Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterმოძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი
მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე ნივთის გადაცემისას, სახეზეა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნივთის განკარგვა და შესაბამისად გარიგება იქნება ბათილი და საკუთრების უფლება არ გადავა შემძენზე.
თუმცა ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს განსაზღვრავს სკ-ის 187-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მოძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი გახდება ნივთის მესაკუთრე იმ შემთხვევაშიც, როცა გასხვისება ხორციელდება მესაკუთრის ნების გარეშე და შემძენმა არ იცის და არც შეიძლება სცოდნოდა აღნიშნული გარემოება.
ამ ნორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სკ-ს 158.1-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც- ივარაუდება, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
შემძენის კეთილსინდისიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ შემძენმა მასზე ნივთის გადაცემის შემდეგ შეიტყო, რომ ნივთის გამსხივსებელი არ იყო მესაკუთრე. ანუ კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.
თუმცა ამ გამონაკლისის გამონაკლისია განსაზღვრული სკ-ს 187.2-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ,მიუხედავად კეთილსინდისიერებისა შემძენი არ ხდება მესაკუთრე, თუ მესაკუთრეს ეს ნივთი დაეკარგა, მოპარეს, ან მისი ნების წინაამღვდეგ გავიდა მისი მფლობელობიდან ანდა შემძენმა ნივთი უსასყიდლოდ მიიღო. ეს წესი არ გამოიყენება ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ. მაგ: თუ შემძენმა აუქციონზე ისეთი ნივთი შეიძინა, რომელიც მესაკუთრის მფლობლობიდან თუნდაც მისი ნების საწინაამღვდეგოდ გავიდა, შემძენი მაინც შეიძენს საკუთრებას.
BLH
Keymasterრა არის სატრანსპორტო-სასაქონლო ზედნადები?
ზედნადები ადასტურებს გადაზიდვის ხელშეკრულების დადების ფაქტს და განსაზღვრავს მის შინაარს.
ზედნადების შედგენის წესი:
ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
თუ გადასაზიდი საქონელი ნაწილდება სხვადასხვა ტრანსპორტზე, ან თუ საქონელი სხვადასხვა სახისაა, ან დაყოფილია განსხვავებულ პარტიებად, გამგზავნს ან გადამზიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს ზედნადების შედგენათითოეული ტრანსპორტის ან ტვირთის სახეობისთვის.
ზედნადები- ზედნადებით განისაზღვრება (რაც განისაზღვრება- შინაარსი)
სასაქონლო ზედნადები უნდა შედგებოდეს შემდეგი მონაცემებისგან:
(ა) სასაქონლო ზედნადების შედგენის დრო და ადგილი;
(ბ) გამგზავნის სახელი და მისამართი;
(გ) გადამზიდველის სახელი და მისამართი;
(დ) ტვირთის მიღების ადგილი და თარიღი, ასევე ტვირთის დანიშნულების ადგილი;
(ე) ტვირთის მიმღების სახელი და მისამართი;
(ვ) ტვირთის ჩვეულერივი გამოყენების აღწერილობა და შეფუთვის მეთოდი, და, საფრთხის. შემცველი ტვირთის შემთხვევაში, მათი საყოველთაოდ აღიარებული აღწერილობა;
(ზ) შეფუთვების რაოდენობა და მათი სპეციალური აღნიშნვები და ციფრები;
(თ) ტვირთის მთლიანი წონა, ან მისი რაოდენობის სხვაგვარი გამოხატვა;
(ი) ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია გადაზიდვასთან (გადაზიდვის ხარჯი, დამატებითი ხარჯი, საბაჟო გადასახადი და ხელშეკრულების შედგენიდან ტვირთის ჩაბარების დრომდე გადახდილი სხვა ხარჯები);
(კ) საბაჟო და სხვა ფორმალობების აუცილებელი ინსტრუქციები;
(ლ) მითითება, რომ, ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად, გადაზიდვა არის მიზანი, მიუხედავად რაიმე საწინააღმდეგო მუხლისა/შენიშვნისა.
