“ჩემო კარგო” – ახალი სიტყვა ქართულ სარესტორნო ბიზნესში

“ჩემო კარგო” – ახალი სიტყვა ქართულ სარესტორნო ბიზნესში

წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ შექმნილ უახლეს პროექტს – „ჩემო კარგო“, რესტორანთა ქსელი, რომელიც მყუდრო გარემოსა და უგემრიელესი კერძების გარდა გთავაზობთ ინოვაციური ციფრული მომსახურების სისტემას, რომელიც ხორციელდება მრავალ ფუნქციური ვებ-საიტისა და მობილური აპლიკაციების მეშვეობით.

კონკრეტულად რას გვთავაზობს „ჩემო კარგო“?

“ჩემო კარგოს“ ვებ-საიტს რამდენიმე ძირითადი მოდული აქვს:

მიტანის სერვისი – Chemokargo.ge -ის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ სახლიდან / ოფისიდან გაუსვლელად რესტორნის სრული მენიუს შერჩევას, შეკვეთასა და მითითებულ დროში მიღებას.

რესტორნის მაგიდის დაჯავშნის სერვისი – დაჯავშნეთ მაგიდა ელექტრონულად, ნებისმიერი ლოკაციიდან, ნებისმიერ დროს, მათ შორის მობილური ტელეფონის მეშვეობით.

გადახდის მოქნილი სისტემა: მომხმარებელს საშუალება აქვს განახორციელოს ანგარიშსწორება, როგორც ქეშით – მიტანისას, ასევე საკრედიტო ბარათით, როგორც მიტანისას ტერმინალის გამოყენებით, ისე ონლაინ რეჟიმში.

წაღების სერვისი – თქვენ საშუალება გაქვთ შეუკვეთოთ მენიუ და წამოიღოთ ჩემო კარგოს ნებისმიერი რესტორნიდან, თქვენ მიერ მითითებულ დროში.

სწრაფი დაჯავშნა – რეგისტრაციის გარეშე, საიტის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ განახორციელოთ სწრაფი დაჯავშნა.

მიტანის პროცესის კონტროლი: და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, შეკვეთის მოტანის პროცესს live რეჟიმში.

„ჩემო კარგო“ ასევე გთავაზობთ მობილურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

მენიუს შერჩევა – შეკვეთა რუქაზე მონიშვნით.

გადახდის ფორმა: ისევე, როგორც საიტზე, თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ, როგორც ბარათით, ისე ქეშით.

დრო: მიუთითეთ კონკრეტული დრო ან მონიშნეთ „ახლავე“, რაც შეიძლება სწრაფად შეკვეთის მოტანისთვის.

მიტანის პროცესის კონტროლი რუქაზე: მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ შეკვეთის პროცესის კონტროლს Live რეჟიმში.

დარეგისტრირდით ჩემო კარგოს ვებ-საიტზე ახლავე, ან გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია, როგორც Android-ის ისე IOS-ის სისტემაზე!!