შეიცვლიდით თუ არა სამსახურს? (კვლევის შედეგები)

04_Los_beneficios_de_contratar_una_agencia_de_Marketing_Digital_para_tu_negocioშეიცვლით თუ არა სამსახურს? (კვლევის შედეგები)

„ინსორსმა“ განაახლა 2013 წელს ინიცირებული პროექტი – შრომის ბაზრის და ადამიანური რესურსის ბაზრის კვლევა. თუ 2013 -2014 წლის კვლევა მხოლოდ დასაქმების ბაზრის ანალიზსს მოიცავდა, 2015 წლიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციასა და მონაცემებს დავამუშავებთ. ვფიქრობთ, კვლევის შედეგები საინტერესო იქნება ორგანიზაციებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისა და პოტენციური მაძიებლებისთვის.

2015 წლის პირველი კვლევის მიზანი იყო იმ პროფესიების გამოვლენა, სადაც მაღალია მზაობა კარიერულ ცვლილებაზე. კველვაში მონაწილეობა მიიღო 1750 მსურველმა. გამოკითხვის ყველა მონაწილე დასაქმებულია, საიდანაც 80%-ს სურს სამსახურის ცვლილება. გამოიკვეთა ცვლილების სურვილის სამი ძირითადი მიზეზი: კარიერული წინსვლა, ანაზღურება, სფეროს შეცვლა.

გამოკითხულთა მცირე ნაწილმა დააფიქსირა სამსახურის შეცვლის შემდეგი მიზეზები:

8% – არასტაბილური გარემო, ხშირი ცვლილებები; 7%- ნაკლებად საინტერესო სამუშაო (კითხვარში “სამუშაოს შინაარსი”); 6% – ორგანიზაციული კულტურა.

სამსახურის შეცვლის სურვილი უმეტესად ფინანსისტებმა, მარკეტერებმა და HR მენეჯერებმა დააფიქსირა. მცირეა სამსახურის შეცვლის სურვილი ისეთ პროფესიებში, როგორიცაა : იურისტი (6%), ლოჯისტიკა/შესყიდვები (4%), ბუღალტერი (3%).

სამსახურის შეცვლის მაღალი სურვილი უმეტესად ფინანსურ ინსტიტუტებში ფიქსირდება (ბანკი, დაზღვევა, მიკროსაფინანსო). მცირეა ცვლილების სურვილი შემდეგ ინდუსტრიებზე: წარმოება – 6%, საჯარო სექტორი – 6%, მომსახურება – 4%.

ეს ინფორმაცია საინტერესო უნდა იყოს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ  თანამშრომლების დაქირავებასა და აქტიურ რეკრუტინგის. კვლევის შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანური რესურსის ბაზარზე მაღალია ფინანსისტებისა და მარკეტერების სიჭარბე.

ფინანსისტებისა და მარკეტერების სიჭარბის ალბათობა უნდა გაითვალისწინოს სამსახურის მაძიებელმაც კარიერის დაგეგმვისა და განვითარებაზე  მოლოდინების სწორად განსაზღვრის მიზნით. კვლევის შედეგებით შეგვიძლია კვლავ კიდევ ერთი დასკვნის გამოტანა: პოსტკრიზისული და კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობისას, სამსახურის შეცვლის სურვილი მაღალია ორი მნიშნველოვანი მიზეზის გამო: ა) თანამშრომლები ნაკლებად ელოდებიან მიმდინარე დამსაქმებელთან კარიერულ ზრდას, ან ანაზღაურების ზრდას, ბ) მაღალია არასტაბილურობის განცდა მიმდინარე დამსაქმებელთან, ბიზნესის მცირე ან ფაქტიურად შეჩერებული ზრდის/განვითარების გამო.

წყარო: http://insourcesight.blogspot.com/