ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ უფროსს

How-to-say-no-to-your-boss

ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ უფროსს

გულწრფელობა სამსახურში კარგი თვისებაა, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე უფროსთან საუბრისას, აწონ–დაწონეთ ყველა სიტყვა, უმნიშვნელო დეტალსაც კი შეუძლია დაანგრიოს თქვენი კარიერა, ან წინ წაწიოს.

სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით, გააანალიზეთ რის მიღწევას ცდილობთ და რა იქნება საპასუხო რეაქცია უფროსისგან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შეიძლება ინანოთ მომავალში ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს ნიშნავს რომ აუცილებლად ინანებთ.

გთავაზობთ სიტყვებისა და ფრაზების ჩამონათვალს რომლის წარმოთქმასაც უნდა ერიდოთ უფროსთან საუბრისას.

არ შემიძლია” 

„შემიძლია“ მიდგომა ყოველთვის მომგებიანია. „არ შემიძლია“ გამოხატავს არათავდაჯერებულობას, ასევე ამით ამტკიცებთ რომ არ ხართ მზად მიიღოთ ახალი გამოწვევები და განვითარდეთ.

ჩემს კომპეტენციებში არ შედის, ამის გაკეთება მე არ მევალება

არცერთი სამუშაოს აღწერილობა არ მოიცავს ზუსტად იმ ფუნქცია–მოვალეობებს რისი გაკეთებაც მოგიწევთ. დამქირავებელი შენგან ელოდება რაც შეიძლება მეტს. რაც უფრო მრავალმხრივ განვითარდებით, კომპანიისთვისაც მით უფრო საჭირო კადრი იქნებით.

იმის თქმა, რომ არ აპირებთ გაცდეთ თქვენს დადგენილ მოვალეობებს, მიუთითებს იმაზე, რომ არ ხართ კომპანიის განვითარებით დაინტერესებული.

არ ვიცი“

თქვენ შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი არ გქონდეთ, მაგრამ მხრების აჩეჩვას ყოველთვის სჯობია დაპირდეთ უფროსს რომ აუცილებლად გაარკვევთ.

არა

„არას“ თქმა ზოგჯერ აუცილებელიც კია, მაგრამ შეიძლება არაეთიკური იყოს თუ ლამაზად არ შეფუთავთ და შესაბამის ახსნა–განმარტებას არ მოაყოლებთ.

ვეცდები“

ზოგიერთი ფიქრობს, რომ „ვეცდები“ მისაღები პასუხია, რადგან ყველა ცდილობს გააკეთოს მაქსიმუმი. მაგრამ ეს სიტყვა მენეჯერს უტოვებს დაურწმუნებლობის განცდას. როცა რაღაცას გავალებენ, უფროსი გენდობა შენ რომ შეასრულებ კარგად დადგენილ ვადაში. ამიტომაც ელის ზუსტ პასუხს.

რა სარგებელს მივიღებ მე?”

ზოგჯერ თქვენი სამუშაო მოიცავს სხვების დახმარებას, რაც გუნდური მუშაობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ მხოლოდ პირად სარგებელზე ნუ იფიქრებთ, იფიქრეთ გლობალურად.

ვწუხვარ, მაგრამ” 

როცა რაღაც სრულყოფილად ვერ შეასრულეთ, ან გააფუჭეთ, ჯობს უპასუხოთ: მომავალში უფრო ყურადრებით ვიქნები, სამომავლოდ გავითვალისწინებ და ა.შ

ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო

თუ შეცდომა დაუშვით და ამბობთ, რომ ეს იყო თქვენი შესაძლებლობებს მაქსიმუმი, ეს თქვენს მაღალ კვალიფიკაციაზე არ მეტყველებს. უმჯობესი იქნება თუ უპასუხებთ: მომავალში სწორად გავაკეთებ.

სამსახურიდან წავალ

ნუ შეაშინებთ უფროსს სამსახურის დატოვებით, ამით თქვენ გამოჩნდებით როგორც არაპროფესიონალი და არასანდო კადრი.

მე ჩავთვალე რომ…

ეს ფრაზა ძალიან ბევრ უფროსს აღიზიანებს, ამ დროს თქვენგან იმის მოსმენა უფრო სურთ რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ და ამით ისწავლეთ, ვიდრე თავის მართლება.

