ლოგოს დახატვა – რა გავითვალისწინოთ?
თანამედროვე ბიზნესში კონკურენციის დონე უფრო და უფრო იზრდება, კარგი ლოგო კი, თქვენს კომპანიას ბაზარზე მყარად იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს. ამ სტატიაში განვიხილავთ ეფექტური ლოგოს დახატვის ძირითად პრინციპებს:
აიღეთ ფურცელი და კალამი
ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი იმ კარგად მოძველებულ გზაზე, რომელიც იდეების და დიზაინის კონცეფციების ფურცელზე გადატანას გულისხმობს.
ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასპექტი იყოს ლოგოს შექმნისთვის.
ნუ იჩქარებთ, შექმენით რამდენიმე დიზაინის ვერსია, თქვენ თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ იმდენჯერ გააუმჯობესოთ დიზაინი საბოლოო შედეგამდე, რამდენჯერაც მოგესურვებათ.
გამოხატეთ საკუთარი თავი
თქვენი ლოგოს ფერები, ფორმა და ტიპოგრაფია დაუყონებლივ სურათს უნდა ქმნიდეს იმის შესახებ, თუ ვინ ხართ და რას საქმიანობს თქვენი კომპანია.
გაიხსენეთ Amazon-ისა და Fedex-ის ლოგოები.
თქვენი აუდიტორია
არ აქვს მნიშვნელობა როგორ ლოგოს აირჩევთ, იქნება ეს მხოლოდ სიტყვიერი, თუ სურათთან კომბინირებული, მან უნდა მიაღწიოს თქვენს სამიზნე აუდიტორიამდე.
მაგალითად, ბავშვებისთვის მიზანმიმართული პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებისას, უნდა გამოიყენოთ მხიარული და გასართობი გამოსახულებები.
დაკავშირებული სტატია: ლოგოს ტიპები ბიზნესისთვის
გააკეთეთ განცხადება
ეს არ გულისხმობს ნამდვილი განცხადების გაკეთებას. მოიპოვეთ ყურადღება ისეთი წარმატებული ლოგოს დიზაინით, რომელიც თავად საუბრობს თქვენზე.
აღაფრთოვანეთ თქვენი აუდიტორია ისეთი ვიზუალით, რომელიც მათზე წარუშლელ პირველ შთაბეჭდილებას დატოვებს და თქვენს პროდუქტსა თუ შეთავაზებას გაყიდის.
იფიქრეთ ჩარჩოებს გარეთ
გაბედეთ, იყოთ განსხვავებული. გაიხსენეთ Apple-ის ლოგო, ეს ამისთვის შესანიშნავი მაგალითია – უნიკალური, კრეატიული და დასამახსოვრებელი. ისინი ყიდიან ტექნიკას, თუმცა მათი გონება ჩარჩოებს გასცდა და შედეგიც სახეზეა.
სიმარტივე
მარტივი და თვალსაჩინო ლოგოს დიზაინი აღსაქმელად ადვილი იქნება. აჯობეთ გონებამახვილობით გადატვირთულ დიზაინებს და დაიწყეთ თქვენი ლოგოს ზომის შემცირება.
თეორია, რომ ზომა გადამწყვეტი არ არის, სწორედ ამ საკითხში მართლდება. რა საჭიროა არაეფექტური ლოგო, რომელიც მთლიანად ფარავს თქვენს სავიზიტო ბარათს, მაგრამ არანაირ განმარტებას არ იძლევა.
ლოგოს ფერი
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ფერს შეარჩევთ თქვენი ლოგოსთვის. ის განსაზღვრავს თქვენი ვებსაიტის (და არა მარტო) ფერების სქემას. ასევე გაითვალისწინეთ, რამდენად კარგად გამოიყურება თქვენი ლოგო შავ-თეთრ ტონალობაში.
ტიპოგრაფია
შეგიძლიათ გამოსცადოთ რამდენიმე შრიფტის ტიპი, სანამ საბოლოოდ გადაწყდება ერთი, რომელიც შეესაბამება თქვენს ლოგოს ან სათაურს.
პროფესიული სურათისთვის გამოიყენეთ არაუმეტეს ორი განსხვავებული შრიფტისა, რომელიც არ იქნება ხშირად გამოყენებადი და ფართოდ გავრცლებული.
კვლევა
კვლევა არის დიზაინისთვის სასიცოცხლო ელემენტი. მაგალითად, თუ კორეულ რესტორანში დიზაინის კონცეფციის შექმნა გინდათ, მაშინ კარგი იდეა იქნებოდა გამოგეკვლიათ როგორია მათი კულტურა, რა ტიპის ჭურჭელს იყენებენ ისინი ჩვეულებრივ, შემდეგ კი, შეიტანეთ ის თქვენს დიზაინში.
ამ მნიშვნელოვანი რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ საუკეთესო ლოგოს დახატვაში, ხოლო თუ აღნიშნულ საკითხში პროფესიონალების დახმარება გსურთ – დაგვიკავშირდით, ჩვენი პროფესიონალთა ჯგუფი მზად არის დაგიმზადოთ საუკეთესო კონცეფციის და შინაარსის ლოგო.
მსგავსი სტატია: ბრენდირება – როგორ შევქმნათ ბრენდი?