რეკლამა საიტზე – რეკლამის განთავსება საიტზე

რეკლამა საიტზე – რეკლამის განთავსება საიტზე

რეკლამა საიტზეწინა პოსტში დეტალურად განვიხილეთ ინტერნეტ მარკეტინგის ყველაზე ეფექტური პლატფორმები საქართველოში, ამ სტატიაში კი გვსურს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ვისაუბროთ, ეს არის რეკლამა საიტზე.

რეკლამის განთავსება საიტებზე საკმაოდ გავრცელებული და მოთხოვნადი მომსახურებაა საქართველოში, თუმცა მნიშვნელოვანია გარკვეული საკითხების ცოდნა, რათა თქვენი რეკლამა არ იყოს ფინანსური რესურსების ფლანგვა.

სწორი საიტის არჩევა

როდესაც ვსაუბროთ საიტზე რეკლამის განთავსებაზე, პირველ რიგში სწორედ უნდა მოხდეს თავად საიტის განსაზღვრა.

ამისათვის საჭიროა გაცნობიერებული გქონდეთ, თუ ვინ არიან თქვენ პოტენციური მომხმარებლები, რა ინტერესები აქვთ, როგორია მათი დემოგრაფია და რამდენად შეესაბამება კონკრეტული საიტის კონტენტი და ვიზიტორთა სეგმენტი თქვენ რეკლამას.

სეგმენტი და აუდიტორია

თუ თქვენ რეკლამას განათავსებთ ისეთ საიტზე, რომელთა მომხმარებელს საერთოდ არ აინტერესებს თქვენი პროდუქცია / მომსახურება, ასეთი რეკლამა იქნება უშედეგო.

ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს რამხელა აუდიტორია აქვს საიტს, თუ თქვენი რეკლამა მათთვის არ არის აქტუალური.

მაგალითად: ქალების თეთრეულის რეკლამა მეთევზეებისთვის განკუთვნილ საიტზე არ იქნება ეფექტური, მაშინაც კი თუ ასეთ საიტს დღეში 10.000 ვიზიტორი ყავს.

რეკლამის ტიპი

საიტზე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის რეკლამის განთავსება:

  • საბანერო რეკლამა – რეკლამისთვის გამოყოფილია სპეციალური საბანერო ადგილები, რომელზეც იგი ჩანს დროის გარკვეულ მონაკვეთში.
  • რეკლამა სტატიის მეშვეობით – სტატია იწერება ექსკლუზიურად თქვენი ბრენდის, მისი პროდუქციისა ან მომსახურების შესახებ.
  • რეკლამა Backlink-ის მისაღებად – ასეთი ტიპის რეკლამა გამოიყენება SEO ოპტიმიზაციისთვის, კერძოდ რაც უფრო ბევრი ხარისხიანი Backlink-ი შეიქმნება, რომელიც უთითებს თქვენ საიტზე, მით უფრო გაუმჯობესდება თქვენი საიტის რეიტინგი საძიებო სისტემებში.

რეკლამის ტიპის არჩევა უნდა მოხდეს თქვენი ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინებით, თქვენი მიზნების შესაბამისად.

ღირებულება

ქართულ საიტზე რეკლამის განთავსება არ ჯდება იაფი. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორად იქნეს დასახული პრიორიტეტები.

ხშირ შემთხვევაში, საიტზე რეკლამირება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ისეთი ალტერნატივები, როგორიცაა რეკლამა გუგლში, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ან თუნდაც საკუთარი ვებ საიტის დამზადება და პიარი.

ამიტომაც, ასეთი რეკლამის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში რეკომენდირებული, თუ იგი ერთიანი სტრატეგიის ნაწილია და კონკრეტული ამოცანების მიღწევის საშუალებას იძლევა.

ჩვენი პარტიორი კომპანიები

წარმოგიდგენთ ჩვენ პარტიორ კომპანიებს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი რეკლამა

www.smartloan.ge

www.babyboo.ge

www.travelhub.ge