ვცადე ადრე, მაგრამ უშედეგოდ” 

უფროსები არ წყალობენ ზარმაც თანამშრომლებს. სანამ ამ ფრაზას უპასუხებთ უფროსს, გააანალიზეთ რამდენად კარგად სცადეთ ეს მეთოდი  სანამ ხაზის გადაუსვამდით. კარგი იქნება თუ ეტყვით, რომ აფასებთ შემოთავაზებას, თუმცა საკმარისად სცადეთ ეს,  მიიღეთ კონკრეტული შედეგები, და უმჯობესი იქნება თუ სხვა უფრო ეფექტურ მეთოდს ცდით.

წინა სამსახურში ასე ვაკეთებდით

არცერთ მენეჯერს არ მოწონს ყველაფრის მცოდნე თანამშრომლები, დაფიქრდით კარგად სანამ თქვენს იდეებს წამოაყენებთ. უმჯობესი იქნება თუ თქვენს მოსაზრებებს კითხვის ფორმას მისცემთ.

ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის, იმის ბრალია…

სხვაზე გადაბრალება ძალიან ცუდია. თუ უდანაშაულო ხარ, ახსენი რატომ. არ დაადანაშაულო სხვა თუ შენ გაკისრებენ პასუხისმგებლობას. თუ შენ ყოველთვის სხვისკენ იშვერ თითს, უფროსი დაფიქრება თუ ვინ არის რეალურად დამნაშევე.

„თქვენი წინამორბედი სხვანაირად/უკეთესად აკეთებდა

უფროსი ყოველთვის ფიქრობს რომ მათი მეთოდები უფრო სასურველია ვიდრე მათი წინამორბედების, რადგან თანამდებობა ამჯამად მას უკავია. თუ მეთოდი არ არის აშკარად არასწორი, ნუ შესთავაზებთ მას ძველ მეთოდებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ძველი უფრო გიადვილებდა სამუშაოს.

მოვიწყინე, უინტერესოა..

შეიძლება ზოგჯერ გქონდეთ სუსტი მომენტი მაგრამ არ დაიწუწუნოთ უფროსთან. შენ გიხდიან პროდუქტიულობაში, ამიტომ შეინარჩუნე ენთუზიაზმი. შენი მოვალეობაა გახადო შენი სამუშაო საინტერესო.

არ შემიძლია მასთან მუშაობა“

სამსახური საბავშვო ბაღი არაა, ეს არის ზრდასრულ ადამიანთა გარემო, ამიტომ ითვლება, რომ შენ გაქვს შესაძლებლობა პირადი კონფლიქტების მიუხედავად მოახერხო თანამშრომელთან მუშაობა წარმატებულად.

გამოსავალს ვერ ვხედავ

ნუ მოუყვებით უფროსს პრობლემების შესახებ თუ არ გაქვთ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა.  ლიდერები პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავენ, უბრალო მომუშავეები კი პრობლემებზე.

რატომ აქვს იმას და რატომ არ მაქვს მე?“

კონცენტრირდი საკუთარ კარიერაზე,  და არა სხვის ანაზღაურებაზე. თუ რა თქმა უნდა უფროსი უსამართლოდ არ გჩაგრავთ. თუ ასეთ სიტუაციაში იმყოფებით, მაშინ უმჯობესია უფრო პროფესიონალური საუბრით გააგებინოთ უფროსს, რომ არასამართლიანად დაბალ ანაზღაურებას ღებულობთ.

შემიძლია დღეს ცოტა ადრე წავიდე? მაინც არაფერია გასაკეთებელი

არაუშავს თუ დღეს ცოტათი ადრე გინდათ წახვიდეთ სამსახურიდან, გარკვეული მიზეზის გამო. მაგრამ ნუ იტყვით რომ არაფერია გასაკეთებელი. უფროსი სწორედ თქვენგან ელოდება ინიციატივას.

შეუძლებელია.”

უფროსს ნამდვილად არ უნდა თქვენგან უარყოფითი პასუხის მოსმენა. თუ რაღას ეჭვობთ უთხარით უფროსსაც და სთხოვეთ დახმარება.

როცა გიწევთ გადაწვიტოთ რა უთხრათ უფროსს, ყველაზე კარგი მიდგომაა,  წარმოიდგინოთ თქვენი თავი უფროსის ადგილას. რა რეაქცია გექნებოდათ თქვენ? ამიტომ შეარჩიეთ თქვენი სიტყვები ყურადრებით თუ გინდათ მიაღწიუთ კარიერულ წარმატებას.

წყარო: businessinsider.com