- საჭიროების მიხედვით, სასაქონლო ზედნადები ასევე უნდა შეცავდეს შემდეგ მონაცემებს;
(ა) მითითება, რომ გადატვირთვა აკრძალულია;
(ბ) შემდგომი ხარჯები, რომელთა გადახდაც გამგზავნმა იტვირთა.
(გ) გადასახადი, რაც უნდა იყოს გადახდილი ტვირთის ჩაბარებისას;
(დ) ტვირთის ღირებულების შესახებ დეკლარაცია და გადაცემისათვის სპეციალური პროცენტის ოდენობა;
(ე) გადამზიდველისადმი გამგზავნის ინსტრუქციები ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებით;
(ვ) დროის შეთანხმებული ვადები, რომელთა ფარგლებშიც გადაზიდვა უნდა განხორციელდეს;
(ზ) გადამზიდველისთვის გადაცემული დოკუმენტების ნუსხა.
- მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სასაქონლო ზედნადებში სხვა მონაცემებიც, რასაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ.
BLH
Keymasterგადაზიდვასა და ექსპედიციას შორის განსხვავება
გადაზიდვის ხელშეკრულების საგანია ტვირთის გადაზიდვა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ხოლო ექსპედიციის ხელშეკრულების საგანია, ტვირთის გადაზიდვის უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მისი ფაქტობრივად გადაზიდვა, არამედ სხვა ქმედებები, რაც საჭიროა ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად.
ამავდროულად ექსპედიტორი შეიძლება თვითონ არ იყოს გადამიზდველი, მან შეიძლება გადამზიდველთან დადოს ხელშეკრულება თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯებით, ხოლო გადამზიდველის მიერ თავისი მოვალეობების დარღვევისას, ექსპედიტორმა უნდა გადასცეს თავისი მოთხოვნა შემკვეთს, ანუ თუ იგი არ არის გადამზიდველი იგი პასუხს არ აგებს გადამზიდველის ბრალეული ქმედებისათვის.
BLH
Keymasterრა არის გადაზიდვის ხელშეკრულება?
სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლი განსაზღვრავს გადაზიდვის ხელშეკრულების ცნებას:
„გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.“
ტვირთის გადაზიდვა შეიძლება სხვადასხვა სახით განხორციელდეს (საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო), თითოეული სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა-გადაყვანა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკებით, რომლებიც დარეგულირებულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მათ შორის სამოქალაქო კოდექსით. ასევე არსებობს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ. (Hamburg rules, CMR და ა.შ.)
გადაზიდვის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სხვადასხვა სახით:
ტვირთის გადაზიდვის კონსესუალური ხელშეკრულება- გადამზიდველი კისრულობს ვალდებულებას გამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული/გადასაცემი ტვირთი გადაიტანოს დანიშნულების ადგილზე და გადასცეს ტვირთის მიმღებს, ხოლო გამგზავნი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
რეალური ხელშეკრულებაა- გადამზიდველს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მხოლოდ ისეთი ტვირთის მიმართ, რომელიც გადასცა გამგზავნმა და მიიღო გადამზიდველმა დანიშნულების ადგილზე გადასატანად, ანუ გადაზიდვის ხელშეკრულების დადება ემთხვევა ტვირთის გადამზიდველისთვის გადაცემის ფაქტს.
BLH
Keymasterექსპედიტორის უფლებები
ექსპედიტორის ძირითადი უფლებებია:
I. ინფორმაციის მიღების უფლება;
II. აუცილებელი მითითებების მიღების უფლება;
III. ანაზღაურების (პროვიზიის) მიღების უფლება;
IV. აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
V. თავისი ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი საშუალებების მოთხოვნის უფლება.
BLH
Keymasterექსპედიტორის ძირითადი ვალდებულებები
I. კეთილსინდისიერება/გულისხმიერება;
II. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
III. საიდუმლოების შენახვის ვალდებულება;
IV. ცალკეული ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
BLH
Keymasterშრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა
შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად შეცვალონ შრომის ხელშეკრულებაში განსაზღვრული არსებითი პირობები.
