Forum Replies Created

Viewing 10 posts - 311 through 320 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: შრომის სამართალი #28948
    BLH
    Keymaster

    შეთავსებითი სამუშაოს შეზღუდვა

    ზოგადი წესის მიხედვით, პირი უფლებამოსილია ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს  სხვა ანაზღაურებადი სამუშაო შეასრულოს, თუმცა  დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს. ასეთი შეზღუდვის დაწესება შესაძლებელია თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:

    ა) შეთავსებით სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს დასაქმებულის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას

    ან/და

    ბ) პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

    სხვა საფუძვლით შეთავსებითი სამუშაოზე მუშაობის შემზღუდველი სახელშეკრულებო პირობა არის ბათილი და შესაბამისად არ გააჩნია იურიდიული ძალა.

    in reply to: გადაზიდვა/ტრანსპორტირება #28929
    BLH
    Keymaster

    ტვირთის მიღების დაყოვნება

     

    სუსგ. №ას-1024-1055-2011

     

    დავა ეხება სარკინიგზო გადაზიდვას, ტვირთის მიმღებმა დროულად არ მიიღო ტვირთი და არ გადატვირთვა, რამაც გამოიწვია ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს გადამზიდველი.

     

    ამასთან, უზენაესმა სასამართლომ საინტერესო განმარტებები გააკეთა გადაზიდვის ხელშეკრულების შესახებ.

     

    “გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეებს შეიძლება წარმოადგენდნენ ტვირთის გადამზიდ-ველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები.”

     

    “გადაზიდვის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება, რაც ტრანსპორტირების გარდა სხვა მოქმედებებსაც მოიცავს, როგორიცაა ტვირთის მიმღები-სათვის გადაცემა, ტვირთის შენახვა და ა.შ.”

     

    “საერთო ფორმის აქტები წარმოადგენენ იმ სათანადო მტკიცებულებებს, რომლებითაც შესაძლებელია და-დასტურდეს ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნება ან სხვა გარემოებები, რომელთა სა-ფუძველზეც დგება მხარეთა პასუხისმგებლობა.”

     

     

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28923
    BLH
    Keymaster

    ელექტროენერგიის  ნასყიდობასა და მოხმარებასთან დაკავშირებული დავები

     

    მოცემულ საქმეები ეხებოდა ელექტროენერგიის ნასყიდობიდან გამომდინარე დავებს.

     

    სუსგ. ას-156-484-09

     

    სუსგ. ას-762-978-08

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28922
    BLH
    Keymaster

    ავტომანქანის ნასყიდობა განვადებით და ხელშეკრულებიდან გასვლა

     

    (ას-397-713-09)

     

    მხარეებმა დადეს ავტომანქანის ნასყიდობა განვადებით, მყიდველს სრულიად  არ გადაუხდია საფასური, თუმცა ამტკიცებდა, რომ გამყიდველმა არ მიიღო დარჩენილი თანხა, ხოლო გამყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდა და ითხოვდა მანქანის დაბრუნებასა და ზიანის ანაზღაურებას. 

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28918
    BLH
    Keymaster

    ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო

     

    სუსგ. № 3/344-01 6

     

    საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ყოფილიმდებარე ბინის ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის . ძეს, ხოლო ნაწილი მის ყოფილ მეუღლესმი. ძეს. კასატორმა . ძის ყოფილმა მამამთილმა . ძემ 1995 წლის 22 აგვისტოს აჩუქა . თბილისში, … მდებარე ერთოთახიანი ბინის ნახევარი თავის რძალს . ძეს, ჩუქების ხელშეკრულება რეგისტრაციაში გატარდა . თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.

     

    ავტოფარეხი, რომელიც მდებარეობს თბილისში, … ვაკის რაიონის გამგეობის მიერ მიღებულია ექსპლუატაციაში 1999 წლის 25 აგვისტოს და გაფორმებულია . ძის სახელზე. . ძემ . ძის ნებართვის გარეშე გატეხა ავტოფარეხის კარები და იგი დაიკავა თვითნებურად.

