სამუშაო გარემო ახლო მომავალში

teamwork

სამუშაო გარემო ახლო მომავალში

როგორ შეიცვლება სამუშაო ძალა მომავალი 5 წლის მანძილზე?

ხუთი წელი არ არის დიდი პერიოდი, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი სახეცვლილება მოხდება სამუშაო პირობებში.

როგორი იქნება მუშახელი 2019 წელს?

აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადნენ სხვადასხვა ექსპერტი და ანალიტიკოსები. წარმოგიდგენთ მათ მიერ შემუშავებულ სამ მოსალოდნელ ცვლილებას სამუშაო გარემოში:

1. შტატგარეშე დასაქმებულებთა რაოდენობა საერთო დასაქმებულთა 50% -ი გახდება

შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა იზრდება, აღნიშნული ტენდენცია რადიკალურად შეცვლის საოფისე სამსახურების ტრადიციულ ფორმას. უკვე ხუთ წელიწადში, დასაქმებულთა 50% უკვე აღარ იჯდება ოფისში დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, მათ შეიძლება კონკრეტული სამუშაოს გაკეთება დაევალოთ კონტრაქტის საფუძველზე, რასაც არ ჭირდება შტატში ყოფნა და საოფისე რუტინულ სამუშაოსთან შეგუება.  თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები ამ ტენდეციას უფრო გააღრმავებს.

2. მოქნილი სამუშაო გარემო

ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც სამუშაოს განხორციელება ხორიცელდება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, რაც მობილური ტექნოლოგიისა და „cloud”-ის დამსახურებაა. 2019 წლამდე იმ ადამიანთა  ოდენობა გაორმაგდება, რომლებიც იმუშავებენ ვირტუალურ სამყაროში, მოქნილი სამუშაო პირობების შესაბამისად.

 3. ტექნოლოგია შეცვლის სამუშაოს სტრუქტურას

უკვე დღეს საუკუნობით მანძილზე ჩვეული პროფესიები კარგავენ თავიანთ აქტუალურობას, რაც განპირობებულია ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებით. 2020 წლისათვის ბევრ რესტორანში ადამიანი მიმტანის მაგივრად გაჩდებიან რობოტი მიმტანები, გაგრძელდება ახლო წარსულის ტენდენცია ქარხნებში ადამიანების ნაცვლად მანქანების დასაქმებისა, ექიმებს ოპერაციის გაკეთებაში დაეხმარებიან რობოტი ექიმები, ხოლო თვითფრინავები თვითონ იფრენენ პილოტის გარეშე. რას გააკეთებენ ადამიანები? ვნახოთ.. პასუხობს Georgetown-ის უნივერსიტეტის პროფესორი John Mcaloh-ი.

მსგავსი სტატიები: დასაქმებულთა 3 ტიპი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ სამსახურიდან როგორ ავიყვანოთ კარგი კადრები?