ამდენად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ხოლო, თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.
შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რომელიც განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას.
შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არაუმეტეს 3 საათისა დღეში, ამასთანავე, არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს;
ბ) სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის ცვლილება არაუმეტეს 90 წუთით.
დამსაქმებლის მიერ ორივე “ა” და “ბ” პირობის ერთდროულად შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
BLH
Keymasterხანდაზმულობის ვადები
1. ორგანოს განსჯადობის შემთხვევაში- ასკ-ის 38.1-ე მუხლი :
„ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.“
მაგ: “ა”-მ დაარღვია მანქანის პარკირების წესები 2013 წლის 20 აგვისტოს. მისი დაჯარიმება შესაძლებელია არაუგვიანეს 2013 წლის 20 ოქტომბრისა.
2. სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში- ასკ-ის 38.2-ე მუხლი:
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს, გარდა ამ კოდექსის 159(5)–159(9) მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
3. აღსრულების ხანდაზმულობის შემთხვევაში- ასკ-ის 287-ე მუხლი:
„დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში.“
მაგ: თუ სითი პარკმა დააჯარიმა “ა”, უკანონო პარკირებისათვის 2013 წლის 20 სექტემბერს. დაჯარიმების დღიდან 6 თვის მანძილზე უნდა მოხდეს საქმის აღსრულება, მისი აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადაცემის გზით. თუ 6 თვის განმავლობაში ჯარიმის შესახებ დადგენილება არ გადაეცემა აღსრულების ბიუროს, მაშინ დადგება აღსრულების ხანდაზმულობა და დადგენილება ვეღარ აღსრულდება ხანდაზმულობის გამო.
BLH
Keymasterშრომის ხელშეკრულების არსებითი პირობები
მოცემულ სტატიაში განხილულია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, ანუ ის პირობები, რომელთა შესახებაც უნდა შეთანხმდნენ დამსაქმებელი და დასაქმებული, რათა მათ შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვას.
BLH
Keymasterპარტნიორთა კრების ოქმის შინაარსი და ბათილობა (სუსგ N- 3კ-530-02)
ოქმის შინაარსი:
““მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი პირდაპირ არ მიუთითებს, თუ როგორი სახით უნდა შედგეს შპს-ს პარტნიორთა კრების ოქმი, მაგრამ, ცხადია, კრების ოქმი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ სად და როდის შედგა კრება. მითითებული უნდა იყოს, თუ ვინ ესწრება კრებას და დამსწრე პარტნიორთა რაოდენობა, წესდების შესაბამისად არის თუ არა კრება გადაწყვეტილებაუნარიანი, ოქმში ასევე აღნიშნული უნდა იყოს იმ პარტნიორების ვინაობაც, რომლებიც არ ესწრებიან კრებას და უნდა აღინიშნოს დაუსწრებლობის მიზეზებიც. ოქმში მითითებული უნდა იყოს განსახილველი საკითხი და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები; ოქმი მკაფიოდ უნდა ასახავდეს კენჭისყრის შედეგებს და ხელს უნდა აწერდეს თავმჯდომარე, სასურველია კრების მდივნის ხელმოწერაც.”
ოქმის ბათილობის დაუშვებლობა:
მოცემულ შემთხვევაში შპს “ა-ის” პარტნიორთა კრების 2000წ. 2 მარტის ოქმში, მართალია, მითითებული არ არის პარტნიორთა კრებაზე დამსწრე ყველა პირთა ვინაობა და რაოდენობა, მაგრამ ამის მიუთითებლობა ვერ გამოიწვევს მოცემული ოქმის ბათილობას, რადგან პარტნიორთა კრების ოქმიდან ირკვევა, რომ კრების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კონკრეტულმა პარტნიორებმა, რომელთა წილი საწესდებო კაპიტალში 65%-ზე მეტს შეადგენს (წესდების შესაბამისად კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის არსებობისათვის აუცილებელია ხმების 65%-ის არსებობა).
-
AuthorPosts
