განსხვავება სესხის პროცენტსა და სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის დარიცხულ პროცენტს შორის


10247222_1439753046272498_6597373707089938535_n
განსხვავება სესხის პროცენტსა და სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის დარიცხულ პროცენტს შორის

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც წარმოადგენს იმ ზიანს, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო;

სკ-ის 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა:

1)მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება;

2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული;

3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.

მაგ: ნინომ ლაშასგან ისესხა 10.000 ლარი, 1 წლის ვადით 10% წლიური სარგებლით. ამასთან მხარეებს არ განუსაზღვრიათ პასუხისმგებლობა სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში. 1 წლის გასვლის შემდეგ ნინომ არ დააბრუნა სესხი. ასეთ შემთხვევაში ლაშა ვერ მოითხოვს ვადაგადაცილებული პერიოდისათვის წლიური 10%-ს, რადგან არ არის დაცული 403-ე მუხლის მოთხოვნები, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორი (ფიზიკური პირი) დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ვადაგადაცილებული პერიოდისათვის მიუღებელ შემოსავალს საერთოდ ვერ მიიღებს.