სამოქალაქო სარჩელის შეტანა (ნაწილი I )

ery-300x160-300x160როგორ ხდება სარჩელის შეტანა სასამართლოში?

სარჩელის/ განცხადების სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის/განცხადების რეგისტრაციას.

რეგისტრაციისთვის აუცილებელელია  იგი აკმაყოფილებდეს შესაბამის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს:

(იხ. სტატია სარჩელის ფორმალური მოთხოვნები)

თუ სარჩელი არ შეესაბამება ფორმალური დასაშვებობის პირობებს, სასამართლოს კანცელარია მიუთითებს მოსარჩელეს (წარმომადგენეს), აღმოფხვრას შეუსაბამობა.

 შეუსაბამობის გამოუსწორებლობა იწვევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შედეგს –  სარჩელის რეგისტრაციაზე უარს.

ფორმალური დასაშვებობა ვრცელდება:

•   სარჩელზე;

•   შეგებებულ სარჩელზე;

•   მესამე პირის სარჩელზე. 

 ფორმალური დასაშვებობის წესები არ ვრცელდება შესაგებელზე (პასუხზე).

სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები:

•   მოსარჩელის (წარმომადგენლის) ინფორმირება სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ,

•   მოსარჩელისათვის (წარმომადგენლისათვის) სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების დაბრუნება.

ფოსტით გამოგზავნილი სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებები:

• მოსარჩელესთან (წარმომადგენელთან) ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაკავშირება;

•   მოსარჩელის (წარმომადგენლის) ინფორმირება სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;

• მოსარჩელისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების სასამართლოში გამოცხადების გზით დაბრუნება;

•   მოსარჩელის ინფორმირების შესახებ აქტის შედგენა, რომელიც დაერთვის საქმეს.

თუ მოსარჩელესთან (წარმომადგენელთან) მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაკავშირება შეუძლებელია, შედგება შესაბამისი აქტი და დაერთვება სარჩელს. მხარეს  სარჩელი და თანდართული დოკუმენტები დაუბრუნდება მისი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოში გამოცხადებით.

სარჩელის რეგისტრაციის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებები

სარჩელის რეგისტრაციის შემდეგ მოსარჩელეს გადაეცემა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილი (კონვერტი) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად; 

 მოპასუხისათვის გადასაცემი გზავნილი მოიცავს:

•   სარჩელს;

•   სარჩელზე თანდართულ დოკუმენტებს;

•   სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ ხელმოწერილი გზავნილის ფორმას, რომლითაც მოპასუხეს განესაზღვრება ვადა შესაგებლის წარმოსადგენად.

სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ ხელმოწერილი გზავნილის ერთი ეგზემპლარი, ასევე მოსარჩელისათვის მოპასუხეზე გადასაცემი გზავნილის ჩაბარების შესახებ აქტი დაერთვება სარჩელს და გადაეცემა მოსამართლეს.

მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ვალდებულება არსებობს, თუ:

•   მოსარჩელე იურიდიული პირია;

•   მოსარჩელე ინდივიდუალური მეწარმეა;

•   მოსარჩელეს, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა).

•   თუ სარჩელის ფორმაში არ არის მითითებული წარმომადგენელი, თუმცა სარჩელს ერთვის მინდობილობა, ან მოსარჩელე სარჩელში ითხოვს წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებას, მასზე ვრცელდება გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების ვალდებულება.

•   მოპასუხე იურიდიული პირია.

მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ვალდებულება არ არსებობს, თუ:

•   მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირია;

•   მოსარჩელე პატიმარია და მას არ ჰყავს წარმომადგენელი

•   მოსარჩელე და მოპასუხე ფიზიკური პირები არიან; ამასთან, მოსარჩელეს არ ჰყავს წარმომადგენელი.

გზავნილის ჩაბარებაზე მოსარჩელის უარის თქმის შემთხვევაში:

•   შედგება შესაბამისი აქტი და დაერთვება სარჩელს;

•   2 თვის გასვლის შემდეგ სარჩელი დარჩება განუხილველად.

გაგრძელება იხილეთ ბმულზე: სარჩელის შეტანა (ნაწილი II )