საჯარო მოხელის ატესტაცია
მოხელის ატესტაციის დანიშნულებაა მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შემოწმება მის მიერ დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან.
ატესტაციის ჩატარების წესი და პირობები განსაზღვრულია მთავრობის N-411 დადგენილებაში.
ვინ არიან ატესტაციას დაქვემდებარებული პირები?
ატესტირებას ექვემდებარება:
- მოხელე 3 წელიწადში ერთხელ;
- კონკურსის შედეგად, მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი.
ატესტირებას არ ექვემდებარება:
- მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
- მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
- მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
საჯარო სამსახურთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები იხილეთ BLH-ის საჯარო სამსახურის შესახებ ფორუმზე.