ლოგოს ტიპები ბიზნესისთვის

ლოგოს ტიპებილოგოს ტიპები ბიზნესისთვის

ლოგო არის ვიზუალი, რომელიც წარმოაჩენს თქვენ კომპანიას, ამიტომაც მისი როლი ძალზედ დიდია ნებისმიერი ბიზნესისთვის.

ამ სტატიაში განვიხილავთ 7 სხვადასხვა ტიპის ლოგოს, გაეცანით და გვითხარით, რომელია თქვენთვის საუკეთესო ლოგოს ტიპი და რატომ?

1.მონოგრამული ლოგო

მონოგრამიული ლოგოები შედგება კომპანიის გრძელი სახელწოდების შემოკლებული ფორმისგან, როგორც წესი ინიციალებისგან.

ასეთი ტიპის ლოგოების მთავარი უპირატესობა არის სიმარტივე.

ასოებისა და სწორი ფონტების გამოყენებითა და მარტივი ეფექტებით, გრძელი და რთული სახელი გარდაიქმნება მარტივ და დასამახსოვრებელ სახელწოდებად.

მაგალითად:

HP, NASA, HBO… ამ ბრენდებს აერთიანებს ერთი რამ – სახელწოდებ

ა შედგება ინიციალებისგან, ნაცვლად მათი დიდი და ძნელად დასამახსოვრებელი სახელწოდებისა.

HP – Hewel Pakard

NASA – National Aeronautics and Space Administration

HBO – Home Box Office

კარგად ჩანს, თუ რატომ იყენებენ ისინი მონოგრამულ ლოგოებს, მათი ორგანიზაციების წარმოსაჩენად.

ჩვენი რჩევა:

იქიდან გამომდინარე, რომ მონოგრამიულ ლოგოებში მთავარი აქცენტი არის ინიციალებზე, მნიშვნელოვანია სწორი ფონტის შერჩევა, გასათვალისიწნებელია ფონტის გამოყენებადობა სხვადასხვა ზედაპირზე, ასევე შესაძლებელია სრულ სახელის ქვემოთ მიწერა, რომ სრული სახელწოდებაც იცოდნენ მომხმარებელმა.

მსგავსი სტატია: ლოგოს დამზადება ბიზნესისთვის

2. სიტყვიერი ლოგოები (watermarks)

მონოგრამიული ლოგოების მსგავსაც, სიტყვიერი ლოგოების მთავარი ელემენტია ფონტი, რომელიც ინიციალების მაგივრად ბიზნეს სახელწოდებაზეა ფოკუსირებული.

მაგალითად:

Visa, Coca-cola, Sony

სიტყვიერი ლოგოები განსაკუთრებულად ეფექტურია, როდესაც სახელწოდება არის მოკლე და გამორჩეული. ამის იდეალური მაგალითია Google.

ჩვენი რჩევა:

სიტყვიერი ლოგო გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის საშუალებას თქვენი ბრენდის სახელწოდება იძლევა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფონტს და სიმარტივეს, არ უნდა იყოს გადატვირთული, თუმცა მეორე მხრივ უნდა იყოს აღქმადი და დასამახსოვრებელი.

სიტყვიერი ლოგო კარგი არჩევანია, როდესაც  მოკლე და ეფექტური სახელწოდება გაქვთ და გსურთ, რომ თქვენი ბრენდის აქცენტირება მოხდეს სახელწოდებაზე.

სტატიის გაგრძელება