სამოქალაქო სარჩელის დასაშვებობის პირობები

10345758_1443194895928313_6894739968065039981_nსამოქალაქო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები

სასამართლო არ მიიღებს სარჩელს განსახილველად შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

1. სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას- ეს ისეთი შემთხვევაა, როცა სარჩელით წამოყენებული მოთხოვნა სხვა ორგანოს განსახილველია და არა სასამართლოსი.

მაგ: სასამართლო არ მიიღებს განსახილველად განცხადებას დაბადების მოწმობის გაცემის, იურიდიული პირის რეგისტრაციისა და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, რადგან აღნიშნული საკითხები სხვა უწყების გადასაწყვეტია.

2.არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

სასამართლო არ მიიღებს სარჩელს განსახილველად, თუ მოსარჩელეს მოთხოვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ საფუძველს უკვე განიხილებოდა სასამართლოში იმავე მხარეებს შორის და მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე ან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა ან მხარეები მორიგდნენ და შედგა შესაბამისი მორიგების აქტი სასამართლოს მიერ.

მაგ: თუ „ა“ -მ შეიტანა სარჩელი და ითხოვს „ბ“-სგან „ჭ“ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, მაშინ სასამართლო არ მიიღებს განსახილველად ამ სარჩელს, თუ „ა“-ს 1 წლის წინაც ჰქონდა შეტანილი იგივე სარჩელი „ბ“ -ს წინააღმდეგ და მანვე უარი თქვა სარჩელზე, ან „ბ“-მ ცნო მის მიმართ მოთხოვნა, ან თუ მხარეები მორიგდნენ აღნიშნულ საკითხზე.

მორიგების აქტი შეიძლება შედგენილი იყოს ასევე სანოტარო მედიაციის ან აღსრულების ეროვნული ბიუროში საქმის წარმოების დროს.

3. სასამართლო არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში, თუ ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

4. მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს; ან დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი;

5. საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის;

სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მართალია უწყებრივად სასამართლოს განსახილველია საქმე, თუმცა იგი სხვა სასამართლოს განსჯადია. (ტეიროტრიულად სხვა სასამართლომ უნდა განიხილოს) განსჯადობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 13-24 მუხლები.

6.  სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა- საპროცესო-სამართლებრივი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან, სწორედ ამ ასაკიდან პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.

თუ პირი არ აკმაყოფილებს ქმედუნარიანობის მოთხოვნას, სასამართლომ არ უნდა მიიღოს მისი სარჩელი განსახილველად.

7.  დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

ეს ისეთი შემთხვევაა, როცა პირს შეაქვს სხვისი სახელით სარჩელი, თუმცა არ გააჩნია მისგან მინდობილობა.

მაგ: „ა“-ს აქვს „ბ“-სგან სესხის მოთხოვნის უფლება და „გ“-ს შეაქვს „ა“-ს სახელით სარჩელი „ბ“-ს წინააღმდეგ, თუმცა მას არ გააჩნია „ა“-სგან მინდობილობა.

ასეთ შემთხვევაში სასამართლო არ მიიღებს სარჩელს განსახილველად.

8. სარჩელი არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ შინაარსობრივ მოთხოვნებს – (იხ. სტატია. სარჩელის შეტანის შინაარსობრივი მოთხოვნები  )

მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.