი შვილის სახელზე ჩუქებით.  ასეთ შემთხვევაში სასამართლომ თქვა რომ რათქმაუნდა  შვილმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო 1/2 მესაკუთრეო და 185-ე მუხლიდან გამომდინარე ცნო ჩუქება ბათილად.

    შვილად ყოფნის ფაქტი საკმარისია 185-ე მუხლით დადგენილი წესით შემძენის არაკეთილსინდისიერად ცნობის ობიექტურ საფუძვლად?

    #1915

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მემკვიდრეობის თემაში გვქონდა საუბარი. მსგავსი მდგომარეობა იყო იქაც, ერთ-ერთმა მემკვიდრემ მეორე მემკვიდრის წილი განკარგა სამისდღეშიო ხელშეკრულების საფუძველზე და მიყიდა მის ბიძაშვილს. სასამართლომ ბიძაშვილად ყოფნის ფაქტი და დაუდო შემძენის არაკეთილსინდისიერად ცნობას საფუძვლად. აღნიშნულს დავეთანხმება და შესაბამისი არგუმენტებიც მოვიყვანე, აქედან გამომდინარე თუ ბიძაშვილზე ვეთანხმები, შვილზე მითუმეტეს დავეთანხმები და მხოლოდ შვილად ყოფნის ფაქტი არის არაკეთილსინდისიერების წყარო, თუ სხვა აშკარა გარემოებები არ არსებობს საქმეში, რომელიც მიუთითებს შემძენი შვილის კეთილსინდისიერებაზე.

    #1966
    Edika
    Participant

    ქორწინების ბათილობა

    (სუსგ.ას-136-466-09)

    1992 წლის საქორწინო და საოჯახო სამართლის მიხედვით ქორწინების რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო მოქ. მდგომარეობის ორგანოში ერთ ერთი დასაქორწინებელი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ერთი ცხოვრობდა თელავში მეორე ვანში. ერთ ერთმა მხარემ დააყენა ქორწინების ბათლობის საკითხი იმის გამო რომ ქორწინების რეგისტრაცია მომხდარი იყო ოჩამჩირეში. უზენაესმა თქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიულობის პრინციპი არ არის დაცული რეგისტრაციის დროსო, ქორწინება არ არის ბათილიო, ვინაიდან ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილობას არ ითვალისწინებს მოცემული კოდექსი (საქორწინო და საოჯახო სამართლის კოდექსი).

Viewing 10 posts - 71 through 80 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.