რა თვისებები უნდა ახასიათებდეს კარგ უფროსს?
კარგი უფროსი ყველა მხრივ უზრუნველყოფს, რომ სამუშაო გარემო მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანებისათვის მყუდრო და მშვიდი იყოს.
წარმოგიდგენთ ოთხ თვისებას, რაც აუცილებელია თქვენი გუნდისთვის საუკეთესო სამუშაო ადგილის შესაქმნელად.
ასეთი გარემოს შესაქმნლელად აუცილებელია ჯანსაღი, ნდობაზე აგებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, კოლექტიური სულისკვეთების მქონე ურთიერთობების ჩამოყალიბება დასაქმებულთა მიმართ და მათ შორის.
1.დასაქმებულთა პიროვნული განვითარება
ძლიერი უფროსები ეხმარებიან დასაქმებულებს გამოიმუშავონ საჭირო თვისებები და მოიშორონ თვისებები, რომელიც ვნებს მათ საქმიანობას. ისინი ეხმარებიან დასაქმებულებს ახალი მიდგომების მოძიებაში და გასაწევი მომსახურების კლიენტის თვალით დანახვაში. ეს ყველაფერი კი განაპირობებს სამუშაოს ხარისიხისა და ეფექტურობის ზრდას.
2.პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა
კარგმა უფროსებმა იციან, რომ პოზიტიური სამსახურეობრივი ურთიერთობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ნდობას და პატივისცემას. მათ ესმით, რომ ორმხრივი ნდობისა და პატივისცემის გარეშე, თანამშრომლობა შეუძლებელია. ისინი აყალიბებენ ურთიერთობის ისეთ წესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველა დასაქმებულთა მიმართ.
3.მუშაობის მაღალი სტანდარტები
კარგი უფროსი აყალიბებს მუშაობის მაღალ სტანდარტს თავისი თავისთვის და ყველა დასაქმებულთათვის. მან იცის თუ რა შეუძლია მის გუნდს და შესაბამისად გეგმავს შესასრულებელ ამოცანებს, რომლებიც ობიექტურად მიღწევადია და არ საჭიროებს დასაქმებულთა მხრიდან გადაჭარბებულ ძალისხმევას.
4. გამარჯვებული კოლექტივი
კარგ უფროსს ესმის, რომ ორგანიზაციის მიზნის მიღწევისათვის, კოლექტიური წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური წარმატება, აქედან გამომდინარე კარგი უფროსი ახალისებს ჯგუფურ საქმიანობას, ხოლო წარმატებას უზიარებს თითოეულ დასაქმებულს, რათა წარმატების გემო-შეგძნებული თანამშრომელი შეეცდება ყოველთვის გაიმეოროს წარმატება.