შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აზრით 5–დღიანი სამუშაო კვირა 4 დღემდე უნდა შემცირდეს

4dayშრომის საათების შემცირება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 5–დღიანი სამუშაო კვირა 4 დღემდე უნდა შემცირდეს.

გავლენიანი ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ეს დასაქმებულებსაც წაადგება და მთლიანად ეკონომიკასაც. მათი განმარტებით, დამატებითი უქმე დღეების ხარჯზე დაქირავებული თანამშრომლები გაიუმჯობესებენ ზეგანაკვეთური შრომისგან შერყეულ ჯანმრთელობას, კომპანიები შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და შრომის პროდუქტიულობა გაიზრდება.

დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, 4–დღიანი სამუშაო კვირის იდეას მხარს უჭერენ „გუგლის“ თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი და მსოფლიოს ერთერთი უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმი.