ქონების გადასახადის გამოთვლა

Sources-Finance-Business-Revenue-Expenditureროგორ გამოვთვალოთ ქონების გადასახადი?

პირველი აპრილი მოახლოვდა და შესაბამისად ბევრი გვწერს და გვეკითხება, როგორ უნდა მოხდეს ქონების გადასახადის გამოთვლა, როდესაც ქონება შეძენილია ბოლო კალენდარული წლის (საანგარიშო პერიოდი) განმავლობაში.

მაგ: შპს „A”-მ შეიძინა ავტომობილი 2015 წლის 15 აპრილს. როგორ უნდა მოხდეს ქონების გადასახადის გამოთხვლა?

ქონების გადასახადის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში, დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტზე, კერძოდ რეგისტრირებული იყო თუ არა შპს „A” 2015 წლის დასაწყიში.

1.შპს „A” რეგისტრირებული იყო 2015 წლამდე – მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ქონების შეძენა მოხდა 2015 წლის 15 აპრილს, საბალანსო ღირებულება წლის დასაწყისში იქნება – 0, რასაც უნდა დავუმატოთ საბალანსო ღირებულება წლის ბოლოს (ცვეთის გამოკლებით). მიღებული რიცხვი უნდა გავყოთ 2-ზე. ჩვენ მივიღებთ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, რომელიც დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით.

2.შპს „A” დარეგისტრირდა 2015 წელს, (მაგ: 2015 წლის 10 მარტს) – ამ შემთხვევაშიც ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გამოითვლება წინა შემთხვევის ანალოგიურად, იმ განსხვავებით, რომ საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მიღებული რიცხვი უნდა შემცირდეს იმ თვეების პროპორციულად რამდენი თვეც  არსებობდა  შპს „ა“ 2015 წლის განმავლობაში.

ამასთან თუ გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია თვის პირველ ნახევარში, გადასახადის გაანგარიშებისას, სარეგისტრაციო და რეგისტრაციიდან მოხსნის თვე ჩაითვლება სრულ თვედ. ამიტომ მარტის თვე მოცემულ შემთხვევაში ჩაითვლება ქონების გადასხადის გამოთვლისას და შესაბამისად ქონების გადასახადის გამოთვლა მოხდება 10 თვის პროპორციულად.

მაგ: თუ დაბეგვრის ობიექტი პირველ შემთხვევაში არის 10.000 ლარი, მეორე შემთხვევაში აღნიშნული რიცხვი უნდა გავამრავლოთ 10-ზე და გავყოთ 12-ზე. მივიღებთ 8.333 ლარს, სწორედ ამ თანხიდან უნდა მოხდეს ქონების გადასახადის გადახდა 2015 წლისთვის.

ქონების გადასახადთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ლიკნზე.