დროა ეძებოთ ახალი სამუშაო??? 4 ნიშანი…

Quit-Your-Job

დროა ეძებოთ ახალი სამსახური

თუ სამსახურში ყოფნის დროს სულ მოწყენილი ხართ, ვერ პოულობთ მუშაობის ინტერესს, ვერც თანამშრომლებისგან შთაგონებას, ვერ ხედავთ გამოწვევებს, მაშინ დროა ეძებოთ ახალი სამუშაო.

მოწყენილობა- თუ სამუშაოს კეთებისას მუდმივად მოწყენილობაა ირგვლივ და ერთი სული გაქვთ, როდის მორჩება სამუშაო დღე, ხოლო ერთადერთი დადებითი ემოცია, რაც სამსახურს უკავშირდება არის სამსახურის დამთავრების დრო, მაშინ დროა ეძებოთ სხვა სამუშაო. ეს სიტუაცია ჰგავს გვირაბს, რომლის ბოლოსაც ჩანს სინათლე, თქვენ კიდევ გვირაბიდან გასვლა არ გინდათ.

არ უზიარებთ თქვენს აზრებს არავის- სამუშაოში ჩართულობის არსებითი შემადგენელი ნაწილია გარკვეული აზრების მოფიქრება სამუშაოსთან დაკავშირებით და მათი გაზიარება თანამშრომლებთან/უფროსობასთან. თუ ასეთი აზრები არ მოგდით, ან ისინი მოგდით, მაგრამ მათი გაზიარება არ გხიბლავთ, მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ სხვა სამსახური უნდა ეძებოთ, სადაც თქვენი აზრ-შემოქმედებითი პროცესი უფრო ეფექტიანად განხორციელდება.

თქვენი თანამშრომლების ჩამორჩენილობა- თუ თქვენ თანამშრომლებს არ ესმით რაზე ესაუბრებით და ვერ იაზრებენ თქვენ იდეებს, მაშინ ეს შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ ისინი ინტელექტუალურად ჩამორჩენილები არიან. ძნელია მუშაობა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც შენი არ ესმით.

უფროს ხედვის გარეშე- ძნელია მუშაობა ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ აქვს ხედვა. და თუ თქვენ გაქვთ გარკვეული ხედვა, რომელიც მიუღებელია უფროსისთვის,რომელსაც საერთოდ არანაირი ხედვა არ აქვს, ასეთი შემთხვევა უფრო რთული ასატანი ხდება. უფროსი უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც კარგ აზრებს იზიარებს, ხოლო ცუდ აზრებს ფილტრავს, მათ შორის თავის ცუდ აზრებს.