მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
Tagged: ავარია, ანაზღაურება, ბინიდან, დაზიანება, ზიანი, მიყენებული, წყლის ჩამოსვლა
- This topic has 0 replies, 4 voices, and was last updated 8 years, 7 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
თებერვალი 28, 2015 at 13:20 #4190
Crassus
Participant@Edika said:
1)”ა” რომელიც წარმოადგნდა საჯარო მოხელეს, სამუშაო საათებში, ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა სამსახურის მანქანით. გზაში მიმავალი ქვეითს დაეჯახა.დავა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა განიხილოს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო წესით?რა თქმა უნდა სამოქალაქო წესით უნდა მოხდეს ასეთი დავის განხილვა, რადგან საჯარო ფუნქციების განხორციელების ფარგლებში არ ხდება ზიანის მიყენება. ამ შემთხვევაში “ა”-ს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამოქალაქო ნორმების საფუძველზე (992-ე ან 999-ე მუხლი, გააჩნია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებს).
თებერვალი 28, 2015 at 13:22 #4191Crassus
Participant2) (უზნეასის გადაწყვეტილება N-ას-1041-1309-09) სახლი რომელიც ეკუთვნოდა ა-ს, ბ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა ზიანი 5000 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ა-მ ეს სახლი მიჰყიდა გ-ს. აქვს თუ არა გ-ს ბ-სგან ზიანის (5000 ლარის) მოთხოვნის უფლება ავტომატურად? (უფროსწორად განჩინება იყო კანონერ ძალაში შესული, რომლითაც უფლებამონაცვლედ იყო ცნობილი და ამ განჩინების საფუძველზე უზენაესმა თქვა რომ ააქვს მოთხოვის უფლებაო). ჩემი აზრით არასწორია ვალდებულებითი ურთიერთობის ფარდობითი ბუნებიდან გამომდინარე. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება რომ ყოფილიყო კიდე ჰო.
მეც ვფიქრობ, რომ არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში ზიანი დადგა “ა”-სთვის, ანუ მას წარმოეშვა “ბ”-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 992-ე მუხლების შესაბამისად… ეს მოთხოვნა არის ფარდობითი, ანუ მხოლოდ “ა”-ს აქვს “ბ”-სგან მოთხოვნის უფლება და ის გარემოება, რომ “ა”-მ თავისი სახლი მიყიდა “გ”-ს ვერ გახდება ამ მოთხოვნის უფლების “გ”-სთვის გადაცემის საფუძველი, რადგან არ არსებობს მსგავსი სახით მოთხოვნის გადასვლის იურიდიული საფუძველი.
თებერვალი 28, 2015 at 13:27 #4193Edika
Participant@crassus said:
რა თქმა უნდა სამოქალაქო წესით უნდა მოხდეს ასეთი დავის განხილვა, რადგან საჯარო ფუნქციების განხორციელების ფარგლებში არ ხდება ზიანის მიყენება. ამ შემთხვევაში “ა”-ს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამოქალაქო ნორმების საფუძველზე (992-ე ან 999-ე მუხლი, გააჩნია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებს).გეთანხმები ხო. იგივეს წერს დიმიტრი ქიტოშვიული გვ 340.
თებერვალი 28, 2015 at 13:28 #4194Edika
Participant@crassus said:
მეც ვფიქრობ, რომ არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში ზიანი დადგა “ა”-სთვის, ანუ მას წარმოეშვა “ბ”-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 992-ე მუხლების შესაბამისად… ეს მოთხოვნა არის ფარდობითი, ანუ მხოლოდ “ა”-ს აქვს “ბ”-სგან მოთხოვნის უფლება და ის გარემოება, რომ “ა”-მ თავისი სახლი მიყიდა “გ”-ს ვერ გახდება ამ მოთხოვნის უფლების “გ”-სთვის გადაცემის საფუძველი, რადგან არ არსებობს მსგავსი სახით მოთხოვნის გადასვლის იურიდიული საფუძველი.
გეთანხმები.
თებერვალი 28, 2015 at 13:35 #4195Edika
Participantარასრულწლოვანს (ა) მეორე არასრულწლოვნის მიერ (ბ) მიადგა ჯანმრთელობის ზიანი, რასაც დასჭირდა მკურნალობა, რომელიც შეადგენს 5000 ლარს. ა-ს ნათესავებმმა აუკრიბეს მას 3000 ლარი და გადასცეს საჩუქრად, რათა გამოეყენებინა სამკურნალოდ. რა თანხის მოთხოვნია უფლება აქვს ა-ს ბ-სგან?
