შემცირდება თუ არა საგადასახადო შემოწმების ვადები?

5495d1dad1dcf-300x138საგადასახადო შემოწმების ვადები

საგადასახადო შემოწმების ვადების შემცირების საკითხზე შემოსავლების სამსახურმა მუშაობა დაიწყო. აღნიშნული საკითხით დაინტერესება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მოსთხოვა.

ექსპრემიერმა და „მოქალაქეს” დამფუძნებელმა მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდა, საგადასახადო შემოწმების ვადები შეამცირონ და ევროპულ პრაქტიკას მიუახლოვონ.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, ხანგრძლივი შემოწმების პროცესი გარკვეულ დისკომფორტს ნამდვილად იწვევს, შედეგად, ეს ცუდია და ამას დარეგულირება სჭირდება. ებანოიძე აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახური მუშობს საკითხზე, თუმცა ეს საკანონმდებლო ორგანოში შევა როგორც საკანონდმებლო ინიციატივის თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ფორმით, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

ებანოიძის პროგნოზით, ეს საკითხი სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიისთვის უნდა მოხვდეს პარლამენტში.

რაც შეეხება ბოლო დროს ხშრად გააქტიურებულ თემას გახშირებულ შემოწმებებთან დაკავშირებით, ებანოძე ამას არ ეთენხმება და ამის დასტურად მას შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული სტატისტიკა მოჰყავს. სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებში დაფიქსირებული იყო შემოწმების 7500 ფაქტი, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 3 000-მდეა შემცირებული. მისი განცხადებით, როდესაც საუბრობენ გახშირებულ საგადასახადო შემოწმებებზე, სტატისტიკიდან გამომდინარე პირიქითაა საქმე.

მისივე შეფასებით, არ არის პრობლემა დავების გახანგრძლივების ვადებიც. მისი თქმით, ამის დასტურად მას ისევ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვით, 2014 წლის შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, დავების გადავადება შემოწმებული ობიექტების მოთხოვნით ხდება.  მისი თქმით,აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში პრობლემა არ არის.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ უწყება სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად აუდიტის ჩატარების პროცედურების დახვეწაზე მუშაობს, რაც შემოწმების ვადების ოპტიმიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური თემატურ შემოწმებებზე გადავიდა, რაც ასევე შეამჭიდროვებს ვადებს.

კომპანიების საგადასახადო შემოწმებისას მიდგომის შეცვლის აუცილებლობაზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ ლალაზაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებების პროცესს სისტემური მიდგომა და განსხვავებული მეთოდოლოგია სჭირდება.

 საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.