დამსაქმებლის პასუხისმგებლობა დასაქმებულის მიერ მიყენებულ ზიანზე

HCW-May-Blogდამსაქმებლის პასუხისმგებლობა დასაქმებულის მიერ მიყენებულ ზიანზე

დასაქმებულის მიერ თავისი სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია მისი დამსაქმებელი.

აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული დანაწესებიდან, რომელთა მიხედვითაც:

„პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.”   (სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლი).

„მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.”  (სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლი).

აღნიშნული მუხლების მიხედვით განსაზღვრულია პირის პასუხისმგებლობა  დაქირავებული მუშაკის და წარმომადგენლის ბრალეული ქმედებისათვის.

დამსაქმებლის პასუხისმგებლობისთვის აუცილებელია არსებობდეს შემდეგი გარემოებები:

  • დასაქმებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება;
  • დასამქებულის ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი არსებობა;
  • ზიანი უნდა იყოს მიყენებული სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში;
  • დასაქმებულის ბრალის არსებობა;

შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.