თებერვალი 28, 2015 at 14:27 #4196BLH
Keymaster@Edika said:
არასრულწლოვანს (ა) მეორე არასრულწლოვნის მიერ (ბ) მიადგა ჯანმრთელობის ზიანი, რასაც დასჭირდა მკურნალობა, რომელიც შეადგენს 5000 ლარს. ა-ს ნათესავებმმა აუკრიბეს მას 3000 ლარი და გადასცეს საჩუქრად, რათა გამოეყენებინა სამკურნალოდ. რა თანხის მოთხოვნია უფლება აქვს ა-ს ბ-სგან?აღნიშნული 3.000 ლარი უნდა გამოაკლდეს 5.000 ლარს და შესაბამისად 2.000 ლარის მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს. თუმცა პროცესუალურად დაამტკიცებს თუ არა ამ 3.000 ლარის გადაცემის რეალურ მოტივს და მიზანს ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ობიექტურად, გარემოებების სრულყოფილად ცოდნის შემთხვევაში, უნდა გამოაკლდეს.
თებერვალი 28, 2015 at 14:47 #4200Edika
Participantვთქვათ და დამტკიცებულია პროცესუალურად. კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი მიუთითე რატომ მხოლოდ 2000 და არა მთლიანად 5000 ლარი.
თებერვალი 28, 2015 at 14:57 #4201BLH
Keymaster@Edika said:
ვთქვათ და დამტკიცებულია პროცესუალურად. კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი მიუთითე რატომ მხოლოდ 2000 და არა მთლიანად 5000 ლარი.სამოქალაქო კოდექსის 56-ე და 371-ე მუხლები,რომელთა მიხედვითაც, აღნიშნული შესრულება წარმოადგენს “ა”-ს ვალდებულების შესრულებას, რისი უფლებაც აქვთ მესამე პირებს, ხოლო თუ იტყვის მეორე მხარე, რომ ფულის გადაცემა იყო ჩუქება და არა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით “ა”-ს ვალდებულების შესრულება, მაშინ ვიყენებთ სკ-ის 56-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მივიჩნევთ 3.000 ლარის გადაცემას თვალთმაქცურ გარიგებად, რომლის მიზანიც იყო არა ჩუქება, არამედ “ა”-ს ვალდებულების შესრულება.
თებერვალი 28, 2015 at 15:34 #4202Edika
Participant371 და 56 რა შუაშია? ვთქვათ ვაჩუქეთ ვინმეს რაიმე თანხა დამატებით იმ მოტივით რომ აღნიშნული გამოეყენებინა სამკურნალოდ(ანუ ჩუქება + დამატებითო მოტივი რაღაც მიზანი). რაშუაშია აქ თვალთმაქცური გარიგება? ნახე ერთი 528-ე მუხლი. და მერე დავწერ გადაწყვეტილებაში როგორაა
თებერვალი 28, 2015 at 20:47 #4205Edika
Participantმოკლედ დავწერ გადაწუვეტილებას. ას-502-471-2010
რაც შეეხებოდა მეზობლების მიერ გაწეულ ფულად დახმარებას, სააპელაციოსასამართლოს მოსაზრებით, იგი უნდა მიჩნეულიყო უსასყიდლო დახმარებად (ჩუქებად),რომელიც მთლიანად წარმოადგენდა საკუთრივ მოსარჩელისათვის გაწეულ საჩუქარს, შეღავათსდა არა იმ პირისას (ანუ მოპასუხისას), რომელიც კონკრეტული შემთხვევის გამოვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აღმოჩნდა მოსარჩელესთან.
ანუ ა-სთვის მეზობლების მიერ ნაჩუქარი თანხის მიუხედავად სასამართლომ მაინც დააკისრა მთლიანი თანხის გადახდა სამართალდამრღვევს.
მომენტში გამიჩნდა ვერსია რომ მეზობლების მიერ ნაჩუქარი თანხა იყო (და არის კიდეც) 528 მუხლით გათვალისწინებული შეწირულობა. ვინაიდან ჩუქების შემდეგ ფაქტიურად მოხდა იმ ზიანის შევსება რაც მიიღო დაზარალებულმა და ზიანი სახეზე აღარ გვაქვს, ამიტომ არ უნდა ქონოდა სამართალდამრღვევისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაზარალებულს (ვითომ პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტი ზიანი რადგან არ გვაქვს). მაგრამ არ უნდა იყოს ეს ვერსია სწორი. 528-ე მუხლი არ ათავისუფლებს სამარტალდამრღვევს პასუხისმგებლობისგან, არამედ ეს მუხლი განსაზღვრავს დასაჩუქრებულს და დამსაჩუქებელს შორის ურთიერთობას. 528 მუხლის შემთხვაში ჩუქებას უბრალოდ ააქვს დამატებითი მოტივი(გარკვეული მიზნის მიღწევა ან პირობის შესრულება). ამ მიზნის შესრულებაზეა ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული.
მოკლედ სწორადაა გადაწყვეტილებაში.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.