ფოტო-ვიზუალური ლოგოები

ფოტო-ვიზუალური ლოგოები

ვაგრძელებთ ლოგოს ტიპების განხილვას, ფოტო-ვიზუალური ტიპის ლოგოებით:

ემბლემური ლოგოები (Icon-ები)

ზოგადად, როდესაც სიტყვა ლოგოს ვახსენებთ, პირველ რიგში სწორედ ემბლემური ლოგოები წარმოგვიდგება, მაგალთად Apple-ის მოკბეჩილი ვაშლი, ტვიტერის ჩიტი და სხვა.

ასეთი ტიპის ლოგოები გრაფიკულად გამოისახება Icon-ების სახით. ცნობილი ბრენდები ხშირად ასეთ ემბლემებთან ასოცირდებიან.

ყველაზე დიდი გამოწვევა ემბლემური ლოგოს შემთხვევაში არის გამოსახულების არჩევა, როგორი უნდა იყოს იგი.

გსურთ კომპანიის სახელწოდებაზე გააკეთოთ აქცენტი? (იხ. JOHN DEERE-ის ლოგო)

თუ პროდუქციის / მომსახურების არსია ამოსავალი წერტილი? (იხ. Golf Club-ის ლოგო)

იქნებ ემოციაზე აკეთებთ აქცენტებს? (იხ. Gerber-ის ლოგო)

უპირატესობები:

ემბლემული ლოგოს გამოყენება საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით, როდესაც თქვენი ბრენდი უკვე ცნობადია ბაზარზე, ასევე როდესაც ბრენდის სახელი არის გრძელი და არ გსურთ გადატვირთოთ მომხმარებლის ყურადღება.

ემბლემური და აბსტრაქტული ლოგოები განსაკუთრებით ეფექტურია როდესაც გლობალური მიზნები გაქვთ და თქვენი ბრენდის სახელწოდება არ ითარგმნება კარგად სხვა ენაზე.

ემბლემური ლოგო არ არის კარგი არჩევანი, თუ რებრენდინგს ან საქმიანობის სახეცვლილებას გეგმავთ მომავალში, მაგალითად: ყიდით პიცას და ლოგოში პიცის გამოსახულება გაქვთ გამოყენებული, ხოლო რამდენიმე წელიწადში აპირებთ პიცასთან ერთად ხინკალიც გაყიდოთ.

აბსტრაქტული ლოგოები

ეს არის გრაფიკული ლოგოს სახეობა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ იყოს კონკრეტული გამოსახულება (როგორც ვაშლი, ჩიტი და ა.შ), აბსტრაქტული გეომეტრიული ფორმაა, რომელიც გამოსახავს თქვენ ბრენდს.

მაგალითად: BP, Pepsi-ისა და Adidas-ის ლოგოები.

ემბლემური ლოგოების მსგავსად, აბსტრაქტული ლოგოებიც ერთ ფოტო-ვიზუალში ანსახიერებენ კომპანიის ბრენდს.

თუმცა ისინი ემბლემური ლოგოს გამოსახულებისგან განსხავვებით არ არიან შეზღუდულები შექმნან უნიკალური გამოსახულება – ისეთი გამოსახულება, რომელიც მეორე არ არსებობს მსოფლიოში.

უპირატესობები:

აბსტრაქტული ლოგოს მთავარი უპირატესობაა, უკინაკლური ლოგოს შექმნის შესაძლებლობა, რომლის შინაარსის თავისუფლად განსაზღვრა არის შესაძლებელი.

ეს არ ნიშნავს, იმას, რომ თქვენ პირადი ფანტაზიებით გადატვირთოთ ლოგო, უმჯობესი იქნება იგი მარტივი, თუმცა ამავდროულად ღრმა შინაარსის მქონე გახადოთ.

მასკოტები

მასკოტები ეს არის ილუსტრირებული, სახალისო ტიპის ლოგო, რომელიც საკმაოდ ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა არა ყოველთვის.

მასკოტები გამოხატავენ თქვენი კომპანიისთვის დამახასიათებელ პერსონაჟს. ისინი თქვენი ბრენდის ელჩები არიან ბიზნეს საქმიანობაში. მაგ: M & M

უპირატესობები:

მასკოტები განსაკუთრებულად კარგად მუშაობს, როდესაც თქვენი პროდუქტის ძირითადი მომხმარებლები არიან ახალგაზრდები და პატარა ბავშვები.

ისინი წარმატებით გამოიყენება სოციალური მედიასა და ანიმაციურ ვიდეო რგილებში, ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის და ოჯახური გარემოს შესაქმნელად.

მასკოტების გამოყენება შეზღუდულია გარკვეული მიმართულებით, მათ შორის გარკვეულ ზედაპირებზე დასატანად, მაგ: ბიზნეს ბარათზე, კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტაციზე და სხვა.

მსგავსი სტატია: ლოგოების შექმნა ბიზნესისთვის