მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საბანკო სამართალი
- This topic has 62 replies, 4 voices, and was last updated 9 years, 3 months ago by
Edika.

AuthorPosts

მარტი 12, 2015 at 08:42 #4776
Edika
Participantხელშეკრულებიდან გასვლა რატო? გასვლა თუ მოშლა, სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად?
მარტი 12, 2015 at 08:45 #4778BLH
Keymasterმეტი განმარტება არ გაუკეთებია სასამართლოს მაგ საკითხზე, ხელშეკრულებიდან გასვლაო… სწორიცაა, მიზნობრიობა ვალდებულების შინაარსის ნაწილია, მისი გადახვევა, ვალდებულების დარღვევაა და გასვლაა სწორი, რადგან ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლით უნდა მოხდეს.
აპრილი 28, 2015 at 00:08 #27261Edika
Participantიპოთეკის მოქმედების ფარგლები კრედიტებთან დაკავშირებით
მხარეებს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. გენერალური ხელშკერულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირტა მსესხებლის ბინა. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 30 000 დოლარით. პირველივე შემადგენელივე ხელშეკრულებით გაიცა 30 000 დოლარი. გარკვეული ვადის შემდეგ მხარეებს შორის იმავე გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა მეორე შემადგენელი ხელშეკრულება რითაც გაიცა 10 000 დოლარი.
გავრცელდება თუ არა მეორე ხელშეკრულებით გაცემულ 10 000 იპოთეკა?
აპრილი 28, 2015 at 00:13 #27262Crassus
Participantწაკითხული მაქვს ეგ გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო იძახის, რომ არ უნდა გავრცელდესო, რადგან იპოთეკა ვრცელდება მხოლოდ თავდაპირველად შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებზეო..
აპრილი 28, 2015 at 00:24 #27263Edika
Participantას-1280-1300-2011
მართალია არ უნდა გავრცელდეს. სასამართლო საერთოდ დამოუკიდებელ ხელშეკრულებად განიხილავს მეორე ხელშეკრულებას ვინაიდან ბანკი გასცდა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებსო.
1) მოვალე დაცულია იმ ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებით რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა იპოთეკა. 2) ნათელი უნდა იყოს აუცილებლად თუ სად გადის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი. (ეს ზღვარი არის ლიმიტი).
კრედიტორი დაობდა რომ ვინაიდან იმავე მიზნით გაიცა მეორე კრედიტიც, ამიტომ უნდა გავრცელდეს იპოთეკაცო. სასამართლომ თქვა რომ მიზნობრიობა არ წარმოადგენს იმ დასკვნის საფუძველს რომ 10 000-იანი ხელშეკრულება არის გენერალურის შემადგენელიო.
აპრილი 28, 2015 at 00:30 #27264Crassus
Participantეგ გადაწყვეტილება ეხება, როგორც კრედიტთან, ისე იპოთეკასთან დაკავშირებულ საკითხებს… იგივე საკითხს ეხება ეს საქმეც, (№ას-149-142-2013) სადაც ანალოგიურად გადაწყდა საკითხი სააპელაციო სასამართოს მიერ.
იპოთეკით უზრუნველყოფის ფარგლებზე იყო საუბარი იპოთეკის თემაშიც, სადაც სწორედ იმაზე იყო საუბარი თუ როგორია იპოთეკით უზრუნველყოფის ფარგლები, როცა სახეზეა სესხის ხელშეკრულება და ხდება ამავე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ცვლილება (მაგ: სესხი გაცემულია 1 წლით და ცვლილების მიხედვით 3 წლამდე იზრდება ვადა)…
მოცემული გადაწყვეტილება, ხომ არ ჰფენს ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელს?
აპრილი 28, 2015 at 11:21 #27265Edika
Participantმთავარი ისაა რომ დამოუკიდებელ გარიგებად შეაფასა სასამართლომ 10 000-იანი ხელშეკრულება, იქედან გამომდინარე რომ გასცდა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებს ბანკი. თუ ვამბობთ (და სასამართლოც ამას ამბობს) რომ მესაკუთრე დაცულია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკრედიტო ლიმიტზე იყო საუბარი), ამ ფარგლებში რატომ არ უნდა ვიგულისხმოთ ვადა რომელზეც შეტანხმდნენ მხარეები? შეიძლება თუ არა ვტქვათ რომ ბანკი ვადის გაზრდით ცდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებს, ისევე როგორც ლიმიტის გადამეტებაზე ამბობს სასამართლო? ჩემი აზრით ცდება გაზრდილი ვადაც და დამოუკიდებელ ხელშეკრულებად უნდა განვიხილოთ ეგეც.
აპრილი 28, 2015 at 16:29 #27274ივერიელი
Participant
ანუ გამოდის, რომ სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილებას უნდა მოყვეს იპოთეკის საგნის მესაკუთრის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოთეკა ვერ გავრცელდება შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით…

აპრილი 28, 2015 at 20:20 #27283Edika
Participant
ნებისმიერს არა ჩემი აზრით. იმ ცვლილებებზე რომლითაც ბანკი ცილდება გენერალური ხელშეკრულებია ფარგლებს.

აპრილი 28, 2015 at 21:05 #27284Crassus
Participant
რა შუაშია გენერალური ხელშეკრულება ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, როცა გაქვს სესხი და ეს სესხი არის იპოთეკით ურზრუველყოფილი… სესხის ხელშეკრულების ცვლილება რა გავლენას ახდენს იპოთეკაზე?

თუ შენ იძახი, რომ ნებისმიერი ცვლილება არ ახდენს გავლენას, მაშინ თქვი, როგორი ტიპის ცვლილება ახდენს და როგორი ტიპის ცვლილება არ ახდენს.. მაგალითები დაწერე..

AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.