წარმატების ფორმულა ბიზნესში

images (1)

წარმატების ფორმულა ბიზნესში

რა უნდა იცოდნენ ბიზნესმენებმა წარმატებისათვის?

ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უნდა იცოდეს ბიზნესმენმა, რათა მიაღწიოს წარმატებას:

1. როგორ გაყიდონ პროდუქტი/მომსახურება

რაღაცის გაყიდვა არ არის ადვილი. იმისათვის, რომ გაყიდო პროდუქტი ან მომსახურბა აუცილებელია დაარწმუნო მომხმარებელი, რომ  კონკრეტული პროდუქტის ყიდვა მათთვის სარგებლის მომტანი იქნება. იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად მყიდველის/მომხმარების დარწმუნება აუცილებელი წინაპირობაა წარმატებისკენ თქვენ ბიზნესში.

2. საკუთარი თავი უნდა დააყენონ კლიენტის ადგილას

კლიენტის საჭიროებისა და მოთხოვნილებების ცოდნა განაპირობებს წარმატებას. თუ ბიზნესმენი ხვდება რა სურს კლიენტს, რა არის მისი მოთხოვნილებები, მაშინ მას შეუძლია შესთავაზოს მას სწორედ ის, რაც მას სურს. ხოლო ყველაზე ეფექტური გზა იმის დასადგენად, თუ რა სურს კლიენტს, არის კლიენტის ადგილზე საკუთარი თავის დაყენება და მისი თვალით გასაყიდი პროდუქტის დანახვა.

3. უნდა დასვან შეკითხვები

არ არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი. წარმატებული ბიზნესმენი სვამს კითხვებს, მან იცის რა დროს და რა კითხვა დასვას. იგი არ ერიდება იმის აღიარებას, რომ მან რაღაც არ იცის. პირიქით, იგი აღიარებს იმ მოსაზრებას, რომ მან ბევრი რამ არ იცის და ყოველდღიურად ღებულობს ცოდნას.

4. რა არის კარგი სხვისთვს?

წარმატებულმა ბიზნესმენმა იცის ამ კითხვაზე პასუხი. ხშირად ადამიანები ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც მხოლოდ მათთვის არის მომგებიანი, ისინი არ ფიქრობენ იმაზე, ამ ქმედებამ რა პოზიტივი შეუძლია მოუტანოს სხვას. კარგმა ბიზნესმენმა კი ზუსტად იცის რა ქმედება განახორციელოს, იმისათვის, რომ პირად კეთილდღეობას მოჰყვეს სხვა პირთათვის პოზიტივი.

5.“კარგი ტიპი“

კარგმა ბიზნესმენმა იცის, თუ როგორ უნდა იყოს კარგი ტიპი. მან იცის, რომ რაც უფრო სასიამოვნოა ადამიანი ურთიერთობაში, მით უფრო წარმატებულია მისი ბიზნეს საქმიანობა.