შეაფასე შენი სამუშაო პირობები ანონიმურად

news_998შეაფასე შენი სამუშაო პირობები ანონიმურად

გაიგეთ რა ხდება კომპანიებში მათივე თანამშრომლების რევიუბიდან. jobrate.ge – ზე ნებისმიერი კომპანიის თანამშრომელს საკუთარი მოსაზრებების ანონიმურად დაწერა შეუძლია. ახალ პორტალზე ნახავთ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა დაწესებულებაში სამუშაო პირობების შესახებ – მენეჯმენტზე, სტრუქტურაზე, ხელფასებზე, გასაუბრების პროცესსა და სხვა.

ამ ინფორმაციას სრულიად უფასოდ ეცნობა დამსაქმებელი, შესაბამისად, საკუთარი თანამშრომლების შეხედულებების შესახებ ინფორმირებულია. პროექტი სულ რაღაც 4-5 დღეა გაეშვა, პროექტის ავტორის ლადო კანდელაკის თქმით, დასაქმებულების მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა.

“ჩვენი სტატისტიკიდან (Google Analytics) ჩანს, რომ მომხმარებლები საკმაოდ დიდხანს რჩებიან საიტზე. ეს ნიშნავს, რომ ეცნობიან სხვა მომხმარებლების აზრსაც. არ გვეგონა თუ ამხელა მოწონებას დაიმსახურებდა პროექტი. რაც შეეხება დამსაქმებლებს. ვფიქრობთ ნელ-ნელა ისინიც ჩაერთვებიან პროექტში და ამ ინფორმაციას შესაბამისად გამოიყენებენ, რადგან ჩვენ პირველ რიგში მათ ბიზნესის გაუმჯობესებაში ვეხმარებით“, – ამბობს კანდელაკი.

საიტზე კონფიდენციალურობა 100%–თაა დაცული, რადგან თანამშრომლები კომენტარებს ანონიმურად დებენ და მათი საკონტაქტო ინფორმაცია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციას აქვს. მათი თქმით, მომხმარებლების პირად ინფორმაციას მესამე პირზე არ გასცემენ.

თუ კომპანიის ტოპ მენეჯმენტს სურვილი აქვს პასუხი გასცეს ნებისმიერ კომენტარს, შეუძლია საიტზე ბიზნეს ანგარიში შეიძინოს და ინტერაქციაში შევიდეს ამა თუ იმ კომენტარის ავტორთან. ეს კომუნუკაციაც აბსოლუტურად საჯაროა. ამ ეტაპზე საიტის ბეტა ვერსიაა გაშვებული. მომავალში jobrate.ge–ზე სხვადასხვა ფუნქციის დამატება იგეგმება.

წყარო: zeti.ge