     

    პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო პალატამ არ შეაფასა სრულყლფილად საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ დაასაბუთა განჩინება. კერძოდ: არ ჩათვალა . ძის მოქმედება სამოქალაქო კოდექსის 529- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დიდ უმადურობად, თუმცა იგი შეაფასა როგორც გარკვეული უმადურობა. სააპელაციო პალატის ასეთი მითითება დაუდასტურებულია და არ იძლევა განჩინების სამართლებრივი შეფასების საშუალებას.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28917
    BLH
    Keymaster

    ჩუქების დაუშვებლობა

     

    სუსგ. ას-257-247-2013 

     

    საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

     

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

     

    საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ თ. ბ-ო სადავო ბინიდან შემოსავალს იღებდა, ასევე ის გარემოებაცაა საყურადღებო, რომ ბინას კვლავ მოსარჩელე ფლობს და ნ. კ-ა ხელს არ უშლის, ქონებით საკუთარი შეხედულებისამებრ სარგებლობაში.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28883
    BLH
    Keymaster

    უზენაესი სასამართლოს მოცემულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საკმარისია სკ-ის 942-ე მუხლით განსაზღვრული ფორმის დაცვა- არ არის საჭირო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია. იმის შემდეგ, რაც მოხდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნოტარიული ფორმით გაფორმება, მარჩენალს უფლება აქვს მიმართოს საჯარო რეესტრს და დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება, აღნიშნული შესაძლებლობა ვადით არ არის შემოფარგლული.

     

    გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით წარმოეშობა „უკეთესი უფლება“ მემკვიდრეს, რომელიც გადაწონოს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებას.

     

    მემკვიდრე წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეს და ღებულობს ქონებას, ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც იგი იყო მამკვიდრებლის ხელში, მარჩენალს ჰქონდა მამკვიდრებლის უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის უფლებამოსილება, რომლის საფუძველიც იყო მამკვიდრებელსა და მარჩენალს შორის დადებული ნამდვილი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ამდენად გაუგებარია უზენაესის განმარტება.

     

    პრაქტიკულად აღნიშნული საკითხი ისევე უნდა გადაწყდეს, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის შესახებ ვიმსჯელეთ “სანივთო სამართლის თემაში”.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28876
    BLH
    Keymaster

    მოწმეები, როგორც ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცებულება

     

    (№ას-1059-993-2010)

     

    უზენაესმა სასამართლომ, განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებებზე დაყდნობით შესაძლებელია იმის დადგენა, რომ ნასყიდობის ფასი არ არის გადახდილი.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28873
    BLH
    Keymaster

    ჩუქების საგნიდან გამომდინარე ვალდებულებების გადასვლა დასაჩუქრებულზე

     

    (N- ას-817-1094-05)

     

    „ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ამასთან, ჩუქების უსასყიდლო ხასიათი არ გამორიცხავს მჩუქებლის ვალდებულებას ნივთის ნაკლთან მიმართებაში. ამ ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, საჩუქარი უნდა აუმჯობესებდეს რა დასაჩუქრებულის ქონებრივ მდგომარეობას, იგი უნდა იყოს ხარისხიანი.

     

    ამის საწინააღმდეგო გარიგებამ შესაძლებელია, გამჩუქებლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს, რაც ასახულია სკ-ის 527-ე მუხლში, რომლითაც თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია, დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.

     

    ჩუქების შესახებ ნორმებით დადგენილი დანაწესების ერთობლიობაში განხილვითა და შეფასებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ პასუხისმგებლობა ჩუქების საგნის ნაკლზე და, შესაბამისად, ნივთიდან გამომდინარე მჩუქებლის ვალდებულებები დასაჩუქრებულზე ვერ გადავა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გამჩუქებლის სიცოცხლეში ჩუქების საგანზე გაწეულ ხარჯების დასაჩუქრებულისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.“

     

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #32157
    BLH
    Keymaster

    საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა

    საქმე № ას-556-939-06

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები და იგი უნდა ეფუძვნებოდეს გასარიცხი პარტნიორის სხვა პარტნიორებთან საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობას.

    პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს პარტნიორის კანონსაწინააღმდეგო და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში პარტნიორის გარიცხვის საფუძვლად კრებამ მიიჩნია ზ. ქ-ის, როგორც საზოგადოების დირექტორის არასწორი საქმიანობა, რაც თავისთავად არ მეტყველებს მისი, როგორც პარტნიორის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან საზოგადოების ინტერესებისათვის პარტნიორის უფლებამოსილების ფარგლებში მისი მოქმედებიდან გამომდინარე ზიანის მიყენებაზე.

    „მეწარმეთა შესახებ“ კანონი განამტკიცებს რა საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას, თავიანთი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დირექტორის საქმიანობიდან გამომდინარე დარღვევა შესაძლებელია გახდეს დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების და არა მისი პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძველი.

Viewing 10 posts - 311 through 320 (of 606 total)